საქაროზა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 79:
'''საქაროზა''', ''ჭარხლის'' ან ''ლერწმის შაქარი'' — [[ორგანული ნივთიერება]] და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი [[დისაქარიდი]] ქიმიური ფორმულით C<sub>12</sub>H<sub>22</sub>O<sub>11</sub>. უფერული, [[წყალი|წყალში]] კარგად ხსნადი კრისტალებია. შეიცავს ყველა მწვანე [[მცენარე]]. t<sub>დნ</sub> — 185—186°C. მჟავას ან ფერმენტ საქაროზას მოქმედებით იშლება [[გლუკოზა]]დ და [[ფრუქტოზად]]. საქაროზა ადვილად შესათვისებელი და უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო [[ნახშირწყალი]]ა [[მცენარე]]ებში; ფოტოსინთეზის პროცესში წარმოქმნილი [[ნახშირწყლები]] ფოთლებიდან თესლში, ფესვებში, ტუბერებსა და ძირხვენებში გადადის საქაროზას სახით, სადაც ადვილად იქცევა [[სახამებელი|სახამებლად]] და [[ინულინი|ინულინად]].
 
შაქრის ლერწმისაგან საქაროზას მიღების წესებს იცნობდნენ [[ინდოეთი|ინდოეთში]], [[ჩინეთი|ჩინეთში]], [[ეგვიპტე]]ში. ამჟამად ზოგიერთ ქვეყანაში საქაროზას [[შაქრის ჭარხალი|შაქრის ჭარხლისაგან]] იღებენ. მას ფართოდ იყენებენ კვებისა და მიკრობიოლოგიურ მრეწველობაში. საქაროზას დუღილის შედეგად მიიღება [[ეთანოლი|ეთილის სპირტი]], [[აცეტონი]], [[ძმარმჟავა]], [[რძემჟავა]] და სხვა. საქაროზას [[შაქარი|შაქარსშაქარსაც]] უწოდებენ.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საქაროზა“-დან