ავესტური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ავესტური ენა''' — ძველი ირანული ენის დიალექტი, რომელიც შემონახულია [[ზოროასტრიზმი]]ს საღვთო ტექსტების კრებულში — [[ავესტა]]ში.
 
ავესტური ენა მნიშვნელოვნად განსხვავდება ე. წ. აქემენიდების ლურსმული წარწერების ენისაგან, რომელიც ძველი ირანულის მეორე დიალიექტიადიალექტია და ძველ სპარსული ეწოდება. ძეგლის მიხედვით გამოიყოფა ორი დიალექტურ-ქრონოლოგიური ფენა: ადრეული ავესტური რომელსაც საფუძვლად უდევს [[ძვ. წ. VII საუკუნე|ძვ. წ. VII]]-[[ძვ. წ. VI საუკუნე|VI]] საუკუნეების ირანულის ერთ-ერთი დიალექტი. ამ დიალექტზე შესრულებულია სალექსო საზომით დაწერილი 17 გათა (საგალობელი), რომელთაც [[ზარათუშტრა]]ს მიაწერენ. ამ ფენას სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში გათურსაც უწოდებენ. გვიანი ავესტურია სასანიანების ხანაში [[ფანაური ანაბნი]]თ ჩაწერილი ტექსტი , რომელსაც თან ახლავს ფალაური თარგმანი და კომენტარები. დედანს საშ. სპარსულად ეწოდა apastak („ფუძე“ ან ძირიტადი ტექსტი; ახ. სპარსულით avista), ხოლო დანარჩენს zend (ცოდნა, განმარტება). ავესტის ამ დიალექტურ-ქრონოლოგიურ ფენას მოგვიანებით ევროპილებმა უმართებულოდ უწოდეს [[ზენდური ენა]]. ავესტურ ენაზე ავესტის გარდა არაფერი შემორჩენილა. ვარაუდობენ რომ ძეგლის შექმნის ეპოქაშივე იგი უკვე [[მკვდარი ენა]] იყო. როგორც საღვთისმსახურო ენა, იგი დღემდე შემოინახეს ინდოეთში მცხოვრებმა ზოროასტრიზმის ფარსმა მიმდევრებმა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ავესტური_ენა“-დან