სალამინის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

(→‎top: clean up, replaced: რომანტიულ → რომანტიკულ using AWB)
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება რედაქტირება ანდროიდის აპლიკაციით
ათენში შეჭრილ [[ქსერქსე I]]-ს სარდალ [[თემისტოკლე]]ს აზრით ბერძნები ვერ გაუმკლავდებოდნენ. უმჯობესი იყო ბრძოლის გამართვა არა ხმელეთზე, არამედ ზღვაზე.
 
[[ათენი]]ს მოსახლეობამ ყურად იღო სარდლის რჩევა და ქალაქი დატოვა. ქალები, ბავშვები და მოხუცები უხიფათო ადგილას გაიხიზნენ. ბრძოლისუნარიანმა მამაკაცებმა ხომალდებით მიაშურეს კუნძულ სალამინს. იქ, თემისტოკლეს ჩანაფიქრით, სპარელებთან გადამწყვეტი ბრძოლა უნდა მომხდარიყო. დამპყრობლებმა დაცარიელებული ათენი [[ძვ. წ. 480]] წელსწლს გაძარცვეს, დაანგრიეს და გადაწვეს. თემისტოკლეს სურდა მტერი სალამინის ვიწრო სრუტეში შეეტყუებინა. გამჭრიახმა მხედარმთავარმა ასეთ ჭკვიანურ ხერხს მიმართა: ქსერქსესთან გაგზავნა თავისი უერთგულესი პირი. მან სპარსელთა მეფეს აცნობა, რომ ვითომ ბერძნები სალამინიდან გაქცევას აპირებდნენ. თემისტოკლეს წარგზავნილმა ქსერქსეს ურჩია შეტევა დაუყოვნებლივ დაეწყო. თუ ბერძნები კუნძულს დატოვებდნენ, მაშინ ქსერქსეს სხვადასხვა მხარეს გაფანტული მოწინააღმდეგის დევნა მოუწევდა და ომი დიდხანს გაგრძელდებოდა. ქსერქსეს არც კი უფიქრია, რომ ატყუებდნენ. მან მეორე დღესვე თავისი ფლოტი სალამინის სრუტეში შეიყვანა. სპარსელების დიდმა და მაღალმა ხომალდებმა ვიწრო სრუტე თითქმის გაავსეს. ელინთა პატარა და დაბალი ხომალდები [[ტრიერები]] კი სწრაფად და თავისუფლად დაცურავდნენ. ისინი მახვილი ცხვირით ეჯახებოდნენ სპარსელთა ხომალდებს და ლეწავდნენ.
 
დამარცხებილი ქსერქსე თავისი რაზმის მეომრებთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა.
ანონიმური მომხმარებელი