არქეოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 91.151.138.214 ცვლილებების გაუქმება (№3432177)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 18:
 
XX ს–ის I ნახევარში არქეოლოგია განვითარდა ცალკეული არქეოლოგიური ეპოქებისა და ქვეყნების მიხედვით. არქეოლოგიის მონაცემები წარმატებით გამოიყენება ისტორიული დასკვნებისათვის. შეიქმნა კაპიტალური განმაზოგადებელი ნაშრომები (ჟ. დეშელეტის, ლ. ნიდერლეს, გ. ჩაილდის, გ. კლარკის და სხვ.). თანამედროვე არქეოლოგია არქეოლოგიური ძეგლების გათხრების, ფიქსაციის, რესტავრაცია – კონსერვაციის, კლასიფიკაციის, დათარიღებისა და სხვა დროს წარმატებით იყენებს საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებათა მეთოდებს. ფართოდ გამოიყენება ფოტოგადაღება, გეოფიზიკური და ელექტრომაგნიტური მეთოდები, ნიადაგების ქიმიური ანალიზები და სხვა. ქიმიკოსები, მეტალურგები, კერამიკოსები და სხვა სპეციალისტები სისტემატურად მუშაობენ არქეოლოგებთან ერთად არქეოლოგიური მონაპოვრის კონსერვაციის, რესტავრაციისა და
ტექნოლოგიის შესწავლის დარგში – როგორც საველე პირობებში, ისე მუზეუმებში. არქეოლოგიური ძეგლების დასათარიღებლად გამოიყენება პალეოკლიმატოლოგიის, პალეობოტანიკის, პალეოზოოლოგიის მეცნიერებათა მიღწევები. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ასტრონომიულ დენდროქრონოლოგიურ მეთოდებს, განსაკუთრებით კი ე. წ. რადიოკარბონულ მეთოდს, რომელიც საშუალებას იძლევა დიდი სიზუსტით დათარიღდეს ორგანული ნაშთები ([[ნახშირი]], [[ძვალი]]). მასობრივი არქეოლოგიური მასალის შესწავლისას ხშირად გამოიყენება სტატისტიკურ – კომბინატორული მეთოდები. დიდი მნიშვნელობა აქვს არქეოლოგიურ [[კარტოგრაფია]]ს. არქეოლოგიური ძეგლები ერთადერთი წყაროაადამიანთა საზოგადოების განვითარების ისტორიის უძველესი ნაწილის შესასწავლად.
 
==არქეოლოგია საქართველოში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არქეოლოგია“-დან