ფესურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ფესურა''' ({{lang-la|rhizoma}}) — [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვან]] ბალახოვან [[მცენარეები|მცენარეთა]] [[ყლორტი]]ს მიწისქვეშა სახეცვლილება. კარგად გამოსახული მეტამერული სტრუქტურა აქვს, რითაც განსხვავდება [[ფესვი (მცენარე)|ფესვისაგან]]საგან. მუხლები ადვილად შეიმჩნევა მასზე განვითარებული აპკისებრი ან ქერქლისებრი [[ფოთლებიფოთოლი|ფოთლებით]], ნაჭდევებით.

ფესურის მუხლებსა და ფოთლის იღლიებში წარმოიქმნება [[კვირტი|კვირტები]], რომლებიც ყოველწლიურად ახალ მიწისზედა ყლორტებსა და დამატებით ფესვებს იძლევიან. განარჩევენ გრძელ- და მოკლეფესურიან მცენარეებს. ზოგი მცენარის ფესურაზე [[გორგლი|გორგლები]] წარმოიქმნება. ისინი ძირითადად [[ნახშირწყლები|ნახშირწყლებს]] შეიცავენ. ზოგჯერ ფესურა სამკურნალო, საღებავ, მთრიმლავ ან სხვა ნივთიერებებს შეიცავს. გრძელფესურიან მცენარეებს ხშირად იყენებენ მოძრავი ქვიშებისა და ეროზირებული ნიადაგების დასამაგრებლად.
==ლიტერატურა==
{{ქსე|10|277|ღვინიანიძე ზ.}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფესურა“-დან