გორის დრამატული თეატრი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
 
1934 წლიდან გორის აღმასკომი შეუდგა სათეატრო შენობის აგებას, რადგან არსებული შენობა ქალაქის მოთხოვნილებებს აღარ აკმაყოფილებდა. მაყურებელი თეატრის შენობას ითხოვდა. 1939 წლის დასასრულს გორში უკვე მთავრდებოდა ახალი 500 ადგილიანი შენობა. შენობის პროექტი ეკუთვნოდა შალვა თავაძეს. თეატრის ახალი შენობა გაიხსნა 1939 წლის 21 დეკემბერს. ხოლო პირველი წარმოდგენა ახალ სცენაზე წარმოდგენილი იყო 1940 წლის 30 იანვარს — იოსებ გედევანიშვილის დრამა „გადასასვლელზე“. რეჟისორი პ. ფრანგიშვილი მხატვარი — ა. ჟორდანია.
 
1947 წელს თეატრს გიორგი ერისთავის სახელი მიენიჭა.
 
თეატრის რეპერტუარშია ქართველ და საზღვარგარეთელ დრამატურგთა პიესები. თეატრის წარმატებაში წვლილი მიუძღვის მსახიობებს: თ. აბაშიძეს, შალვა ხერხეულიძის, ეთერი მოციქულაშვილს, ნ. მაჭავარიანს, ს. კალანდარიშვილს და სხვებს, რეჟისორებს: ა. ალაზნისპირელს (თეატრის პირველი რეჟისორს),გ.აბრამიშვლს, პ. ფრანგიშვილს, [[ვასილ ყუშიტაშვილი|ვასო ყუშიტაშვილს]], ო. ალექსიშვილს. [[ლილი იოსელიანი|ლილი იოსელიანს]], ი. კაკულიას, გ. ლაღიძეს, გ ლორთქიფანიძეს, ვ. მაღლაკელიძეს, ს. ვაჩნაძეს და სხვებს.
 
დიდი სცენა 400 ადგილია, მცირე სცენა — 123 ადგილიანი, ხოლო ექსპერიმენტული სცენა — 80 ადგილიანია.
 
==თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები და მთავარი რეჟისორები==