მარქსიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 22:
{{მთავარი|ისტორიული მატერიალიზმი}}
 
მარქსმა და ენგელსმა ფილოსოფიური მატერიალიზმის ძირითადი პრინციპი გაავრცელეს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, მიუთითეს, რომ ადამიანთა ცნობიერება კი არ განსაზღვრავს მათ ყოფიერებას, არამედ პირიქით, განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე საზოგადოებრივი ყოფიერება განსაზღვრავს მათ ცნობიერებას; როგორიცაა საზოგადოებრივი ყოფიერება, საზოგადოების მატერიალური ცხოვრების პირობები, ისეთივეა ადამიანთა ცნობიერება, მათი იდეები და თეორიები; ჯერ იცვლება მატერიალური მხარე, საზოგადოებრივი ყოფიერება, ხოლო შემდეგ, მის შესაბამისად, ადამიანთა შეხედულებები და თეორიები, საზოგადოებრივი ცნობიერება. მარქსამდელი ფილოსოფოსები, მათ შორის მატერიალისტები, იყვნენ იდეალისტები საზოგადოებრივი ცხოვრების გააზრებასთან მიმართებაში. მათი შეხედულება ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ ბუნებისგან განსხვავებით, სადაც ბრმა ძალები მოქმედებენ, საზოგადოება იმართება გონიერი არსებების — ადამიანების მიერ, რომლებიც მოქმედებენ იდეური მოტივების შესაბამისად. მარქსი და ენგლესი დაუპირისპირდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების ამგვარ გაგებას. მათი აზრით, არ შეიძლება საზოგადოების ცხოვრება ბუნებისგან დამოუკიდებლად განვიხილოთ, რადგან ადამიანი ბუნების ორგანული ნაწილია. გამოჩენილ ადამიანებს (ლიდერებს, ბელადებს, რევოლუციონერებს და სხვ.) უდავოდ დიდი წვლილი შეაქვთ ისტორიის განვითარებაში, მაგრამ საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაწინსვლა პირველ რიგში ემორჩილება ობიექტურ სოციალურ კანონებს, რომლებიც არაფრით განსხვავდება ბუნების ობიექტური კანონებისგან და არაა დამოკიდებული ცალკეული ადამიანების ნებაზე. [[ვლადიმირ ლენინი]] წერდა, რომ მატერიალიზმის გადმოტანა სოციოლოგიაში იყო გენიალური იდეა. ამან ფილოსოფოსებს საშუალება მისცა გამოეკვეთათ საზოგადოებრივი ცხოვრების მატერიალური საფუძველი, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტს განსაზღვრავს.
 
მარქსმა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან გამოყო ეკონომიკური სფერო, ხოლო საზოგადოებრივი ურთიერთობებიდან — [[საწარმოო ურთიერთობები]]. მარქსის მტკიცებით, საზოგადოების ეკონომიკური ბაზისი იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ზედნაშენს განაპირობებს. ამრიგად, საზოგადოებრივი და ისტორიული განვითარება ეკონომიკური და [[სოციალური კლასი|კლასობრივი]] ფაქტორებით განისაზღვრება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარქსიზმი“-დან