ელგუჯა ხინთიბიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 11:
ჟურნალ „ლიტერატურათმცოდნეობის“ რედაქტორი ([[1976]]-[[2004]]). საერთაშორისო ჟურნალ „[[გეორგიკა (კრებული)|გეორგიკის]]“ რედკოლეგიის წევრი (1978 წლიდან). საერთაშორისო ორენოვანი (ინგლისური, ქართული) ყოველწლიური ჟურნალის „ქართველოლოგის“<ref>[http://kartvelologi.tsu.ge/public/ge „ქართველოლოგი“]</ref> დამაარსებელი და რედაქტორი ([[1993]] წლიდან დღემდე). "ქართველოლოგიური სკოლის ცენტრისა" და "ქართველოლოგიური სკოლის ფონდის" დამაარსებელი და ხელმძღვანელი ([[1992]] წლიდან დღემდე). საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა-სემინარის დამაარსებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი ([[1995]] წლიდან დღემდე). ქართველოლოგიური საერთაშორისო სიმპოზიუმების ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. ბიზანტინისტთა და მედიევისტთა (SIEPM) საერთაშორისო კონგრესებისა და სიმპოზიუმების მონაწილე, კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. არის 200-ზე მეტი სამეცნიერო გამოკვლევისა და მონოგრაფიის ავტორი.
 
დაჯილდოებულია ღირსების საერთაშორისო ორდენით (IOM) მითითებით “ქართველოლოგიის სამსახურისათვის” ([[კემბრიჯი]], 1994); საქართველოს ღირსების ორდენით ([[თბილისი]], 2003); [[ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო პრემიით]] (თბილისი, 1984). არის ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო კონკურსში გამარჯვებული (თბილისი, 2016). მისი ბიოგრაფია შეტანილია ამერიკის ბიოგრაფების ინსტიტუტის გამოცემებში: მსოფლიოს ხუთი ათასი პიროვნება (Five Thousand Personalities of the World) (1994); მსოფლიოს ცნობილ ლიდერთა ცნობარი (The International Dictionary of Distinguished Leadership) (1994) და საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის (დიდი ბრიტანეთი) კრებულებში: ვინ ვინაა ინტელექტუალთა შორის (1995/96) (International Who's Who of Intellectuals); ღირსების საერთაშორისო ორდენი (The International Order of Merit) (1998); მეოცე საუკუნის გამოჩენილი მეცნიერები (Outstanding Scholars of the 20th Century) (2000); საერთაშორისო ბიოგრაფიათა ლექსიკონი (Dictionary of Intellectual Biography) (2010, 2013).
 
იკვლევს შუასაუკუნეების ქართულ ლიტერატურასა და ქართულ-ბიზანტიურ ლიტერატურულ ურთიერთობებს. ასევე მუშაობს [[რუსთველოლოგია|რუსთველოლოგიისა]] და [[წყაროთმცოდნეობა|წყაროთმცოდნეობის]] მიმართულებით.