ფრედი მერკური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
188.169.2.161-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 49:
'''ფრედი მერკური''' (ნამდვილი სახელი '''ფაროჰ ბულსარა''', დ. [[5 სექტემბერი]], [[1946]] — გ. [[24 ნოემბერი]], [[1991]]) — [[ბრიტანელები|ბრიტანელი]] [[მომღერალი]]-[[კომპოზიტორი]], [[პიანისტი]], [[გიტარისტი]] და ცნობილ როკ-ჯგუფ [[Queen]]-ის წევრი. როგორც შემსრულებელი, გამოირჩეოდა თავისი ვოკალური მონაცემებით, ხოლო როგორც კომპოზიტორმა შექმნა უამრავი მსოფლიო ჰიტი, მათ შორის: [[Bohemian Rhapsody]]; [[Killer Queen]]; [[Somebody to Love]]; [[Don't Stop Me Now]]; [[We Are the Champions]] და [[Crazy Little Thing Called Love]].
 
მერკური ძირითადად გაიზარდა [[ინდოეთი|ინდოეთში]], ამიტომ იგი შერაცხეს ბრიტანეთის პირველ აზიელ როკ ვარსკვლავად. ის გარდაიცვალა [[ფილტვების ანთება|ფილტვების ანთებით]], რაც გამოწვეული იყო [[შიდსი]]სგან 1991 წლის 24 ნოემბერს, მხოლოდ ერთი დღის მერე, რაც მან საზოგადოებას შეატყობინა, რომ მას აწუხებდა უკურნებელი სენი. 2006 წელს ჟურნალმა [[Time Asia]] იგი შერაცხა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან აზიელ გმირად ბოლო 60 წლის განმავლობაში და ახლაც იგი არის ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალი პოპულარული მუსიკის ისტორიაში.
 
== ბიოგრაფია ==
ხაზი 57:
1954 წელს, რვა წლის ასაკში ფრედი წაიყვანეს წმინდა პიტერის სკოლაში ინდოეთში, [[ბომბეი]]სთან ახლოს. სკოლის პერიოდში ის გატაცებული იყო სპორტით, განსაკუთრებით კი კრივით. სკოლაში მან ჩამოაყალიბა პოპულარული ჯგუფი, რომელსაც „[[The Hectics]]“ ერქვა, იგი [[ფორტეპიანო]]ზე უკრავდა. მისი ძველი მეგობარი იხსენებს, რომ ფრედის შეეძლო [[რადიო]]ში გაგონილის პიანინოზე ზუსტად გადმოტანა. ამ დროს იგი საკუთარ თავს უკვე უწოდებდა "ფრედის". მერკური თითქმის მთელი ბავშვობა ინდოეთში ცხოვრობდა ბებიასთან და დეიდასთან ერთად. განათლების მიღების შემდეგ იგი ზანზიბარში დაბრუნდა.
 
1964 წლის რევოლუციის გამო 17 წლის მერკური და მისიოჯახთან ოჯახიერთად ზანზიბარიდან გაიქცა და დასახლდა ლონდონში. იგი შევიდა სასწავლებელში, სადაც იგი ეუფლებოდა ხელოვნებას. სწავლის დამთავრების შემდეგ ფრედი მუშაობდა ბევრ ადგილას- ლონდონში ყიდდა მეორად ტანსაცმელს, ასევე მუშაობდა აეროპორტშიც. მისი ძველი მეგობრები იხსენებენ, რომ იგი იყო წყნარი და მორცხვი ახალგაზრდა, რომელიც დიდად იყო გატაცებული მუსიკით. 1969 წელს მან ჩამოაყალიბა ჯგუფი „[[Ibex]]“, რომლის სახელი მალევე გადაკეთდა „[[Wreckage]]“-ად. ჯგუფი დაიშალა. 1970 წლისთვის იგი შევიდა „[[Sour Milk Sea]]“ შემადგენლობაში, რომელიც ასევე დაიშალა.
 
ამავე წლის აპრილში მერკურიმ გაიცნო გიტარისტი ბრაიან მეი და დრამერი როჯერ ტეილორი, რომელთა ჯგუფსაც „[[Smile]]“ ერქვა. იგი შეუერთდა მათ და ჯგუფსაც ახალი სახელი „[[Queen]]“ შეურჩია. სწორედ ამ დროისთვის მან კანონიერად გადაირქვა სახელი ფრედი მერკურად.
ხაზი 99:
მერკურის ექიმებმა 1987 წლის გაზაფხულზე ცუდი დიაგნოზი დაუსვეს - იგი ინფიცირებული იყო შიდსით. პრესა და ფანები თანდათან ხვდებოდნენ, რომ ფრედის ყველაფერი რიგზე არ ჰქონდა - იგი ცუდად გამოიყურებოდა და Queen-იც იშვიათად გამოდიოდა სცენაზე, თუმცა მერკური დაავადებაზე არაფერს ამბობდა, უფრო ხშირად კი ასეთ ინფორმაციებს უარყოფდა და ჭორად თვლიდა.
 
მან 1991 წლის 23 ნოემბერს განცხადება გააკეთა, რომ იგი იტანჯებოდა შიდსისგან. და 24 საათის შემდეგ ამ განცხადებიდან 1991 წლის 24 ნოემბერს იგი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, რომელიც გართულებული იყო უკურნებელი სენის გამო. იმისდა მიუხედავად, რომ იგი არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ იყო, იგი დაკრძალეს ზოროასტრული წესის მიხედვით.
 
== დისკოგრაფია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფრედი_მერკური“-დან