ძალა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით |
მ 185.168.224.4-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია იარლიყი: სწრაფი გაუქმება |
||
ხაზი 1:
{{წყარო}}
'''ძალა''' [[ფიზიკა]]ში — სიდიდე, რომელიც მოცემულ მატერიალურ სხეულზე სხვა სხეულების მექანიკური მოქმედების ზომას წარმოადგენს. ეს მოქმედება სხეულის წერტილების [[სიჩქარე]]ების ცვლილებას ან სხეულის [[დეფორმაცია]]ს იწვევს. მას სხეულთა უშუალო კონტაქტის დროს აქვს ადგილი; მოქმედება აგრეთვე სხეულთა მიერ შექმნილი [[ველი|ველების]] საშუალებით გადაეცემა. ძალა ვექტორული სიდიდეა და დროის ნებისმიერ მომენტში სივრცეში გარკვეული მიმართულებით, მოდების წერტილით და [[მოდული]]თ ხასიათდება. ძალთა შეკრება პარალელოგრამის წესით წარმოებს. ძალა ან მუდმივია (როგორც, მაგალითად, სიმძიმის ძალა), ან გარკვეული წესითაა დროზე დამოკიდებული (ცვლადი [[ელექტრომაგნიტური ველი]]); არსებობენ სიჩქარეზე (გარემოს წინააღმდეგობის ძალა) და მოდების წერტილის მდებარეობაზე დამოკიდებული ძალები. [[SI]]-ში ძალის ერთეულია 1 [[ნიუტონი, ისააკ|ნიუტონი]]. სწორედ ძალის მოქმედების შედეგად იწყებს უძრავი სხეული მოძრაობას, მცირდება ან იზრდება მისი სიჩქარე, იცვლება სხეულის მოძრაობის მიმართულება
{{ფიზიკა}}
|