ანა ჰაიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 14:
|რელიგია = ჯერ [[ანგლიკანიზმი]]<br/>შემდეგ [[კათოლიციზმი]]
}}
'''ანა ჰაიდი''' ({{lang-en|Anne Hyde}}; დ. [[12 მარტი]], [[1637]] — გ. [[31 მარტი]], [[1671]]) — გამოჩენილი [[ინგლისელები|ინგლისელი]] არისტოკრატი. იორკისა და ალბანის ჰერცოგინია როგორც ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე [[ჯეიმზ II (ინგლისი)|ჯეიმზ II]]-ის პირველი მეუღლე, რომელიც მის გამეფებამდე გარდაიცვალა. 1660 წელს, მისი და ჯეიმზის ქორწინებას დიდი სკანდალი მოჰყვა, რომლის ჩასაცხრობადაც მეფემ ანას მამას ერლის წოდება უბოძა. მისი და ჯეიმზის მრავალი შვილიდან აღსანიშნავნი არიან ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის დედოფალი [[მერი II]] და დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალი [[ანა (დიდი ბრიტანეთი)|ანა]].
 
== ადრეული წლები ==
ანა ჰაიდი დაიბადა 1637 წლის 12 მარტს უინძორში, ინგლისში. იგი იყო ადგილობრივი დიდებულის, ედუარდ ჰაიდისა და მისი მეორე ცოლის, ფრანცისკა აილესბურის პირველი შვილი ექვსიდან. ანას მშობლები მამამისის პირველი ცოლის, ანა აილიფეს გარდაცვალების შემდეგ შეუღლდნენ, რომელიც ქორწილიდან სულ ექვს თვეში დაიღუპა უშვილოდ. აღსანიშნავია, რომ ანას სახელი სწორედ მამამისის პირველი ცოლის პატივსაცემად დაარქვეს. მისი ადრეული ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. მის შესახებ სანდრო წყაროები მხოლოდ 1649 წლიდან იწყებენ წერას, როდესაც ჰაიდების ოჯახი მეფე ჩარლზ I-ის სიკვდილით დასჯის შემდეგ მეფის ქალიშვილ მერი სტიუარტთან გაიქცა, რომელიც ნიდერლანდების შტატჰალტერზე იყო დაქორწინებული. ნიდერლანდებში ისინი ქალაქ ბრედაში ცხოვრობდნენ, რომელიც მერი სტიუარტის ოფიციალური რეზიდენცია იყო, სადაც მან რევოლუციის პერიოდში მრავალი თანამემამულე შეიფარა.
 
ანა მერი სტიუარტის ფავორიტი მალევე გახდა, რის შემდეგაც იგი ჰააგას სამეფო კარზე გადავიდა. იგი მეტად მომხიბვლელი იყო და კარგი გემოვნებაც ჰქონდა, რის გამოც ხშირად იქცევდა მამაკაცთა ყურადღებას. ერთ-ერთი პირველი მამაკაცი, რომელსაც ანა შეუყვარდა იყო სპენსერ კომპტონის ვაჟი, ნორთემპტონის ერლი. მისდა საუბედუროდ, ამ დროისათვის ანას ჰენრი ჯერმინთან ჰქონდა ურთიერთობა. სწორედ ჯეიმზთან ურთიერთობისას გაიცნო ანამ თავისი მომავალი მეუღლე, იორკის ჰერცოგი ჯეიმზ სტუარტი, რომელიც თავის დასთან, მერისთან იყო ჩასული. 1659 წლის 24 ნოემბერს, მათი გაცნობიდან ორი, ან სამი წლის შემდეგ, ჯეიმზმა ანას ცოლობა სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. სწორედ ამ დროს, 1660 წლის 29 მაისს ჯეიმზის უფროსი ძმა, ჩარლზ II ავიდა ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის სამეფო ტახტზე, რითაც განხორციელდა სტიუარტთა რესტავრაცია და ქვეყნიდან გაქცეული არისტოკრატიაც უკან დაბრუნდა.
 
== იორკის ჰერცოგინია ==
=== ქორწინება ===
[[ფაილი:The Duke and Duchess of York with their two daughters..jpg|მინი|319x319პქ|იორკის ჰერცოგი ჯეიმზ სტიუართი თავის ცოლთან, ლედი ანა ჰაიდთან და მათ ორ ქალიშვილთან: მერისა და ანასთან ერთად.]]
მას შემდეგ რაც ჩარლზ II-მ ტახტი დაიბრუნა, ჯეიმზისა და ანას ქორწინება შეუძლებელი გახდა, რადგანაც იგი ახლა უკვე სამი სამეფოს მეფის ძმა და ტახტის შესაძლო მემკვიდრე იყო და არ შეეძლო უბრალო წარმომავლობის ქალზე ქორწინება. ამის გამო ჩარლზი ძმისთვის საცოლედ რომელიმე ევროპელ პრინცესას ეძებდა, ისევე, როგორც თავისთვის, მაგრამ 1660 წელს გაირკვა, რომ ანა ჰაიდი ჯეიმზისაგან იყო ორსულად. ამის გამო, 1660 წლის 3 სექტემბერს, ლონდონში ჯეიმზ სტიუარტი და ანა ჰაიდი მალულად დაქორწინდნენ. ამ ქორწინების შესახებ არც ჯეიმზის ოჯახმა იცოდა არაფერი და არც ანას ახლობლებმა. როდესაც ეს ამბავი გასაჯაროვდა, მეფე ჩარლზმა მითქმა-მოთქმის თავიდან ასარიდებლად ანას მამას, ედუარდ ჰაიდს სასწრაფოდ მიანიჭა კლარენდონის ერლობა და სულ მალე იგი მისი საყვარელი მინისტრიც გახდა. მათი საიდუმლო ქორწინების შემდეგ, ანაზე საფრანგეთის ელჩმა ასეთი რამ განაცხადა:
{{ციტატა|მისი გამბედაობა, ჭკუა და ენერგია თითქმის ღირსია სამეფო სისხლისა}}
ქორწინებიდან სულ ერთ თვეში, 1660 წლის 22 ოქტომბერს დაიბადა მათი პირველი შვილი, რომელსაც მეფის პატივსაცემად ჩარლზი დაარქვეს. ამის შემდეგ ანამ კიდევ შვიდი შვილი გააჩინა, მაგრამ მათი რვა შვილიდან მხოლოდ ორმა გოგონამ — მერიმ და ანამ — მოახერხეს სრულწლოვანებამდე მიღწევა.
 
=== ოჯახური ცხოვრება ===
=== გარდაცვალება და მემკვიდრეობა ===
Line 24 ⟶ 33:
 
# ჩარლზი (დ. 22 ოქტომბერი, 1660 — გ. 5 მაისი, 1661), კემბრიჯის ჰერცოგი, გარდაიცვალა ჩვილი;
# [[მერი II]] (დ. 30 აპრილი, 1662 — გ. 28 დეკემბერი, 1694), ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის დედოფალი 1688-1694 წლებში, ცოლად გაჰყვა თავის მამიდაშვილს, ნიდერლანდების შტატჰალტერ [[უილიამ III]]-ს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
# ჯეიმზი (დ. 12 ივლისი, 1663 — გ. 20 ივნისი, 1667), კემბრიჯის ჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი ბუბონული ჭირით;
#[[ანა (დიდი ბრიტანეთი)|ანა]] (დ. 6 თებერვალი, 1665 — გ. 1 აგვისტო, 1714), დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალი 1702-1714 წლებში, ცოლად გაჰყვა [[ჯორჯ დანიელი|ჯორჯ დანიელს]], მაგრამ შვილები არ ჰყოლია, რის გამოც შეწყდა სტიუარტთა დინასტია;
# ჩარლზი (დ. 4 ივლისი, 1666 — გ. 22 მაისი, 1667), კენდალის ჰერცოგი, გარდაიცვალა ჩვილი;
# ედგარი (დ. 14 სექტემბერი, 1667 — გ. 8 ივნისი, 1671), კემბრიჯის ჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანა_ჰაიდი“-დან