მერი ბოლეინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 13:
|რელიგია = [[კათოლიციზმი]]
}}
'''მერი ბოლეინი''' ({{Lang-en|Mary Boleyn}}), აგრეთვე ცნობილია როგორც '''ლედი მერი''' ({{Lang-en|Lady Mary}}; დ. [[1499]]/[[1500]] — გ. [[19 ივლისი]], [[1543]]) — ინგლისელი დიდგვაროვანი და ბოლეინების გამოჩენილი ოჯახის წევრი. ინგლისის დედოფალ [[ენ ბოლეინი|ანა ბოლეინის]] უფროსი და, დედოფალ [[ქეთრინ ჰოვარდი|ქეთრინ ჰოვარდის]] ბიძაშვილი და დედოფალ [[ელისაბედ I|ელიზაბეთ I]]-ის დეიდა.
 
იგი ჯერ საფრანგეთის მეფე [[ფრანსუა I (საფრანგეთი)|ფრანსუა I]]-ის, ხოლო შემდეგ ინგლისის მეფე [[ჰენრი VIII]]-ის საყვარელი იყო, რის შემდეგაც დაწინაურდნენ ბოლეინები სამეფო კარზე. მერის მეფეებთან არ ჰყოლია საერთო შვილი, მაგრამ იგი 1520 წელს დაქორწინდა ლორდ უილიამ კრეიზე, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ, 1534 წელს მერი მეორედ დაქორწინდა ლორდ უილიამ სტაფორდზე, რომელთანაც მას ასევე ორი შვილი შეეძინა. ის და უილიამი მალულად დაქორწინდნენ, რის გამოც მეფე ჰენრიმ იგი განკვეთა სამეფო კარიდან. ამ ამბიდან შვიდ წელიწადში მერი ბოლეინი გარდაიცვალა.
 
== ადრეული ცხოვრება ==
[[ფაილი:ThomasBoleyn1.jpg|მარცხნივ|მინი|მერის მამა, ერლი თომას ბოლეინი]]
მერი დაიბადა დაახლოებით 1499, ან 1500 წელს ბლიკლინგ-ჰოლში, მისი ოჯახის პატარა რეზიდენციაში, ნორფოლკის მხარეში. იგი იყო სირ თომას ბოლეინისა და მისი მეუღლის, ლედი ელიზაბეთ ჰოვარდის პირველი შვილი. იგი თავის უმცროს და-ძმასთა, [[ენ ბოლეინი|ანასა]] და ჯორჯთან ერთად აღიზარდა ჰოვერის სასახლეში, კენტში. დედამისი იყო გავლენიანი ინგლისელი დიდებულის, ნორფოლკის ჰერცოგ თომას ჰოვარდის ქალიშვილი, რის გამოც, მასზე ქორწინების გამო, შედარებით დაბალი წარმოშობის თომას ბოლეინს მიენიჭა უილტშირის ერლობა.
 
მერი ბოლეინი იყო თომასისა და ელიზაბეთის სამი გადარჩენილი შვილიდან ერთ-ერთი. მრავალი სარწმუნო წყაროს მიხედვით, მერი და-ძმებს შორის ყველაზე უფროსი იყო. 1597 წელს მერის შვილიშვილმა, ლორდმა ჰუდსონმა მოითხოვა ბოლეინების მამულები ორმონდში, ვინაიდან ამ დროისათვის ბოლეინების საგვარეულოში მამრობითი სქესის უკვე ყველა გარდაცვლილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მერის, როგორც უფროსი შვილის მემკვიდრეს ჰუდსონს უფრო მეტად ეკუთვნოდა მემკვიდრეობა, ორმონდის მამულები დედოფალმა [[ელისაბედ I|ელიზაბეთ I]]-მა მიისაკუთრა, რომელიც მერის უმცროსი დის, ანას ქალიშვილი იყო. რეალურად, არ არსებობს იმის მყარი მტკიცებულება, მერი იყო უფროსი თუ ანა, მაგრამ ვინაიდან მერი პირველი დაქორწინდა, ივარაუდება, რომ უფროსიც ის იყო, ვინაიდან იმ დროის ტრადიციის მიხედვით, პირველი ყოველთვის უფროსი ქალიშვილი უნდა გათხოვილიყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ანა გათხოვდა, მას „თომას ბოლეინის ერთ-ერთი ქალიშვილის“ სახელით მოიხსენიებდნენ, რაც ასე არ იქნებოდა, ის რომ უფროსი ყოფილიყო. საერთო ჯამში, ისტორიკოსთა უმეტესობა უფროსად მერის ასახელებს და ვინაიდან ანას დაბადების სავარაუდო თარიღად 1500 წელი მიიჩნევა, მერის დაბადების თარიღად 1499 წელს ასახელებენ.
 
ადრეულ წლებში მერი ჰოვერის სასახლეში იზრდებოდა და-ძმასთან ერთად. მან ჩვეულებრივი განათლება მიიღო, როგორიც აუცილებელი იყო მისი წოდებისა და წარმომავლობის მქონე ქალბატონისათვის. იგი სწავლობდა არითმეტიკას, წერა-კითხვას, გრამატიკას, ისტორიას, მართლწერას, ოჯახურ გენეალოგიას, ცეკვას, ქარგვას, სამეფო ეტიკეტს, საყოფაცხოვრებო ბუღალტერიას, მუსიკას, ხელსაქმეს, კემსვას, სიმღერას, ასევე დიდი წარმატებით სარგებლობდა ჭადრაკისა და კარტის თამაშშიც. გარდა ამ ყველაფრისა, მერისა და მის და-ძმას ასწავლიდნენ ნადირობას, მშვილდოსნობას, ტრადიციულ ინგლისურ ცეკვებსა და ცხენოსნობას.
 
მერიმ თავისი ბავშვობის უმეტესი ნაწილი მშობლიურ ინგლისში გაატარა, მანამ, სანამ 1514 წელს ის და ანა საფრანგეთის სამეფო კარზე, მეფე [[ლუი XII]]-თან არ გააგზავნეს განათლების მისაღებად. მერი და ანა ბოლეინები მეფე [[ჰენრი VIII]]-ის დას, პრინცესა [[მერი ტიუდორი (საფრანგეთის დედოფალი)|მერი ტიუდორს]] გაჰყვნენ საფრანგეთში სეფექალებად, რის გამოც პარიზის სამეფო კარზე გარკვეული გავლენითა და პრივილეგიებით სარგებლობდნენ.
[[ფაილი:François Ier Louvre.jpg|მინი|306x306პქ|საფრანგეთის მეფე ფრანსუა I]]
 
მას შემდეგ, რაც თომას ბოლეინი ინგლისის ელჩი გახდა საფრანგეთში, მერი და ანა ბოლეინები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ დედოფალ მერი ტიუდორს. 1515 წლის 1 იანვარს ხანში შესული ლუი XII გარდაიცვალა, რის შემდეგაც ახალგაზრდა დედოფალი მერი უკან, ინგლისში დაბრუნდა, მაგრამ დები ბოლეინები კვლავ საფრანგეთში დარჩნენ. ლუის შემდეგ საფრანგეთის ტახტზე მისი სიძე, მეფე [[ფრანსუა I (საფრანგეთი)|ფრანსუა I]] ავიდა, რომელსაც ცოლად ლუის ასული, [[კლაუდია დე ვალუა]] ჰყავდა.
 
== რომანი საფრანგეთის მეფესთან ==
საფრანგეთში განათლების მისაღებად ჩასული მერი სამეფო კარზე ანასა და თომასთან ერთად ცხოვრობდა. ახალგაზრდა და ქალების მოყვარულ მეფეს მალევე მოხვდა თვალში მერი ბოლეინი, რომელიც იმ ეპოქის სილამაზის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდა: იყო ქერა, ჰქონდა ცისფერი თვალები, თეთრი კანი და მრგვალი ფორმები. სწორედ ამიტომ, 1515 წელსვე, მერი ბოლეინმა რომანი გააბა [[ფრანსუა I (საფრანგეთი)|ფრანსუა I]]-თან. რამდენადაც ცნობილია მათი რომანი ოთხ წელს გაგრძელდა, თუმცა მერის მეფისგან ბავშვი არ გაუჩენია და არც სამეფო საყვარლის წოდება ჰქონია. მიუხედავად ყველაფრისა, ფრანსუა არ მალავდა მასთან ურთიერთობას და მერის საჯაროდ უწოდებდა „ინგლისურ ულაყსა“ და “ჩემ ჰაკნელს“. როგორც ცნობილია, ერთხელ მეფე ფრანსუამ მასზე ასეთი რამ თქვა:
{{ციტატა|თავგადასავლების დიდი მოყვარული იყო, ყველაზე უსირცხვილო, რომელიც კი ოდესმე შემხვედრია}}
ბევრი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ ფრანსუა არ იყო ერთადერთი მამაკაცი, ვისთანაც მერის საფრანგეთში ურთიერთობა ჰქონდა, რადგან იგი მთელ პარიზში იყო ცნობილი თავისი გარყვნილი ცხოვრების წესით.
 
როდესაც მერის ცხოვრების წესის შესახებ ჭორმა მის მშობლებამდეც მიაღწია, 1519 წელს, თომას ბოლეინმა იგი სასწრაფოდ დააბრუნა ინგლისში. ლონდონში მერი მალევე დაინიშნა მეფე [[ჰენრი VIII]]-ის ცოლის, დედოფალ [[კატალინა არაგონელი|კატალინა არაგონელის]] ერთ-ერთ სეფექალად, თუმცა ანა ბოლეინი 1522 წლამდე საფრანგეთში დარჩა. სწორედ ამ დროს მოექცა მერი ახალი მეფის ყურადღების ცენტრში.
 
== ინგლისის მეფის საყვარელი ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მერი_ბოლეინი“-დან