საჩხერის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 31:
*[[პემზა]] - [[კორბოული]]
*[[მარმარილო]] - [[დუნთა]]
 
===ჰავა===
მუნიციპალიტეტი ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის ოლქის აღმოსავლეთ პერიფერიაზე მდებარეობს. დაბალ ნაწილში საშუალო წლიური ტემპერატურა 10-დან 11,7°C-მდეა (საჩხერე 11,7°C, კორბოული 10°C). იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,4-0,3°C, ივლისისა — 20-22,5°C. აბსოლუტური მინიმუმი -28, -31°C, აბსოლუტური მაქსიმუმი 37-დან 41°C-მდე.
 
მთებში ტემპერატურა სიმაღლის ზრდასთან ერთად კლებულობს. ნალექები 900-1480 მმ წელიწადში (საჩხერე 900 მმ, კორბოული — 1480 მმ.) ატმოსფერული ნალექების მაქსიმუმი ზამთარში და შემოდგომაზეა. საშუალო მთიან ზონაში ნალექების რაოდენობა 1500-1700 მმ-მდეა. აქ ნალექების მაქსიმუმი ზამთარშია, მინიმუმი — ზაფხულში. თოვლის მდგრადი საბურველის ხანგრძლივობა 30-დან 100 დღემდეა.
 
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება შემდეგი მდინარეები: [[ყვირილა]], [[ძირულა]], [[დუმალა]], [[ჯრუჭულა (მდინარე)|ჯრუჭულა]], [[ჩიხურა]], [[ლაშურა]], [[ფრონე]]. ტყეების საერთო ფართობი შეადგენს 65 000 ჰექტარს.