უფლისციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

საფორტიფიკაციო კედლების ქვედა ნაწილი ნაგები ყოფილა კიდეებშემოთლილი (რუსტებიანი) ქვათლილებით, ხოლო ზედა — ალიზის აგურით. სამხრეთ მხარეს მდინარე მტკვარზე ეშვებოდა კლდეში გაჭრილი დიდი გვირაბი. იქვე, სამხრეთ უბანში, გაკეთებული იყო შიდა ქალაქის მთავარი შესასვლელები, მ.შ. მცირე კლდეკარი. შიდა ქალაქი დასერილია კლდეში ნაკვეთი ქუჩების ქსლით, მათგან ერთი მაგისტრალურია, ხოლო დანარჩენი — გვერდითი. გამოქვაბულები განლაგებულია ცალკე ჯგუფებად, ზოგი ერთმანეთთან დაკავშირებულია ფართო გასასვლელებით. ქალაქის ზემო ნაწილში განლაგებული დარბაზების კომპლექსიდან აღსანიშნავია კლდეში ნაკვეთი დიდი დარბაზი, რომლის ნახევარწრიული კამარა დამუშავებულია კლდეშივე ნაკვეთი რვაკუთხა კესონებით.
 
==დაგეგმარება==
==დაგგმარება==
დაგეგმარების მხრივ აღსანიშნავია დაახლოებით ერთი სქემით განლაგებული კომპლექსები: ეზო, წინიდან პორტალის მსგავსი ღია სადგომი, სიღრმეში კი სიგრძივი (თუ ერთი ან ორი ოთახია) ან სიგრძივი და განივი ღერძების მიხედვით (თუ ოთახთა რაოდენობა მეტია) დაჯგუფებული ოთახები. ეს კომპლექსები თავისი სტრუქტურებით ვანის სამეფოში გავრცელებულ გამოქვაბულებს ენათესავება. უფლისციხის გამოქვაბულთა ერთი ნაწილი შუა საუკუნეებს განეკუთვნება. ზოგი დარბაზის ბრტყელი გადახურვა კოჭებიანი ჭერის მსგავსად არის დამუშავებული და ქართული ხალხური არქიტექტურაში ცნობილ კონსტრუქციებს უნდა ასახავდეს. უფლისციხის ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმართულია აგურით ნაგები [[სამეკლესიიანი ბაზილიკა]], რომელიც სტილისტიკური ნიშნებით IX-X საუკუნეებს მიეკუთვნება. იგი თითქმის თავდაპირველი სახით არის შემონახული. შუა ნავი გვერდით ნავებზე მაღალია. სამივე ნავი დასაველთით გაერთიანებულია ნართექსით, გადახურულია კრამიტით. მთავარი შესასვლელია სამხრეთიდან. ნართექსს დამოუკიდებელი კარი აქვს და მთავარ ნავს დასავლეთიდან უკავშირდება. სასიმაგრო თხრილის გარეთ გაშლილი ყოფილა გარე ქალაქი, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. შიდა ქალაქის ჩრდილოეთით 700-800 მ-ზე დაცულია უფლისციხის დიდი კლდეკარი, რომელიც ძველ ამიერკავკასიის ძირითადი სავაჭრო მაგისტრალის ერთ-ერთ უდიდეს საგზაო ნაგებობას წარმოადგენდა (სიგრძე - 150 მ, სიმაღლე 10 მ, სიგანე - 2 მ).
 
ანონიმური მომხმარებელი