გორაბერეჟოული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 71:
 
==ღირსშესანიშნაობები==
{{მთავარი|გორაბერეჟოულის ბაღი|გორაბერეჟოულის სასახლე}}
სოფელში შემორჩენილია XVII საუკუნის მიწურულის ციხე-გალავანი. გალავანი რიყის ქვითაა ნაგები, კედლების სიმაღლე 4 მეტრია, ჯამური სიგრძე 25 მეტრი. კედლებში დატანილია სათოფურები გალავანში შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდან იყო მოწყობილი. გალავნის ალაყაფთან, მარჯვნივ, მოწყობილი იყო მარანი. გალავნის შიგნით, ეზოს ბოლოში დგას ერისთავების სახლი, რომელიც XIX საუკუნით თარიღდება. სახლის საძირკვლები თლილი ქვით არის გამოყვანილი, ხოლო კედლები ნაშენია რიყის ქვით. სასტუმრო ოთახში ბუხარია ამოშენებული. მეორე სართულის ფასადზე მიდგმულ ვრცელ ხის აივანს გვიანდელ შეკეთებათა გამო მხატვრული ღირებულება აღარ გააჩნია. იგივე მდგომარეობაშია სახლზე უკანა მხარეს მიდგმული მომცრო აივანიც. სახლი კარგ მდგომარეობაშია შემონახული. სახლის ირგვლივ ერთი ჰექტარის ფართობზე გაშენებულია დენდროლოგიური პარკი, სადაც წარმოდგენილია იშვიათი ჯიშის მცენარეები: ფანქრის ხე, კანფეტის ხე, [[გიგანტური სეკვოია]], იაპონური მარწყვის ხე, გინკო და სხვ.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გორაბერეჟოული“-დან