ლიქენები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
[[ფაილი:Lichen-covered tree, Tresco.jpg|thumb|ლიქენებით დაფარული ხე]]
'''ლიქენები''' ({{lang-la|Lichenes}}), ''მღიერები'', ''ქარაგოზები'' — ორგანიზმები, რომლებიც შედგება [[სოკოები|სოკოსა]] და [[წყალმცენარეები]]საგან. ბოტანიკოსების ნაწილი ლიქენებს მცენარეთა დამოუკიდებელ ჯგუფად მიიჩნევს. მეცნიერებას ლიქენების შესახებ [[ლიქენოლოგია]] ეწოდება. ლიქენები აერთიანებენ 400-ზე მეტი გვარის[[გვარი (ბიოლოგია)|გვარი]]ს 26 ათასამდე სახეობას[[სახეობა]]ს.
 
არჩევენ ქაფისებრ (ანუ ქექისებრ), ფოთლისებრ (ანუ ფირფიტისებრ) და ბუჩქისებრ ლიქენებს. არსებობს მათ შორის გარდამავალი ფორმებიც.
 
ანატომიური აგებულებით ლიქენები ორნაირია: ჰომეომერული ([[წყალმცენარეები]] მეტნაკლებად თანაბრადაა განაწილებული [[თალუსი|თალუსში]]) და პეტერომერული (წყალმცენარეები თალუსში ერთ სღეს ქმნიან). ლიქენები მრავლდებიან სქესობრივად, უსქესოდ და ვეგეტატიურად. სქესობრივი პროცესის შედეგად ლიქენის სოკოს სპორები წარმოიშობიან ჩანთებში ([[ჩანთიანი ლიქენები]] — {{lang-la|Ascolichenes}}) ან, ძალზე იშვიათად, ბაზიდიუმებზე ([[ბაზიდიუმიანი ლიქენები]] — {{lang-la|Basidiolichenes}}). ჩანთები ვითარდება პერითეციუმებში ან აპოთეციუმებში. უსქესო გამრავლების დროს წარმოიშობიან კონიდიემები და პიკნოსპორები. სოკოს გაღივებული სპორა ხვდება შესაბამის წყალმცენარეს და მასთან ერთად ქმნის ლიქენების ახალ თალუსს. ვეგეტატიური გამრავლება ხდება [[თალუსი]]ს ნაგლეჯებით ან სორედიუმებითა და იზოდიუმებით. ლიქენების მუდმივი კომპონენტი — წყალმცენარეები მრავლდებიან დაყოფით, [[მწვანე წყალმცენარეები]] — ხშირად ავტოსპორების წარმოქმნით.
 
წყლის რეჟიმის მიხედვით ლიქენები მიეკუთვნება პოიკილოჰიდრულ მცენარეებს. წყალს და მასში გახსნილ საკვებ ნივთიერებებს თალუსის მთელი ზედაპირი ითვისებს. ლიქენები შედარებით ადვილად იტანენ ხანგრძლივ და ძლიერ გამოშრობას. გამოშრობისას ფოტოსინთეზი სუსტდება ან წყდება. ლიქენები ნელა იზრდება, მათი წლიური ნაზარდი 0,01-100 მმ აღწევს. ლიქენები სახლდებიან მცენარეულობის გავრცელების უკიდურეს საზღვრამდე, უმთავრესად კარგად განათებულ ადგილებზე, სხვადასხვა სუბსტრატზე — მთის ქანებზე, მერქნიან მცენარეებზე, ნიადაგზე, ტყავზე, ძვალზე, მინაზე, რკინაზე, ქსოვილზე და სხვა. ლიქენებში სოკოსა და წყალმცენარის ურთიერთობის შესახებ ბოლო დრომდე ყველაზე მეტად გავრცელებული იყო სიმბიოზის მცდარი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც პარტნიორები ეხმარებიან ერთმანეთს: სოკო „ამარაგებს“ წყალმცენარეს წყლით და არაორგანული მარილებით, ხოლო წყალმცენარეები — სოკოს მზა ორგანული ნივთიერებებით. სინამდვილეში ლიქენებში სოკოს და წყალმცენარის ურთიერთობა დაფუძნებულია პარაზიტიზმზე. ლიქენები პოლიფილეტური წარმოშობისაა. ნამარხებიდან ყველაზე ადრეულ ლიქენებს ზედა ცარცული პერიოდს მიაკუთვნებენ.
 
ლიქენები ხშირად მცენარეულობის პიონერებია, სახლდებიან უნაყოფო ადგილებზე; მათი დაღუპვის შედეგად რჩება ორგანული ნივთიერებები, რომელზეც სხვა მცენარეებს შეუძლიათ დასახლება. ჩრდილოეთში ბუჩქისებრი ლიქენები ირმის საკვებია. ზოგიერთი ლიქენები სამკურნალოდ გამოიყენება (სისხლის წნევის ამწევი, პერისტალტიკის გამაძლიერებელი, ანტიბიოტიკებისა[[ანტიბიოტიკები]]სა და ვიტამინების[[ვიტამინები]]ს შემცველი), ზოგს სამღებრო საქმესა და პარფიუმერიაშიც[[პარფიუმერია]]შიც ხმარობენ, ზოგიერთისაგან [[ლაკმუსი|ლაკმუსს]] ამზადებენ.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლიქენები“-დან