ელგუჯა ხინთიბიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
3. [[ათონის ივერთა მონასტერი|ათონის]] ქართული წიგნებისა და ხელნაწერების საცავში უცნობი ხელნაწერების გამოვლენა<ref>"ქართულ-ბერძნულ-ლათინური ლიტერატურული კონტაქტების ერთი მაგალითი XII საუკუნის ლათინურ კოლექციაში": ჟურნალი ''Христианский восток, 3(IX)'', [[სანკტ-პეტერბურგი]], [[მოსკოვი]] [[2002]], გვ. 420-431 (ინგლ.)</ref>;
 
4. „[[გიორგი მთაწმიდელი|გიორგი ათონელის ცხოვრების]]<nowiki/>“ ერთი მონაკვეთის XIII საუკუნეში შესრულებული ქართული მეცნიერებისათვის უცნობი ბერძნული და ლათინური თარგმანის გამოვლენა <ref>"ახალი თეორია ქართველთა სახელწოდებების ეტიმოლოგიის შესახებ": კრებ: ''ფილოლოგია, ტიპოლოგია და ენის სტრუქტურა'', ''Philology, Typology and Language Structure,'' [[ბერლინი]]-[[ვენა]] [[2002]], Lang, გვ. 65-70 (ინგლ.)</ref><ref>"ქართული ფენომენის ყველაზე დიდი გამოხატულება და ევროპული ცივლიზაციის პროცესი": კრებული ''ჩვენ-ქართველნი'', თბ. [[1999]]</ref><ref>"ქართული ლიტერატურათმცოდნეობა": კრებული ''თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი'', თბ. [[1998]] (თანაავტორი: ლ. მენაბდე)</ref><ref>"ქართული აგიოგრაფიული ტექსტის XIII საუკუნის ბერძნული და ლათინური თარგმანები": კრებ. ''ფილოსოფიურ-ისტორიული ძიებანი'' (აკად. თ. ყაუხჩიშვილისადმი მიძღვნილი), თბ. [[1999]]</ref>;
 
5. XVI ს-ის დამლევს [[აბას I (ირანი)|შაჰ-აბას I]]-ის სამეფო კარზე წარმოთქმული ალავერდი ხანი უნდილაძის სიტყვის XVII ს-ის ინგლისში დაბეჭდილი ჩანაწერის გამოვლენა და გამოქვეყნება<ref>ჟურნალი [http://www.kartvelologist.ge ქართველოლოგი], #18, [[2012]] წ. </ref>;
მეცნიერის მიერ გამოვლენილია ''ვეფხისტყაოსანში'' მოაზრებული კოსმოლოგიური მოდელი: ღმერთი - > ზეციური ძალები - > ადამიანური სამყარო<ref>ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო". თბ. 2009, “ქართველოლოგი”. გვ. 115-209</ref>. ამ მოდელის დასაბუთება ჩანს სპეციფიკურ ნარკვევებში: ''ვეფხისტყაოსნის'' კრონოსი, ოტარიდი, მთვარის მოვანება.<ref>ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო". თბ. 2009, “ქართველოლოგი”.</ref>
 
ე. ხინთიბიძის მტკიცებით, ''ვეფხისტყაოსნის'' მსოფლმხედველობა გვიანდელი შუასაუკუნეების საზოგადოებრივ მსოფლშეგრძნებაში რენესანსული იდეების შემოტანაა, რომელთაგან განსაკუთრებით ღირესებულია აქცენტის გადატანა, ემფაზა ადამიანზე. ნდობის გამოცხადება ადამიანური ლოგიკის, ანალიტიკური აზროვნებისადმი. ამ კონცეფციის თვალსაზრისით რუსთველის მსოფლმხედველობა შუასაუკუნეებრივისა და რენესანსულის იმგვარი ჰარმონიაა, რომლის დონეზეც არ ჩანს შუასაუკუნეობრივის უარყოფა, მასში ჩანს შუასაუკუნეობრივის შევსება ახლით – რენესანსულით. მეცნიერის დასკვნით, ამქვეყნიური რეალობის ფასეულობაში დარწმუნება, ადამიანური სამყაროს სილამაზის ჭეშმარიტი შემეცნება, ადამიანური გონების, ინტელექტისადმი ნდობის გამოცხადება რუსთველის შემოქმედებაში უშუალოდ ერწყმის ტრადიციულ ქრისტიანულ იდეალს - სულის უკვდავების, კეთილი და მოწყალე შემოქმედის მარადიულობისა და სიკვდილის შემდეგ ამ უსასრულო ღვთაებასთან შერწყმის რწმენას. ესეც რენესანსული იდეების პირველი აფეთქების თავისებურებაა. ამგვარი დარწმუნება ორმაგ - ადამიანურ და ღვთაებრივ - იდეალში შინაგანი სიდიადისა და სიმშვიდის ღრმა განცდით უნდა ყოფილიყო გარემოცული. ეს მსოფლმხედველობითი თავისებურებაც უნდა განაპირობებდეს იმ დიდ პოეტურობას, რასაც ''ვეფხისტყაოსანი'' დღემდე ინარჩუნებს. ეს ეტაპი ქრისტიანული აზროვნების პროცესში ევროპული ლიტერატურული და ქრისტოლოგიური მემეკვიდრეობის დონეზე გამოვლენილი ჩანს XIII-XIV საუკუნიდან. [[შოთა რუსთაველი|რუსთველთან]] იგი საფუძველს ქრისტიანული თეოლოგიიდან იღებს, თეორიულად საბუთდება თავისებური, სპეციფიკური გზით და მხატვრულ სისტემაშია მოაზრებული.
 
ე. ხინთიბიძის დასკვნით, „''ვეფხისტყაოსანი'' მისი თანამედროვე და უშუალოდ მომდევნო თუ წინამორბედი დიდი ლიტერატურული ქმნილებებიდან ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც ყველაზე მეტი გააზრებითა და თანმიმდევრობით გამოკვეთს ახალ მსოფლშეგრძნებას – შუასაუკუნეების ტრანსცენდენტურ მსოფლმხედველობაში მოაზრებულ რომანტიკული შეფერილობის რეალისტურ ხედვას. ''[[შოთა რუსთაველი|რუსთველი]]'' ჩვენი თანამედროვე ეპოქისეული აზროვნების ახალგაზრდობაა. იგი, ცხოვრებისეულ სილამაზეს, სიძლიერეს და უმაღლეს სულიერ-ემოციურ იდეალებს მინდობილი, ოცნებობს ადამიანის ბედნიერებაზე და ამ ბედნიერებას, საუკუნო სასუფეველთან ერთად, სიკეთის ამქვეყნიურ ზეიმში და ადამიანის მიერ ადამიანის სიყვარულში ხედავს“. <ref>ე. ხინთიბიძე „ვეფხისტყაოსნის“ იდეურ–მსოფლმხედველობითი სამყარო", თბილისი, 2009წ. „ქართველოლოგი“ გვ. 786</ref>
 
აქვე მოგვყავს ის პასაჟი, რომლითაც მთავრდება პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის მონოგრაფია - ''[[ვეფხისტყაოსანი|"ვეფხისტყაოსნი]]<nowiki/>ს'' იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო": „გვიანდელი შუასაუკუნეების დიდ ინტელექტუალთა სწრაფვა ღვთაებრივი ჰარმონიის ამქვეყნიურ სინამდვილეში დამკვიდრებისაკენ შემდგომ საუკუნეებში ამქვეყნიური მატერიალური კეთილდღეობის ძებნის პრიმატით განვითარდა, რაც თანდათანობით შუასაუკუნეობრივი რწმენის პოსტულატების შერყევამდე მივიდა. ახალმა ეპოქამ ადამიანის ზნეობრივ-ფიზიკური სრულქმნილების და სახელის ძიების რენესანსულ იდეალებზეც ადვილად აიღო ხელი და მათ ადგილზე ფულის, სიმდიდრის დაგროვების და ხორციელი ტკბობის კერპები განათავსა. თითქოს ტოტალურად ირყევა კაცობრიობის მიერ ათასწლოვანი ისტორიით მოპოვებული ზნეობრივი ფუნდამენტებიც: არა კაც კლა, არა ისიძვო, არა ცილი სწამო... ახალ ნიუანსს და ინტონაციას იძენს ბიბლიური ფორმულა: საიდან მოსულხარ და სად მიდიხარ?!
 
გავა დიდი დრო და დადგება ხანგრძლივი პროცესი ადამიანთა სწრაფვისა რწმენის, იმედის და სიყვარულის ღვთაებრივი ორიენტირების დასაბრუნებლად. რასაც თავიდან მოჰყვება სურვილი ღვთაებრივი სიყვარულის ამქვეყნიურ ურთიერთობებში მოპოვებისა“.(გვ. 787).
* ''ვეფხისტყაოსანი'' შექსპირისა და მისი თანამედროვეების ინგლისურ დრამატურგიაში. "საჩინო", თბილისი, 2016.
 
* რუსთაველის ''ვეფხისტყაოსანი'' და ევროპული ლიტერატურა, ლონდონი, 2011 / Rustaveli's ''The Man in the Panther Skin'' and European Literature, London, Bennett and Bloom", London 2011
* ''ვეფხისტყაოსნის'' იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო. თბილისი"ქართველოლოგი", ქართველოლოგი,თბილისი 2009 / The World View of Rustaveli's ''Vepkhistqaosani'' (''The Man in the Panther's Skin''), Tbilisi, 2009
* ''ვეფხისტყაოსანი'' შექსპირის ეპოქის ინგლისში. “ქართველოლოგი”, თბ. 2008, “ქართველოლოგი”. (ქართულ და ინგლისურ ენებზე) / ''The Man in Panther-skin'' in England in the Age of Shakespeare, Tbilisi, 2008
* ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში. ამსტერდამი, 2001; (ინგლისურად); (ქართულად - თბილისი, 2003წ.) / Georgian Literature in European Scholarship. Amsterdam, 2001
* ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია. თბ. 1998, თსუ გამომც. (ქართულ და ინგლისურ ენებზე); / The Designation of the Georgians and their Etymology, Tbilisi, Tbilisi University Press, Tbilisi 1998.
* შუასაუკუნეობრივი და რენესანსული ''ვეფხისტყაოსანში''. თბ. 1993, თბილ. უნივ. გამომც. / Medieval and Renaissance Trends in Rustaveli's ''Vepkhistqaosani'' (''The Man in the Panther's Skin''), Tbilisi, 1993
* ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის. (ქართული გამოცემა, თბილისი, 1983წ.); (რუსული გამოცემა, თბ.თბილისი 1991წ.); ინგლისური გამოცემა, ამსტერდამი 1996წ.) / On the History of Georgian-Byzantine Literary Contacts (ინგლისური გამოცემა, ამსტერდამი 1996წ.).
* ''[[ვარლაამი და იოასაფი|ვარლაამ და იოასაფის]]'' ქართულ და ბერძნულ რედაქციათა მიმართებისათვის. პარიზი, 1976, (ინგლისურად). / Concerning the Relationship of the Georgian and Greek Versions of Barlaam and Ioasaph (English ed. Paris 1976)
* მსოფლმხედველობითი პრობლემები ''[[ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსანში]]''. თბ. 1975, თბილისის უნივერსიტეტის გამომც., / Probleme der Weltanschauung im Epos ''Der Mann im Pantherfell'' von Schota Rustweli, Tbilisi, 1975.
* ბასილი კაპადოკიელის ''სამოღვაწეო წიგნის'' ქართული რედაქციები. თბ. 1968, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბ. 1968 / Probleme Georgiennes De ''L'asceticon'' De Basile Le Cappadocien, Tbilisi, 1968
 
==რესურსები ინტერნეტში==
206

რედაქტირება