აიეტი (მითოლოგია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
წავშალე "ციტირება" რომელიც თავიდან ბოლომდე აყალბებდა ყველასთვის ცნობილ ისტორიულ ფაქტს. კოლხეთის სამეფოს არსებობის პერიოდში არ არსებობდა სამეფო სახელწოდებით საქართველო. კონკრეტულ ციტატაში კი ეწერა, რომ კოლხეთი ეყოფოდა საქართველოს. ასევე სხვა სუბიექტურ თეორიებს გადმოსცემს როგორც ისტორიულ რეალობას.
ხაზი 4:
სხვა ვერსიის მიხედვით, აიეტი ჰელიოსისა და [[ანტიოპე]]ს ვაჟია, [[ალოევსი]]ს ძმაა. როდესაც ჰელიოსმა ვაჟებს ქვეყანა გაუნაწილა, აიეტს წილად ხვდა [[კორინთო]], მაგრამ არ მოეწონა, სამფლობელოდ გადასცა ვინმე [[ბუნე ჰერმესის ძე]]ს, დაავალა შეენახა იგი მისი შთამომავლობისთვის, თვითონ კოლხეთში გადასახლდა, იქ დამკვიდრდა და მისი სახელოვანი მეფე გახდა.
 
{{ციტირება||}}
{{ციტირება|III. — ვერაფერს ვიტყვით აზიაში ეგვიპტის მეფის, სეზოსტრისის ლაშქრობაზე, რომელსაც, ბერძენ ისტორიკოსთა მიხედვით, [[ძველი კოლხეთი|კოლხეთში]] მრავალი ეგვიპტელი უნდა დაეტოვებინა. ვიცით მხოლოდ, რომ სეზოსტრისმა აზია გაიარა და კავკასიაში შევიდა, მაგრამ გაურკვეველია მისი ლაშქრობის მიზანი და მიმდინარეობა. საუკუნეებმა, რომლებიც ამ ფარაონს გვაშორებს, ყველა ისტორიული ძეგლი აღგავა პირისაგან მიწისა. უდავო და უეჭველია მხოლოდ ის, რომ კოლხეთის მოსახლეობა ქართული წარმოშობისა იყო, ისევე როგორც დღევანდელი სამეგრელოსი.
 
კოლხეთი ხშირად ეყოფოდა საქართველოს სამეფოს. მას საკუთარი მეფეებიც ჰყავდა, მაგალითად, ჰეტიუსი, რომელიც არგონავტთა ლაშქრობამდე მეფობდა აქ, და მისი ძე რეტა I, ვინც არგონავტები მიიღო ([[ძვ. წ. 1292|1292 ძვ. წ.]]).
 
არგონავტთა ლაშქრობას, რომლის შესახებ გადმოცემებმა საგრძნობლად იცვალა სახე, თავისი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან მას სავაჭრო-პოლიტიკური მიზნები განსაზღვრავდა: საქმე ეხებოდა ფინიკიელთა გაძევებას პონტოს ევქსინოსიდან.
 
ფინიკიელები არ ეპუებოდნენ შავი ზღვის გრიგალებს, თავიანთი გალერებით მცირე აზიის ჩრდილო სანაპიროებს მისდევდნენ და გზადაგზა ქვეყნის მნიშვნელოვან სიმდიდრეს ხელთ იგდებდნენ, ისინი კოლხეთის სანაპიროებისკენ მიეშურებოდნენ, სადაც იზიდავდა ამ ქვეყნის განძი, რომელში სახელგანთქმული ოქროს საწმისი იგულისხმებოდა. კოლხეთში თავიანთ ხომალდებს ტვირთავდნენ ძვირფასი ლითონებით, რომლებსაც კოლხები უხსოვარი დროიდან ამუშავებდნენ. ზღვით ამგვარი გაბედული მოგზაურობის შედეგად ფინიკიელებს თავიანთ ქვეყანაში გაჰქონდათ თინუსი, სარდიონი, პორფირი, ამბრი, ოქრო, ვერცხლი, ტყვია და კალა ბრინჯაოს ნაკეთობებისათვის.
 
კოლხეთის ბუნებრივ სიმდიდრეებზე ფინიკიელთა მონათხრობი მეტოქეობას აღუძრავდა ბერძნებს, რომლებმაც საზღაო ფლოტის შექმნისთანავე მოინდომეს, თავად დაპატრონებოდნენ ამ სიმდიდრეებს.|[http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/101625/ მიხეილ თამარაშვილის "ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე"], გვერდი 85, 86.}}
 
აიეტი იყო ძლიერი და მკაცრი მეფე მან კოლხეთი იმ დროის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია. მანვე ჩამოაყალიბა კოლხეთის პირველი მუდმივი არმია, ფლოტი, და მეეტლეთა გვარდიები. ერთ-ერთი ძველეგვიპტური გადმოცემით ძვ.წ. 1350–1240 წლებში კოლხეთი ეგვიპტის სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე იყო ახლო აღმოსავლეთში. აიეტი აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა მეზობლებთან, მან კოლხეთს შეუერთა აღჱმოსავლეთით სასპერები, დასავლეთით ტრაპიზონი და ჩრდილოეთით მეოტების მიწა-წყალი, კოლხეთის დამოკიდებულებაში შევიდა აგრეთვე ხური-მითანის ძლიერი იმპერიაც. ძვ.წ. 1290–1240 წლებში ეგვიპტის ფარაონები და კოლხეთის მეფეები ხშირად ერთად აწყობდნენ დამპყრობლურ დამარბიელ ლაშქრობებს ახლო აღმოსავლეთში.