ძირტკბილა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
[[ფაილი:Glycyrrhiza echinata MHNT.BOT.2011.3.43.jpg|thumb|''Glycyrrhiza glabra'']]
 
'''ძირტკბილა''' (''{{lang-la|Glycyrrhyza glabra''}}) — [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვანი]] ბალახოვანი მცენარე [[მცენარეპარკოსანნი|პარკოსანთა]] [[პარკოსანთაოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]სა, რომლის სამშობლოა სამხრეთი [[ევროპა]] და, ნაწილობრივ, [[აზია]]. აქვს კენტფრთისებრი [[ფოთოლი]], [[ფესურა]], იისფერი [[ყვავილი]], ზომით 0,8 - 1,2 [[სანტიმეტრი]], [[ნაყოფი (მცენარე)|ნაყოფი]] — 2-3 სანტიმეტრის სიგრძის პარკი, რომელშიც 1-8 [[თესლი (მცენარე)|თესლი]]ა. იზრდება 1 [[მეტრი|მეტრამდე]] სიმაღლისა. გავრცელებულია უმთავრესად [[სტეპი]]ს, [[ნახევრად-უდაბნო]]სა და [[უდაბნო]]ს ზონებში.
 
ძირტკბილას ფესურა და ნაყოფი შეიცავს [[გლიკოზიდები|გლიკოზიდებს]], [[საქაროზა]]ს, ფლავონოიდებს, ეთეროვან ზეთებს, [[C ვიტამინი|C ვიტამინს]], მინერალურ მარილებსა და სხვ. ძირტკბილას მიწისზედა ნაწილებს იყენებენ [[თივა]]დ და [[სილოსი|სილოსად]]. 100 [[კილოგრამი]] თივა შეიცავს 41,2 საკვებ ერთეულს, 1,1 კილოგრამ ნედლ პროტეინს. ძირტკბილას უძველესი დროიდან იყენებენ [[მედიცინა]]ში, აგრეთვე [[ლუდის წარმოება]]ში, [[კულინარია]]ში, [[საკონდიტრო საქმე]]ში. ძირტკბილას ძირებს იყენებენ საღებავად. 1 [[ჰექტარი]] ძირტკბილას კარგი [[შალდამი]]დან შეიძლება 10-20 [[ტონა]] მზა [[ნედლეული]]ს მიღება.
 
ძირტკბილას გვარის[[გვარი (ბიოლოგია)|გვარი]]ს ლათინური სახელი ({{lang-la|Glycyrrhyza}}) წამოსულია [[ბერძნული ენა|ბერძნულიდან]] γλυκύρριζα ({{lang-el|glukurrhiza}}), რაც ნიშნავს "ტკბილ ფესვს", სიტყვებიდან γλυκύς (glukus), "ტკბილი" + ῥίζα (rhiza), "ფესვი". ამ სახელწოდებას გვაწვდის დიოსკორიდე<ref>Maud Grieve, Manya Marshall - A modern herbal: the medicinal, culinary, cosmetic and economic properties, cultivation and folk-lore of herbs, grasses, fungi, shrubs, & trees with all their modern scientific uses, Volume 2 Dover Publications, 1982 & Pharmacist's Guide to Medicinal Herbs Arthur M. Presser Smart Publications, 1 Apr 2001 2012-05-19</ref>. ძირტკბილას ფესვის სიტკბო მოდის ნივთიერებისაგან [[გლიცირიზინი]], რომელიც შაქარზე უფრო ტკბილია.
 
== კულტივაცია და გამოყენება ==