საჩხერის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
==გეოგრაფია==
 
მდებარეობს მდინარეების [[ყვირილა|ყვირილის]] და [[ძირულა|ძირულის]] ზემო და შუა დინებების აუზში. მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებია: ჩრდილოეთით - [[ონის მუნიციპალიტეტი|ონის]], აღმოსავლეთით – [[ჯავის მუნიციპალიტეტი|ჯავისა]] და [[ქარელის მუნიციპალიტეტი|ქარელის]], სამხრეთით – [[ხაშურის მუნიციპალიტეტი|ხაშურისა]] და [[ხარაგაულის მუნიციპალიტეტი|ხარაგაულის]], დასავლეთით – [[ჭიათურის მუნიციპალიტეტი|ჭიათურის]].
 
რელიეფი საშუალო და დაბალმთიანია, მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი ნაწილი განლაგებულია [[რაჭის ქედი]]ს სამხრეთ კალთაზე, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი კი - იმერეთის მაღლობზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება შემდეგი მდინარეები: [[ყვირილა]], [[ძირულა (მდინარე)|ძირულა]], [[დუმალა]], [[ჯრუჭულა (მდინარე)|ჯრუჭულა]], [[ჩიხურა]], [[ლაშურა]], [[ფრონე]]. ტყეების საერთო ფართობი შეადგენს 65 000 ჰექტარს.
 
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წიაღისეულის საბადოებია:
 
==ისტორია==
 
რაიონის ტერიტორიაზე ცივილიზებული ადამიანის ნაკვალევი დადასტურებულია უხსოვარი დროიდან. პირველი არქეოლოგიური მონაპოვარი დაკავშირებულია [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]] ძმის – დავითის სახელთან. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას არქეოლოგიურად სწავლობდნენ მეცნიერები [[ექვთიმე თაყაიშვილი]], [[ბორის კუფტინი]], [[ოთარ ჯაფარიძე]], [[ჯურხა ნადირაძე]]. დადასტურებულია ცივილიზაციის უწყვეტი განვითარება [[ბრინჯაოს ხანა|ადრეული ბრინჯაოს ხანიდან]] დღემდე.
 
 
==ადგილობრივი თვითმმართველობა ==
 
მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოა საკრებულო. მუნიციპალიტეტი იყოფა 13 ადმინიტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად:
 
 
==ეკონომიკა==
 
ეკონომიკის დარგებიდან ძირითადია [[სოფლის მეურნეობა]], მოსახლეობა მისდევს [[მევენახეობა]]ს, [[მესაქონლეობა]]ს, მარცვლეულისა და ბოსტნეული კულტურების ([[სიმინდი]], [[ლობიო]]) წარმოებას. რამდენიმე სოფელში აქტიურად მოიპოვებენ კვარიციანი ქვიშას.<ref>[http://www.greenalt.org/map/text/sachkhere_silis_karierebi/sachkhere_silis_karierebi.htm ა/ო მწვანე ალტერნატივა]</ref> გზების საერთო სიგრძე 173 კილომეტრია, მათ შორის ასფალტირებულია 50 კილომეტრი. გადის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა [[ზესტაფონი]]-[[გომი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|გომი]], ასევე რკინიზგის მონაკვეთი [[ზესტაფონი]]-[[საჩხერე]]. მოსახლეობის წყალმომარაგება ხორციელდება წყაროებითა და ჭებით.
 
==ისტორიული ძეგლები==
{{მთავარი|საჩხერის არქეოლოგიური ძეგლები}}
 
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 127 ისტორიული ძეგლია, რომელთაგან 27 ეროვნული, 100 კი ადგილობრივი მნიშვნელობისაა.
 
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
<references />
 
{{იმერეთი}}