საქართველოს მთავრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ისტორია: დაუმოწმებელი ცნობის ამოღება
ხაზი 9:
==ისტორია==
===პირველი რესპუბლიკა===
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ''მთავრობა'', როგორც [[აღმასრულებელი ხელისუფლება|აღმასრულებელი ხელისუფლების]] უმაღლესი ორგანო, პირველად შეიქმნა [[1918|1918 წელს]], [[26 მაისი|26 მაისს]], საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების და პირველი რესპუბლიკის შემქნის შემდეგ. მაშინ [[საქართველოს ეროვნული საბჭო]]ს მიერ დამტკიცდა მთავრობის შემადგენლობა. პირველ მთავრობაში შედიოდა რვა მინისტრი, მათგან ერთი — [[ნოე რამიშვილი]] იყო მთავრობის თავმჯდომარე. 24 ივლისს რამიშვილი პოსტზე [[ნოე ჟორდანია]]მ შეცვალა. {{ფაქტი|მთავრობამ 1921 წლის მარტამდე, საფრანგეთში ემიგრაციამდე იარსება|21|12|2018}}.
 
[[1921]] წელს მიღებულ [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია#თავი მეხუთე — აღმასრულებელი ხელისუფლება|კონსტიტუციაში]], მეხუთე თავი ეძღვნებოდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომლის შესავალში ეწერა: „უმაღლესი მართველობის აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის ''რესპუბლიკის მთავრობას''“ (თავი მეხუთე. მუხლი 66.). კონსტიტუციის თანახმად, ''მთავრობის თავმჯდომარეს'' პარლამენტი ირჩევდა ერთი წლის ვადით და ერთიდაიგივე პირი შეზღუდული იყო ზედიზედ მხოლოდ ორჯერ არჩევით. ''მთავრობის'' დანარჩენ წევრებს, რომელთაც კონსტიტუციაში [[მინისტრი|მინისტრები]] ეწოდებოდათ, იწვევდა თავმჯდომარე, პარლამენტის არჩევნებში საარჩევნო უფლების მქონე [[მოქალაქე|მოქალაქეებისგან]]. ''მთავრობის'' წევრებისთვის აკრძალული იყო სხვა თანამდებობების დაკავება, გარდა პარლამენტის წევრობისა და ადგილობრივი თვიმმართველბის ხმოსნობისა (თავი მეხუთე. მუხლი 67. და 68.). თავმჯდომარეს მინიჭებული ქონდა რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობა და განსაკუთრებულ შემთხვევებში [[შეიარაღებული ძალები|შეიარაღებული ძალების]] გამოყენებისა (თავი მეხუთე. მუხლი 70). კონსტიტუციის 72-ე მუხლში გაწერილი იყო ''მთავრობის'' საერთო უფლებები და მოვალეობები, მათ შორის რესპუბლიკის საქმეთა უმაღლესი მართვა-გამგეობა, [[კანონპროექტი|კანონპროექტების]] შემუშავება და პარლამენტისთვის წარდგენა, კონსტიტუციის და კანონების აღსრულების უზრუნველყოფა. მინისტრებს გააჩნდათ ინიდივიუალური პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე, მათთვის მინდობილ [[უწყება|უწყებებზე]] და ნდობის დაკარგვა იწვევდა მათ გადადგომას (თავი მეხუთე. მუხლი 72. და 73.), ხოლო კონსტიტუციის დარვევა იწვევდა მათ პასუხისმგებლობას სასამართლოს წინაშე (თავი მეხუთე. მუხლი 75.)