ქართული ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 22:
==ისტორია==
===ქართული ენის წარმოშობის თეორიები===
ქართული ენის წარმოშობის პრობლემით დაინტერესებული იყვნენ ევროპელი მეცნიერები ჯერ კიდევ 17-18 საუკუნეში. ადრე კაცობრიობის ენების პრაენად[[ფუძეენა|ფუძეენად]] აღიარებული იყო ძველებრაული, თუმცა აზიის ენებისადმი ინტერესი მაღალი იყო, რადგან მათში ხედავდნენ ენის განვითარების უფრო ძველ საფეხურებს. მალე უარყვეს ძველებრაული ენისგან მსოფლიო ენების წარმომავლობის იდეა და ამოტივტივდა გეოგრაფიული პრინციპი ენათა კლასიფიკაციაში. მაგალითად ადელუნგმა ქართული ენა აზიის ენათა ჯგუფს მიაკუთვნა<ref name="შძ">შოთა ძიძიგური, «სიტყვის ცხოვრება»; 1988, გვ. 143</ref>.
 
რამდენიმე ავტორი ძველი კოლხეთის ენას, როგორც უძველეს ქართულ ენას, გენეტურადგენეტიკურად უკავშირებდა [[ეგვიპტური ენა|ეგვიპტურ ენას]]. ეს თეორია დაფუძნებული იყო ანტიკურ ხანაში შემუშავებულ თვალსაზრისზე კოლხებისა და ეგვიპტელების ნათესაობის შესახებ.
 
[[ჰეროდოტე]], მაგალითად, ამბობდა, ორივე ხალხის ცხოვრების წესები და ენა ერთნაირიაო. ბერძენი ისტორიკოსის ეს შეხედულება უნდა გავიგოთ, როგორც შედეგი მისი საერთო - ეგვიპტოფილური კონცეფციისა. რაკი კოლხები ითვლებიან დღევანდელი ქართველების წინაპრად, ამიტომ ქართული ენა, როგორც გაგრძელება ძველი კოლხური ენისა, დაკავშირებული იყო ეგვიპტურთან. ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე ბაიერი ძველ ქართულ შრიფტს ადარებდა ეგვიპტურ დამწერლობას და მათ შორის საერთო მოხაზულობასაც პოულობდა. თუმცა, გერმანელ ფილოსოფოს [[ლაიბნიცი]]სთვის ეს მსგავსება ეჭვს იწვევდა.<ref name="შძ" />
 
ქართულ ენას უკავშირებდნენ მკვდარ ენებს (ხურიტული, ხეთური, შუმერული). იყო მცდელობა ქართული ენის ინდოევროპულ და ურალურ-ალთაურ (თურქულ) ენებთან დაკავშირებისა. მიმდევრები ჰყავს ბასკური და ქართული ენების მონათესავეობას. [[ივანე ჯავახიშვილი|ივანე ჯავახიშვილმა]] და [[არნოლდ ჩიქობავა|არნოლდ ჩიქობავამ]] საფუძველი ჩაუყარეს იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის თეორიას, რომლის მიხედვით ქართული ენა ამ ოჯახის ქართველურ (იბერიულ) ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ XXI საუკუნის ლიტერატურაში ქართულ ენას კავკასიურ ენათა ჯგუფთან აღარ აერთიანებენ. ბევრი მეცნიერისთვის ქართული ცალკეგანცალკევებით ენაადგას. ქართულ ენათა ჯგუფში ქართულთან ერთად შეჰყავთ სვანური და ზანური (მეგრულ-ჭანური).
 
სხვადასხვა შეხედულება არსებობს საერთოქართველური ენის შესახებ. ზოგიერთი მოსაზრებით ის უკვე ფუნქციონირებსაფუნქციონირებდა ძვ. წ. V-IV ათასწლეულებში, სხვები კი ასეთ დროდ ძვ. წ. II-I ათასწლეულებს ასახელებენ. საკამათოა ქართველური ენიდან ქართული, სვანური და ზანური ენების გამოყოფის საკითხი. ზოგიერთი შეხედულებით სვანურის გამოყოფა ძვ. წ. II ათასწლეულით თარიღდება, ზანურისა კი ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისით. არსებობს მოსაზრება სვანური ენის ძვ. წ. X საუკუნეში გამოყოფის შესახებ, ხოლო ზანურის გამოყოფის პერიოდად ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნა მიაჩნიათ. უკანასკნელ დროს გამოითქვა მოსაზრება, რომ საერთოქართველური ენის დაშლა წელთაღრიცხვათა მიჯნაზე მოხდა.
 
===ქართული ენის განვითარების საფეხურები===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქართული_ენა“-დან