შაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით |
მ 91.151.136.226-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია იარლიყი: სწრაფი გაუქმება |
||
ხაზი 1:
'''აბას I-ის ლაშქრობანი საქართველოში''' — ირან-ოსმალეთს შორის [[1590]] დადებული [[ზავი]]თ [[ამიერკავკასია]]ში ოსმალები გაბატონდნენ. [[1603]] წელს [[აბას I_(ირანი)|აბას I]]-მა დაარღვია ზავი და ომი გამოუცხადა [[ოსმალეთი|ოსმალეთს]]. მისი მიზანი იყო აღმოსავლეთ ამიერკავკასიიდან ოსმალების განდევნა, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ქართლ-კახეთის დაპყრობა; განსაკუთრებით ისწრაფოდა ხელთ ეგდო კახეთის სამეფო, რომელიც XVI საუკუნის ბოლოდან რუსეთის
[[1608]] წლის ზაფხულში აბას I ქართლში შემოვიდა. ქართლი და კახეთი ირანის ვასალები გახდნენ. 1612 წელს ირან-ოსმალეთის ზავით აღმოსავლეთი ამიერკავკასია ირანის სამფლობელოდ გამოცხადდა. აბას I-ს არ აკმაყოფილებდა ქართლ-კახეთის
თეიმურაზმა აბას I-ს მძევლებად გაუგზავნა დედა - [[ქეთევან დედოფალი]] და
1615 წელს კახეთში [[კახეთის აჯანყება 1615|აჯანყებამ]] იფეთქა. 1616 წელს აბას I-მა კვლავ გამოილაშქრა საქართველოზე. მას გადაწყვეტილი ჰქონდა მთლიანად მოესპო კახეთის მოსახლეობა - მამაკაცები გაეწყვიტა. ქალები და ბავშვები ტყვედ წაეყვანა და კახეთში თურქმანული ტომები ჩამოესახლებინა. შირვანის ბეგლარბეგი იუსუფ-ხანი აღმოსავლეთიდან შეიჭრა კახეთში ქ. [[ბაზარი (ქალაქი)|ზაგემსა]] და მის მიმდგომ მხარეებს შეუტია. შაჰი კი ჯერ ქართლში შევიდა, თბილისში დადგა, ქართლის მმართველად ბაგრატ-ხანი ([[ბაგრატ VII]]) დანიშნა, შემდეგ კახეთში გადავიდა და ჯარი სხვადასხვა მხარეს შეუსია. თეიმურაზ I-ს არც ოსმალეთი დაეხმარა, არც ქართლის ფეოდალები მიეშველნენ და იგი იძულებული გახდა კვლავ იმერეთში გადახვეწილიყო. კახეთის მოსახლეობა უდიდეს გასაჭირში ჩავარდა. ნაწილი [[ალაზანი|ალაზანს]] გაღმა გავიდამ იქ მიწაყრილები ააგო, წყლით სავსე თხრილები შემოავლო და თავდასაცავად მოემზადა. დიდი მსხვერპლის ფასად აბას I-მა ადიდებული ალაზანი გადალახა და 20 დღის განმავლობაში უტევდა კახელების სიმაგრეებს. უთანასწორო ბრძოლაში კახელები დამარცხდნენ. მხარე ნანგრევებად იქცა; მამაკაცთა უმრავლესობა მტერს შეაკვდა, ქალები და ბავშვები კი ტყვედ წაიყვანეს. მოკლულთა რიცხვი დაახლოებით 70 ათ. აღწევდა, ტყვედ წაყვანილთა კი 170 ათ. აჭარბებდა. შაჰმა კახეთში გარნიზონები დატოვა და თბილისზე გავლით ირანისაკენ გაემართა (1616 წლის ზაფხული). კახელებს ბრძოლა არ შეუწყვეტიათ.
|