აფშერონის რაიონი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Sunlight35 (განხილვა | წვლილი) ახალი გვერდი: {{მუშავდება|მომხმარებელი:Sunlight35|27 სექტემბერი, 2019 წ}}'''აფშერონის... |
Sunlight35 (განხილვა | წვლილი) No edit summary |
||
ხაზი 2:
== ეტიმოლოგია ==
რაიონის დასახელება მოდის ნახევარკუნძულის სახელწოდებიდაn, რაზეც რაიონის ნაწილი მდებარეობს. მეცნიერთა მოსაზრება სიტყვა „აფშერონის“ წარმოშობასთან დაკავშირებით ორად იყოფა. მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ სახელწოდება მომდინარეობს სპარსული სიტყვებიდან „აბ“ (წყალი) და „შორან“ (მარილიანი), „მარილიანი წყალი“. ეს ვერსია მტკიცდება იმით, რომ ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე ბევრი მარილიანი ტბაა. სხვა ვერსიით ნახევარკუნძულის სახელწოდება მომდინარეობს თურქული ტომის - [[აფშარიდების იმპერია|აფშარების]] - სახელწოდებიდან. არსებობს ცნებები, რომ [[პირალაჰი|პირალაჰის]] კუნძულიდან ცოტა მოშორებით იყო დასახლებული პუნქტი აფშარანი, რომლის გავლითაც გადიოდა საქარავნო გზა
== ისტორია ==
რაიონი დაარსდა [[1963]] წლის [[4 იანვარი|4 იანვარს]]<ref name=":0">Абшерон рајону // Азербайджанская советская энциклопедия: в 10 томах = Азәрбајҹан Совет Енсиклопедијасы (азерб.) / Ҹ. Гулијевин редаксијасы илә. — Б.: АСЕ-нын баш редаксијасы. — Т. 1. — С. 31.</ref>. იგი შეიქმნა იმისთვის, რომ [[ბაქო|ბაქოსა]] და [[სუმგაითი|სუმგაითის]] ქალაქების ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედი საწარმოების ფუნქციონირება უზრუნველყონ, რომლებიც მეურნეობებს, მეფრინველეობასა და აგრარულ ინდუსტრიებს ემსახურებიან, ასევე სამშენებლო და მიწის სარეკონსტრუქციო სფეროების ორგანიზების უზრუნველყოფა, სამეცნიერო ინსტიტუტებისა და ლაბორატორიების მაღალკვალიფიციური მენეჯმენტი; ასრულებდა ორი სამრეწველო ცენტრის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების ფუნქციას<ref>[http://www.azerbaijan.az/_Districts/_districts_r.html Информация по административно-территориальной единице]</ref>.
[[1990]] წელს [[ხიზის რაიონი]] გამოიყო აფშერონის რაიონიდან.
== გეოგრაფია და ბუნება ==
რაიონი ესაზღვრება ჩრდილოეთით ქალაქ სუმგაითს, ჩრდილო-დასავლეთით [[ხიზი|ხიზის]], დასავლეთით [[გობუსტანი (ქალაქი)|გობუსტანს]], სამხრეთ-დასავლეთით [[აჯიყაბულის რაიონი|აჯიყაბულის რაიონებთან]], ხოლო აღმოსავლეთით - ქალაქ [[ბაქო|ბაქოსთან]].
რაიონი მდებარეობს დიდი კავკასიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში: სამურ-დევეჩისა და გობუსტანის დაბლობები, აფშერონის ნახევარკუნძულის ნაწილი გადის რეგიონის ტერიტორიაზე. რელიეფში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მშრალი მიწები, ხეობები, ბორცვები და დაბლობები; შეინიშნება ტალახიანი ვულკანების დიდი რაოდენობა<ref>ვაშლთა და კულინარიის სახელმძღვანელო</ref>. ყველაზე მაღალი წერტილი არის ზეგერდაღის მთა (676 მეტრი ზღვის დონიდან). რაიონი ზღვის დონიდან 28 მეტრზე მდებარეობს. მის ტერიტორიაზე შეინიშნება საბადოები, ძირითადად, ცარცის, პალეოგენის, ნეოგენისა და ანთროპოგენის. აფშერონის რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს ჯეირანბათანის წყალსაცავი, რიგი მარილიანი ტბები. რეგიონში ნიადაგები რუხი – ყავისფერია, ნაცრისფერ – ყავისფერია, წაბლისფერი და მუქი წაბლისფერია<ref name=":0" />. აფშერონის რეგიონი ნახევრად უდაბნოა, მშრალი სტეპია. მცენარეული საფარი ძირითადად ნახევრად უდაბნო და მშრალი სტეპების ტიპისაა. რეგიონში ფაუნის წარმომადგენლებისგან ცხოვრობენ [[ენოტი|ენოტები]], საველე თაგვები, <nowiki/>[[მტრედისებრნი|მტრედები]], [[კაკაბი|კაკაბები]] და სხვები<ref name=":0" />; გადამფრენი ფრინველები არ ბინადრობენ ამ მხარეში.
დაბლობ ტერიტორიებზე კლიმატი ზომიერი და მშრალი სუბტროპიკულია, ამაღლებულ ადგილებზე ძირითადად ზომიერი. რეგიონის ჩრდილოეთით ქრის ჩრდილოეთ კასპიის ზღვის ცივი ქარი, რომელიც ზაფხულში ჰაერის ტემპერატურას უფრო აგრილებს, მაგრამ მნიშვნელოვნად აცივებს ზამთარში ტემპერატურას; რეგიონის სამხრეთით, თბილი სამხრეთის ქარი ქრის, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ტემპერატურას ზაფხულში, მაგრამ არბილებს ზამთარს რეგიონში. იანვრის საშუალო ტემპერატურა: მთებში - 4,5 ° С- მდე, დაბლობში - 2.5 ° С- მდე; ივლისში იწევს 19 ° C და 26 ° C. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 110-550 მმ<ref>Abşeron rayonu // Azərbaycan Milli Ensiklopediyası / M. K. Kərimov. — Bakı: Azərbaycan Milli Ensiklopediyası, 2007. — Т. Azərbaycan. (азерб.)</ref>. ტერიტორიის გავლით მიედინება მდინარეები სუმგაითი და ჯეირანქეჩმეზი, სამურ-აფშერონისა და აფშერონის არხები.
== მოსახლეობა ==
ბოლო პერიოდში მოსახლეობის სიმჭიდროვე მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ [[1976]] წელს მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენდა 14,7 ადამიანს კმ²-ს<ref name=":0" />, 2009 წელს ეს მაჩვენებელი უკვე 139 ადამიანი იყო კილომეტრზე<ref>Abşeron rayonu // Azərbaycan Milli Ensiklopediyası / M. K. Kərimov. — Bakı: Azərbaycan Milli Ensiklopediyası, 2009. — Т. I. (азерб.)</ref>.
[[2009]] წლის მდგომარეობით, მოსახლეობის 82% ცხოვრობს ქალაქებსა და დასახლებებში.
== სქოლიო ==
|