აღჯაბადის რაიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მუშავდება|მომხმარებელი:Sunlight35|27 სექტემბერი, 2019 წ}}'''აღჯაბადის...
(განსხვავება არ არის)

16:35, 27 სექტემბერი 2019-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}აღჯაბადის რაიონი (აზერ. Ağcabədi rayonu) — ადმინისტრაციული ერთეული ცენტრალურ აზერბაიჯაში. ცენტრი — ქალაქი აღჯაბადი.

რაიონი ჩამოყალიბდა 1930 წლის 8 აგვისტოს. 1963 წლის 4 იანვარს ლიკვიდირებულ იქნა და შეუერთდა აღდამის რაიონს. 1965 წლის 6 იანვარს კვლავ აღდგა მისი სტატუსი.

რაიონში არის 1 ქალაქი და 45 სოფლის მუნიციპალიტეტი.

ეტიმოლოგია

რაიონის სახელწოდება გამომდინარეობს რაიონული ცენტრიდან, ქალაქ აღჯაბადიდან. ტოპონიმი აღჯაბადი გამომდინარეობს თურქული სიტყვებიდან „აღჯა“ (რუხი) და „ბად“ (ბორცვი)[1]. მოცემული ინფორმაცია მტკიცდება რელიეფითა და რაიონის ხედებით.

გეოგრაფია და ბუნება

ტერიტორია ესაზღვრება ჩრდილო-დასავლეთით ბარდას, ჩრდილო-აღმოსავლეთით ზარდაბს, აღმოსავლეთით ბეილაგანს, სამხრეთით კი ფიზულის, სამხრეთ-დასავლეთის ხოჯავენდს და დასავლეთის მხრიდან აღდამის რაიონებს.

აღჯაბადის რაიონი მდებარეობს მტკვარ-არაქსის და ყარაბაღის დაბლობებზე. რაიონის რელიეფი დაბალია, თანდათანობით იზრდება ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთით. აღჯაბადის რაიონის ტერიტორიაზე გავრცელებულია ნაცრისფერ-მდელოური, ნაცრისფერი, მდელოს-რუხი ნიადაგები[2]. ცენტრალურ ნაწილში გვხვდება მარილიანი ნიადაგები. საბჭოთა პერიოდში, რეგიონში მიმდინარეობდა მიწის აღდგენა და სანიაღვრე სამუშაოები[3]. გვხვდება სტეპური და ნახევრად უდაბნოს ტიპის მცენარეები. პეიზაჟები ძირითადად ნახევრად უდაბნოსია. რეგიონის ტერიტორიაზე მყოფი ცხოველებიდან ცხოვრობენ  მგლები, გარეული ღორი, მელა, კურდღლები და სხვები[4]. ფრინველთაგან - მტრედი, ხოხობი და სხვა. ტერიტორიაზე მდებარეობს აღ-გიოლის ეროვნული პარკი, რომელშიც 15 სახეობის ცხოველია, თევზის 20 სახეობაა და მცენარეების 40 სახეობა.

კლიმატი ზომიერია, მშრალი, სუბტროპიკული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 1.2 - 1.7 ° C, ივლისში - 25 ° C. საშუალო წლიური ნალექი 300-500 მმ[2]. რაიონში მარილის ტბებია.

მოსახლეობა

1976 წელს მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენდა 36,7 ადამიანს კმ²-ს[3], 2009 წელს კი ეს მაჩვენებელი 69 ადამიანი კილომეტრზე იყო.

2009 წლის მდგომარეობით, მოსახლეობის 62% სოფლებში ცხოვრობს[5].

სქოლიო

  1. AZƏRBAYCAN TOPONĠMLƏRĠNĠN ENSĠKLOPEDĠK LÜĞƏTĠ
  2. 2.0 2.1 Ağcabədi rayonu // Azərbaycan Milli Ensiklopediyası / M. K. Kərimov. — Bakı: Azərbaycan Milli Ensiklopediyası, 2009. — Т. I
  3. 3.0 3.1 Агҹабәди рајону // Азербайджанская советская энциклопедия: в 10 томах = Азәрбајҹан Совет Енсиклопедијасы (азерб.) / Ҹ. Гулијевин редаксијасы илә. — Б.: АСЕ-нын баш редаксијасы. — Т. 1. — С. 113—114.
  4. Ağcabədi rayonu // Azərbaycan Milli Ensiklopediyası / M. K. Kərimov. — Bakı: Azərbaycan Milli Ensiklopediyası, 2007. — Т. Azərbaycan. (азерб.)
  5. Общегосударственная перепись населения Азербайджана. 2009, Баку.