ტრაპიზონის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| გეგმის წარწერა=
}}
'''ტრაპიზონის ციხე''' ({{lang-el|Κάστρο της Τραπεζούντας}}; {{lang-tr|Trabzon Kalesi}}) — ისტორიული ციხე-ქალაქი და საფორთიფიკაციო ნაგებობების ერთობლიობა,. მდებარეობს [[თურქეთი|თურქეთის]] ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ [[ტრაპიზონი|ტრაპიზონში]]. ყველაზე გავრცელებული მოსაზრებებით იგი [[რომის იმპერია|რომის იმპერიის]] მმართველობის დროს აიგო. ციხე-ქალაქის გალავანი მასიური ქვითაა ნაშენი და ის გორაკ-ბორცვიდან [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპირომდე ვრცელდებოდა. კედელი ქალაქს სამ ნაწილად ჰყოფდა: „ზედა ციხე“ ({{lang-tr|Yukari Hisar}}), „შუა ციხე“ ({{lang-tr|Orta Hisar}}) და „ქვედა ციხე“ ({{lang-tr|Aşağı Hisar}}).<ref name="kh">{{cite web|url=http://www.kenthaber.com/karadeniz/trabzon/merkez/Rehber/kaleler/trabzon-kalesi|publisher=Kent Haber|title=Trabzon Kalesi|language=Turkish|accessdate=2012-10-04}}</ref>{{მკვდარი ბმული}} ზედა და შუა ციხე ორივე მხრიდან ხეობითაა გარშემორტყმული, აღმოსავლეთით და დასავლეთით მდინარე ზაგანოსი და ტაბახანეა მიედინება. ქვედა ციხე ზაგანოსის დასაალეთდასავლეთ სანაპიროსაც მოიცავს. ქალაქის კედლების უდიდესი ნაწილი დღემდე შენარჩუნებულია და ის ქალაქ ტრაპიზონის უძველეს ნაგებობად ითვლება. ამჟამად ციხის გალავნის ნაწილი სამხედრო ზონაშია მოქცეული, ამიტომ მისი მონახულება შეუძლებელია.
 
== გეგმა ==
[[ფაილი:Medieval Trebizond 2.png|მინი|322x322პქ|ქალაქ ტრაპიზონის გეგმა, შუა საუკუნეები|ალტ=]]
=== ზედა ციხე ===
ქალაქის ყველაზე მაღალი და გამაგრებული ნაწილი, ე. წ. „ზედა ციხე“ ფუნქციონირებდა როგორც [[ციტადელი]] და ქალაქის [[აკროპოლისი]]. ვარაუდობენ რომ ციტადელი ჯერ კიდევ ძვ.წ.-ის 2000 წელს აიგო. ძველი ბერძენი ისტორიკოსი [[ქსენოფონტი]], რომელიც ქალაქს ძვ.წ მე-5 საუკუნეში ესტუმრა გადმოგვცემს ინფორმაციას აქ არსებული უძველესი კედლების არსებობის შესახებ. სხვა ადრეული წყაროები გადმოგვცემსგადმოგვცემენ ცნობებს აქ მდებარე ძველი ნაგებობების შესახებ: [[იპოდრომი]], კოშკი, აბანო და სასახლე. მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში ციტადელი მრავალჯერ გადაკეთდა. ზედა ციხის კედლები უფრო მაღალი და განიერია ვიდრე დანარჩენი ნაწილი. რომის იმპერიის მმართველობას უკავშირდება ქალაქთან არსებული [[აკვედუკი|აკვედუკის]] აგება, რომელიც ზემო ქალაქს სუფთა წყლით ამარაგებდა. ზედა ქალაქში შესვლა ორმაგი კარიბჭით ხერხდებოდა, რომელიც შუა ციხიდან იყო ხელმისაწვდომი. აქვე მდებარეობდა იმპერატორის სასახლე, მოგვიანებით, 1461 წელს ოსმალთა მიერ [[ტრაპიზონის ალყა (1461)|ტრაპიზონის იმპერიის დაპყრობის]] შემდეგ, სასახლის მახლობლად პატარა მეჩეთი აიგო. მე-17 საუკუნეში, ციხის ეს ნაწილი სამოქალაქო ომის დროს დაინგრა, მანამ, სანამ ზედა ციხე ადგილობრივი მმართველის რეზიდენცია გახდებოდა. გადარჩა ტრაპიზონის იმპერიის დროინდელი, ალექსი II-ის (1297–1330) მიერ აშენებული კედლის დასავლეთი ნაწილი. წარწერის მიხედვით, მისი მშენებლობა 1324 წელს დასრულდა. ალაგ-ალაგ შესამჩნევია ნაშთი I-II საუკუნეების პერიოდის რომაული აკროპოლისისა, რომელიც მასიური ქვითაა ნაშენი.
 
=== შუა ციხე ===
 
=== ქვედა ციხე ===
ქვედა ციხე აშენდა XIV საუკუნეში. ქვედა ციხე ზაგანოსი კარიბჭიდან დასავლეთით, შავი ზღვის სანაპირომდე, [[ადრიანე|ადრიანეს]] მიერ დაარსებულ ნავსადგურამდე ვრცელდება. ციხე-ქალაქის ეს ნაწილიც იმპერატორმა ალექსი II-ემ ააგო. აღმოსავლეთით გააჩიაგააჩნია ორი კარიბჭე: პაზარკაპი და მუჰმანეკაპი. ეს არც ისე საიმედო გალავანი იყო, რადგან მას კოშკები არ ჰქონდა. ისტორიული ნაგებობებიდან აღსანიშნავია: მოლა სიჰის მეჩეთი (ყოფილი [[ტრაპიზონის წმინდა ანდრიას ეკლესია|წმინდა ანდრიას ეკლესია]]), ხოჯა ჰალილის მეჩეთი, პაზარკაპის მეჩეთი, კუნდუპოღლუს და იარიმბიოკოღლუს სასახლე, სექიზ დუზენლის აბანო, თოფანეს აბანო, ჰაჯი არიფ ჰამამის აბანო და ისკენდერ ფაშას შადრევანი.<ref name="kh" />{{მკვდარი ბმული}}
 
== გალერეა ==
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
{{reflist}}
 
[[კატეგორია:ტრაპიზონის იმპერია]]