თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(1500187 ცვლილების გაუქმება Cosmeticer-ის მიერ (განხილვა))
 
'''თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო''' [[საქართველო]]ში, ქართველ თავად-აზნაურთა პირველი წოდებრივი ორგანიზაცია. შეიქმნა [[1803]] წელს საქართველოს მთავარმართებლის [[პავლე ციციანოვი|პ. ციციანოვის]] ხელმძღვანელობით. დებულებაში განმარტებული იყო ამ ორგანიზაციის დაარსების მიზანი, საარჩევნო ცენზი და არჩევნების ჩატარების წესი. თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს არჩევნები ტარდებოდა 3 წელიწადში ერთხელ. ირჩევდნენ როგორც "საქართველოს„საქართველოს გუბერნიის"გუბერნიის“ (ქართლ-კახეთის) [[თავად-აზნაურთა წინამძღოლი (მარშალი)|თავად-აზნაურთა წინამძღოლს — მარშალს]], ისე ცალკეული მაზრების თავად-აზნაურთა წინამძღოლებს (მარშლებს). [[მაზრა|მაზრებისა]] და [[გუბერნია|გუბერნიის]] მარშლებს უფლება ჰქონდათ თავადაზნაურობის საჭიროებისათვის ეშუამდგომლათ საქართველოს უმაღლეს მთავრობაში ან რუსეთის მთავრობის უმაღლეს ორგანოებში. თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო მოწყობილი იყო რუსეთის შიდა გუბერნიების თავადაზნაურული ორგანიზაციების მსგავსად. ცარიზმის სოციალურ-პოლიტიკური და საადგილმამულო გეგმები ზოგჯერ ქართველ თავად-აზნაურების ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ ცარიზმი ანგარიშს უწევდა ქართველ თავადაზნაურთა მხოლოდ იმ მოთხოვნებს, რომლებიც რუსეთის პოლიტიკას შეესაბამებოდა. თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს ძირითადი საქმიანობდასაქმიანობა საქართველოში საგუბერნიო და სამაზრო მარშლების არჩევით და თავად-აზნაურების წოდებრივი დოკუმენტების განხილვით იფარგლებოდა. თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს დაარსებით ცარიზმს სურდა ქართველი [[თავადაზნაურობა]] ერთიან, კონსოლიდირებულ წოდებად ჩამოეყალიბებინა, სოციალურ-პოლიტიკურად რუს მემამულიმემამულე"პომეშჩიკებთან"„პომეშჩიკებთან“ გაეთანაბრებინა და თავის სოციალურ და პოლიტიკურ დასაყრდენად ექცია. დასავლეთ საქართველოში თავადაზნაურთა ასეთი ორგანიზაცია შეიქმნა [[1851]] წელს, [[ქუთაისი|ქუთაისში]].
 
==ლიტერატურა==
*'' გოგოლაძე დ.,'' საქართველოს სოციალურ-ეკონომიური განვითარება გვიანფეოდალურ ხანაში (საადგილმამულო ურთიერთობა). 1800-1864 წწ., თბ., 1971;
*''კიკვიძე ა.,'' საქართველოს ისტორია (XIX ს.), თბ., 1954;
{{ქსე|4|561|გოგოლაძე დ.}}
*''გოგოლაძე დ.,'' ქსე, ტ. 4, გვ. 561, თბ., 1979
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]