გია ყანჩელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎შერეკილები: პუნქტუაცია
ხაზი 46:
 
=== შერეკილები ===
1974 წელს ელდარ შენგელაიამ გადაიღო ფილმი "[[შერეკილები]]", რომლის მუსიკაც ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული. აი რას იხსენებს [[მომღერალი]] [[ნანი ბრეგვაძე]] ფილმის მუსიკის შესახებ: ''გია ყანჩელის მუსიკას კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებს. კომპოზიტორი თითქმის არასდროს იყენებს ფოლკლორს. ამ თვალსაზრისით, ელდარ შენგელაიას გარკვეული პრობლემა შეექმნა “შერეკილებზე”„შერეკილებზე“ მუშაობისას. მთელი ეს ფილმი ხომ ფოლკლორული მოტივებისგან უნდა აწყობილიყო. ბოლოს გადაწყდა, ფილმის მუსიკა გია ყანჩელთან ერთად [[ჯანსუღ კახიძე]]ს დაეწერა – ექსპერიმენტმა გაამართლა. მუსიკალური სიჭრელე ძალიან მოუხდა ამ ფილმ-ზღაპარს, მაყურებლის ხსოვნაში კი დარჩა გია ყანჩელის ვალსი, რომელიც, მართლაც რომ, ფრენის განწყობილებას უქმნიდა მაყურებელს.
ვალსი მთელი ამ მხიარული და, ამავე დროს, ძალიან სევდიანი ზღაპრის კამერტონია. გია ყანჩელის მუსიკალური მოტივი არ არის “ფოლკლორული„ფოლკლორული თემა”თემა“, მაგრამ თითქოს მიისწრაფვის ფოლკლორისკენ, ე.ი. ბუნებისკენ, რომელიც ფინალში, ერთაოზის სიმღერაშია ჩაქსოვილი ([[ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა]]). მუსიკალური დრამატურგიის ასეთი განვითარება, ერთი მხრივ, “შერეკილების”„შერეკილების“ იდეას გამოხატავს, – ადამიანს შეუძლია გადალახოს ყოფის შეზღუდულობა, მონობის მარწუხები, - მეორე მხრივ კი, გია ყანჩელის შემოქმედების თავისებურებას – კათარზისს, რომელიც განუწყვეტლივ იქმნება კომპოზიტორის საუკეთესო ნაწარმოებებში, მათ შორის - კინომუსიკაში.''<ref>radiotavisupleba.ge</ref>
 
== ფილმოგრაფია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გია_ყანჩელი“-დან