გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა Surprizi გვერდი „სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი“ გადაიტანა გვერდზე „გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი“ გადამისამართებაზე: დაბრუნდა ძველზე
No edit summary
ხაზი 3:
გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატები შეგროვდა საველე-საექსპედიციო და სამეცნიერო-კვლევითი იმ მუშაობის შედეგად, რომელიც ფართოდ გაიშალა მუზეუმის დაარსების პირველივე წლებიდან და ატარებდა რეგიონში კომპლექსურ-ინტენსიურ კვლევის ხასიათს. საექსპედიციო მონაპოვრების ბაზაზე შეიქმნა ძირითადი ფონდი, რომელიც თანდათან მდიდრდებოდა ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის ამსახველი მნიშვნელოვანი ექსპონატებით. [[1938]] წლიდან გაიხსნა პირველი სტაციონარული ექსპოზიცია. 50-იანი წლებიდან მუზეუმი იქცა [[შიდა ქართლი]]ს სათავო მუზეუმად. 2010 წლის 1 იანვრისათვის მუზეუმის ფონდი მოიცავდა 85 ათასამდე ექსპონატს: არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, ნუმიზმატიკურ მასალას, ქართულ და არაბულენოვან ეპიგრაფიკულ ძეგლებს, ხელნაწერ და პირველნაბეჭდ წიგნებს, სიგელ-გუჯრებს, საარქივო მასალებს, ფოტოთეკას, სამეცნიერო ბიბლიოთეკას, სადაც დაცულია პერიოდული გამოცემებიც. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის იარაღები, ლითონწარმოებისა და მცირე ქანდაკების ნიმუშები და სხვა სახის მასალა, რომელიც წარმოდგენას გვაძლევს წინა აზიისა და ქართველურ ტომთა უძველესი კულტურების მჭიდრო კავშირზე.
 
არქეოლოგიური ფონდი მდიდარია [[ტყვიავის ყორღანები]]ს, [[დვანის ნეკროპოლი]]ს, [[გუდაბერტყას ნამოსახლარი]]ს, [[ხიზანაანთ გორა|ხიზანაანთ გორის]], ხელთუბნის, თედოწმინდისა და სხვა ექსპედიციების დროს აღმოჩენილი თუ შიდა ქართლში მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით ნაპოვნი უნიკალური ექსპონატებით. ესენია: ბრინჯაოს დიადემები (გუდაბერტყა, ძვ. წ. XXIX–XXVII სს.საუკუნეები), ღვთაებათა ანთროპომორფული მცირე ფიგურები (დვანი, ძვ. წ. VI–V სს.საუკუნეები), ბრინჯაოს სატევარი, დანა, ისრის პირი (თედოწმინდა, ძვ. წ. XXVIII–XXV სს.საუკუნეები), დიაბაზის ლახტის თავი (ტყვიავი, ძვ. წ. [[XXIX ს.საუკუნე]]). ეთნოგრაფიული ფონდის განსაკუთრებულ ნაწილს წარმოადგენს იშვიათი ტექნოლოგიით მოქსოვილი ქირმანშალი, სამოსლისა და აქსესუარების მრავალფეროვანი კოლექცია, ჭედური ხელოვნების ნიმუშები, შრომისა და ბრძოლის იარაღები — დაწყებული უძველესი კაჟის სატევრებიდან, დამთავრებული XX საუკუნეში დამზადებული ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით (ხმალი „ბაწარაული“, [[სოლომონ I]]-ის მოვერცხლილი თოფი წარწერით), კერამიკული და ვერცხლის ჭურჭელი, მუსიკალური ინსტრუმენტები ([[ერეკლე II]]-ის ნაქონი საზი), საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების ხის დეტალები (დედაბოძები, მოაჯირები). ნუმიზმატიკურ ფონდში დაცულია ოქროს, ვერცხლის, სპილენძის მონეტები: [[კოლხური თეთრი|კოლხური დიდრაქმა]], დრაქმები, [[თამარ მეფე|თამარისა]] და [[დავით ნარინი]]ს მონეტები, XV საუკუნის [[გორის განძი]], ძველი აღმოსავლური და ანტიკური ქვეყნების ფულის ერთეულები, ბაბილონური ობოლო (ძვ. წ. IV ს.საუკუნე), სასანიდური (III ს.), პანტიკაპონის (ძვ. წ. IV ს.), მილეთის (ძვ. წ. VI ს.), პართიის, ტრაიანეს, ათენას, ალექსანდრე მაკედონელის დრაქმა, ებრაული შეკელი და სხვა. მდიდარი მასალაა დაცული ხელნაწერთა განყოფილებაში; ხელნაწერი წიგნებიდან აღსანიშნავია: კარაბადინის ფრაგმენტი (1667), 1729 წელს გადაწერილი ვახტანგ VIისVI-ის „დასტურლამალი“, „ამირანდარეჯანიანი“, „ყარამანიანი“ (1777), X–XI სს-ისსაუკუნეების ეტრატი, XII– XIII სს.საუკუნეების პალიმფსესტი, ქართველ მეფეთა მიერ გაცემული სიგელები და გუჯრები (XIV–XVIII სს.საუკუნეები), პირველნაბეჭდი წიგნებიდან — „კონდაკი“ (1710), გაზ. „ივერია“ (1877) და სხვ.
 
გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შემადგენლობაში შედის: ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი (გორი), საბრძოლო დიდების მუზეუმი (გორი), ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმი (სოფ.სოფელი არბო), ალ. ჯავახიშვილის სახლმუზეუმი (სოფ.სოფელი ძევერა).
 
გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი სისტემატურად აწყობს სამეცნიერო სესიებს, მოძრავ და ერთდროულ გამოფენებს, შეხვედრებს ცნობილ ადამიანებთან, სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, ამზადებს და სკოლებთან ერთად ახორციელებს პროექტებს ეროვნული სასწავლო პროგრამის ფარგლებში.