მამია II გურიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 31:
1609 წელს მამია II გურიელმა ისარგებლა 1603-1612 წლების [[ირან-ოსმალეთის ომები|ირან-ოსმალეთის ომით]] და 1609 წელს შეიჭრა აჭარაში, დაიკავა ის და [[ოდიშის სამთავრო]]სთან ერთად ხარკის მიწოდება შეუწყვიტა ოსმალეთს. ირანთან ომის დასრულების შემდეგ ოსმალეთმა შავი ზღვის სანაპიროების ბლოკადა მოაწყო. შეწყდა მარილის, რკინისა და სხვა პროდუქტების შეტანა გურიისა და ოდიშის სამთავროებში. ამან გურიის და ოდიშის მთავრები აიძულა ოსმალეთთან ზავზე ეზრუნათ. ქართველი ელჩები 1614 წლის გაზაფხულზე ჩავიდნენ კონსტანტინოპოლში და თავიდან წარუმატებლად მიმდინარეობდა, რადგან ოსმალეთის მიერ შეთავაზებული საზავო პირობები მძიმე იყო ქართული სამთავროებისთვის და მის მიღებაზე უარს ამბობდნენ. აგვისტოში მოლაპარაკებები განახლდა ოსმალეთის ელჩ ომარ-ფაშასა და გურიელს შორის. 13 დეკემბერს ბათუმში ხელმოწერილი ხელშეკრულებით ([[გურია-ოსმალეთის შეთანხმება]]) გურიელმა დათმო აჭარა, იკისრა ოსმალეთის ხარკი, აღდგენილ იქნა ოსმალეთ-გურიის ომამდელი საზღვარი მდინარე ჭოროხზე.
 
1614 წლის ზაფხულის ბოლოს გურიელმა სამთავროში მიიღო [[იეზუიტები|იეზუიტი]] მისიონერებისმისიონერები ლუი გრანჟე და ეტიენ ვიო, რომლებიც ოდიშის მთავრის მიწვევით იმყოფებოდნენ დასავლეთ საქართველოში.<ref>[https://konstantineshistory.wordpress.com/2015/07/25/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90-ii-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-1600-1625-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A/ მამია II გურიელის (1600-1625) ერთი რელიგიური და დიპლომატიური აქტის შესახებ]</ref>
 
მამია II გურიელი აქტიურად მონაწილეობდა ქართველ მეფე-მთავართა ანტიირანულ კოალიციაში. 1618 და 1623 წლებში მამია II გურიელმა [[რუსეთი]]ს მეფეს სთხოვა მფარველობაში მიღება, მაგრამ უშედეგოდ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მამია_II_გურიელი“-დან