საჩხერის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
მუნიციპალიტეტში გამოხატულია ლანდშაფტების შემდეგი სიმაღლებრივი ზონა: 1. გორაბ-ბორცვიანი მთისწინეთის ტყის ყომრალ და ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე განვითარებულია მუხისა და მუხნარ-ჯაგრცხილის ტყეები. 2. დაბალმთიანეთის ტყის ყომრალ ნიადაგებზე ჩამოყალიბებული შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები (მარადმწვანე ქვეტყით). 3. დაბალმთიანეთის სუსტად დანაწევრებული სტრუქტურული პლატო, ტყის ყომრალი და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებითა და ფართოფოთლოვანი ტყეებით. 4. ძლიერ დანაწევრებული საშუალო მთიანეთის ტყის ყომრალ ნიადაგებზე განვითარებული წიფლნარ-რცხილნარი 5. მთა-ტყის ყომრალ და გაეწერებულ ყომრალ ნიადაგებზე ჩამოყალიბებული წიფლნარი 6. სუბალპური მეჩხერი და ტანბრეცილი ტყეები ტყემდელოს ნიადაგებზე. 7. სუბალპური მთა-მდელო, ტორფიან-კორდიანი ნიადაგებით, ბუჩქნარებითა და მაღალბალახეულობით. 8 ალპური მთა-მდელოს კორდიან-ტორფიან და პრიმიტიულ ნიადაგებზე განვითარებული აპლური მდელოები და ბუჩქნარები.
 
===ფლორა და ფაუნა===
მუნიციპალიტეტში კარგადაა გამოხატული მცენარეულობის სიმაღლებრივი ზონალურობა. მთისწინეთსა და კორბოულის ზეგანზე 500-700 მ.-მდე გავცელებულია მუხნარი და მუხნარ-ჯაგრცხილნარი. ტყეს ძირითადად [[წიფელი]] ქმნის. ამას გარდა გვხვდება [[ქართული მუხა]], [[რცხილა]], [[ჯაგრცხილა]], [[იფანი]], [[ნეკერჩხალი]], [[თელა]] და სხვა. ტყეში არის კუნელი, ზღმარტლი, იელი, თრიმლი და სხვა. დაბალმთაინ ზონაში, 800-1000 მ-მდე, გავრცელებულია შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები. აქ იზრდება კოლხეთის მეზოფილური ტყის დამახასიათებელი ელემენტები: მუხა, რცხილა, წიფელი, წაბლი, მურყანი. ქვეტყეს მეტწილად ქმნიან შქერი, წყავი, ბაძგი და სხვა. მთის ტყის შუა სარტყელი უკავია წიფლნარ-რცხილნარს. ტყეში ხარობს აგრეთვე ცაცხვი, თელა, ნეკერჩხალი და სხვა. ქვეტყეშია შქერი, წყავი, ბაძგი, მაღალი მოცვი, თხილი, იმერული ხეჭრელი და სხვა. რაჭის ქედის კალთაზე 1400-1500 მ.-ის ზემოთ არის მხოლოდ წიფლნარი. ქედის თხემურ ზოლში გავრცელებულია სუბალპური ტყე-მდელოს მცენარეულობა: სუბალპური პარკული და ტანბრეცილი ტყეები და სუბალპური ბუჩქნარი და მაღალბალახეული საფარი, პარკულ ტყეებში გაბატონებულია ნეკერჩხალი, ტანბრეცილ ტყეებში — არყი, ცირცელი და წიფელი. სუბალპურ ბუჩქნარებში გვხვდება დეკა, ღვია, მოცვი, მაღალბალახეულ საფარში — დიყი, დუცი, შროშანი, დეზურა და სხვა. სუბალპური სარტყლის ზედა ზოლი უკავია დამკორდებელ მარცვლოვან მდელოებს. ალპური მდელოს მცენარეულობა მხოლოდ დაღვერულის მთის კალთებზეა. აქ მდელოს ქმნის ბურბუშელა, ქარცხვი, მარმუჭი, კვლიავი, ბაია, ნაღველა, ქვატეხია, ძიგვა და სხვა.
 
გავრცელებულია მთა-ტყისა და მთა-მდეოს ზონების ცხოველები. ტყის ბინადარი ჩლიქოსნებიდან გვხვდება [[შველი]]; მტაცებლებიდან — [[დათვი]], [[ტურა]], [[მგელი]], [[მელა]], [[ფოცხვერი]]; კვერნების ოჯახიდან — [[მაჩვი]], [[ტყის კვერნა]], [[თეთრყელა კვერნა]] და სხვა. მღრღნელებიდან გვარცელებულია ტყის თაგვი, ვირთაგვა და სხვა; კურდღლისებრთაგან — [[კურდღელი]]; მწერიჭამიებიდან — [[თხუნელა]], [[ზღარბი]] და სხვა.
 
ბევრია ფრინველი: [[კოდალა]], [[ქორი]], [[მიმინო]], [[ყორანი]], [[ყვავი]], [[ჩიტბატონა]], [[შოშია]], [[შაშვი]], [[გუგული]], [[ჩხიკვი]] და სხვა. ქვეწარმავლებიდან არის მწვანე ხვლიკი, ზოლებიანი ხვლიკი, გველხოკერა, ჩვეულებრივი ანკარა, გველგესლა და სხვა. მდინარეებში იცის [[კალმახი]], [[წვერა]], [[ქაშაპი]], [[გველთევზა]], ღორჯო]] და სხვა. ტყისა და აპლურ ზონებში ბინადრობს [[არჩვი]], დათვი, მგელი, მელა, თაგვი, მემინდვრია, [[როჭო]], [[შურთხი]], მთის ტოროლა, მთის არწივი და სხვა.
 
ტყეების საერთო ფართობი შეადგენს 65 000 ჰექტარს.