სარეველა მცენარეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''სარეველა მცენარეები''' — [[მცენარეები]], რომელთა არსებობა სავარგულებზე არასასურველია. სარეველა მცენარეების რამდენიმე ათასი სახეობა არსებობს და მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. [[საქართველო]]ში დაახლოებით 1000 სახეობაა[[სახეობა]]ა. სარეველა მცენარეები კარგად ეგუებიან ადგილობრი პირობებს, სწრაფად ვითარდებიან და ვრცელდებიან, დიდ ზიანს აყენებენ [[სოფლის მეურნეობა]]ს — თრგუნავენ, ერევიან [[კულტურული მცენარეები|კულტურულ მცენარეებს]], ნიადაგიდან[[ნიადაგი]]დან დიდი რაოდენობით იღებენ ტენსა და საკვებ ნივთიერებას, ხელს უწყობენ მავნებლობისა და დაავადებების გავრცელებას, ზოგიერთი მათგანი ფესვიდან გამოყოფს მავნე ნივთიერებებს.
 
ხვიარა სარეველა ([[ხვართქლა]], [[ყანის ჭლექი]] და სხვა) ნათესის ჩაწოლას იწვევს, რაც ართულებს მანქანით მოსავლის აღებას; ზოგი (მაგ. [[ბუსუსნაყოფა]], [[ჰელიოტროპი]]) თესლი ადამიანისა და სასოფლო-სამეურნეო ცხოველისათვის მომშხამველია, სათიბ-საძოვრებზე შხამიანი სარეველა მცენარეებით იწამლება პირუტყვი და სხვა. არსებობს სარეველა მცენარეების 3 ბიოლოგიური ტიპი: თესლიანი მოკლეხნოვანი, ვეგეტაციური მოკლეხნოვანი და მრავალწლოვანი.
 
''თესლიან მოკლეხნოვანთა'' გამრავლება, გავრცელება და განახლება ხდება თესლითა და ნაყოფით, ერთხელ მსხმოიარობენ და კვდებიან, მათ შორის არიან [[ერთწლოვანი მცენარეები|ერთ-]] და [[ორწლოვანი მცენარეები|ორწლოვანები]]. მათგან რამდენადმე განსხვავდებიან პარაზიტი სარეველები, რომლებიც პარაზიტობენ მასპინძელი მცენარის ღეროზე ([[აბრეშუმა]]), ფესვებზე ([[კელაპტარა]]) და ნახევრად პარაზიტები ([[კორდისკბილა]], [[ხრიალა |ხრიალა]] და სხვა).
 
''ვეგეტაციური მოკლეხნოვანი'' სარეველა თესლის გარდა ვეგეტაციურად მრავლდება, მაგ., [[გორგლი]]თ, [[ბოლქვი (მცენარე)|ბოლქვით]] და სხვა.