დავით IV აღმაშენებელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Sparezani999-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Georgien888-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 34:
დავითმა თავისი ოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში შეძლო საბოლოოდ დაესრულებინა ფეოდალური საქართველოს გაერთიანების პროცესი, სელჩუკი დამპყრობლები ქვეყნიდან განედევნა, საქართველო რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ ექცია და მემკვიდრეებისათვის გადაებარებინა ქვეყანა, რომელიც გადაჭიმული იყო „''ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე''“. პიროვნული ღირსებებისა და ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, [[საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია|ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ]] დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ [[26 იანვარი]] (ახ. სტ. 8 თებ.) დააწესა.{{sfn-2|ქართველ წმიდათა ცხოვრებანი|2009|გვ=43}}
 
== რიგითობა და ზედწოდებაზედწოდებ ==
ზოგიერთ ავტორთან ([[თედო ჟორდანია]], [[ივანე ჯავახიშვილი]], ე. პახომოვი და სხვ.) აღმაშენებელი დავით II-დაა მოხსენიებული. ეს რამდენადმე პირობითია. საერთოდ, ერთიანი საქართველოს მეფე დავითებს შორის, აღმაშენებელი დავით I-ია. როცა ზოგი ისტორიკოსი მას დავით II-დ მოიხსენიებს, ამ შემთხვევაში ათვლა დავით კურაპალატიდან იწყება ე. ი. [[დავით III|დავით კურაპალატი]] (978-1001 წწ.) დავით I-ა და შესაბამისად, დავით აღმაშენებელი — დავით II.{{sfn-2|როინ მეტრეველი — წმინდა დავით აღმაშენებელი|2011|გვ=9}}