სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გასწორდა შეცდომები, დაემატა ბმულები.
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 6:
[[XVI საუკუნე|XVI]]-[[XVII საუკუნე]]ებში, ეპარქიათა შორის საზღვრების მოწესრიგების შემდეგ, აღნიშნული ტერიტორიაზე წილკნელ მღვდელმთავარის საეკლსიო იურისდიქცია აღდგა. მას [[ქორეპისკოპოსი]] მართავდა, რომელიც [[ხევის სიონი|ხევის სიონში]] იმყოფებოდა და ძირითადად ხევსა და მის მიმდებარე ტერიტორიების საეკლსიო ცხოვრებას მართავდა.
 
თანამედროვე სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის ტერიტორიაზე ადრიდანვე მრავალ თავდადებულ მამულიშვილსა და ეკლესიის გამოჩენილ პირს უმოღვაწია. მრავალთაგან აღსანიშნავია ღირსი წმ. [[იოსებ ხუცესი]] (მოხევე) სასწაულმოქმედი; მე-18 საუკუნეში ინგუშეთსა და ოსეთში რუსეთის სამისიონერო საქმიანობის ერთ-ერთი ინიციატორი [[იოსებ ქვაბულისძე]] ([[1676]]-[[1750]] წწ.); მთავარეპისკოპოსი [[იოანე ქარუმიძე]] - წილკნელი [[1762]]-[[1802]] წწ. , მან [[ერეკლე II]] ბრძანებით დაიწყო მისიონერობა და ოს ყმაწვილებს ასწავლიდა წერა-კითხვას. იმ პერიოდში განსაკუთრებით სახელგანთქმული მისიონერი იყო [[გერვასიმაჭავარიანიგერვასი (მაჭავარიანი)|გერვასი მაჭავარიანი]], წილკნელ-სამთავნელი ([[1803]]-[[1817]] წწ.) ეპისკოპოსი და სხვა.
 
[[1917]] წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისას თავის ძველ საზღვრებში განახლდა წილკნის უძველესი სამღვდელმთვროც. 20-იანი წლებიდან დაწყებული რეპრესიების გამო, ხევის თემში არსებულ ეკლესია-მონასტრებში ფაქტობრივად აკრძალული იყო წირვა-ლოცვის აღსრულება. ამ მხარეში ღრმა სულიერებით გამორჩეულ ოჯახთაგან უპირველესად ხევის ცნობილი პიროვნების [[შიოლა ღუდუშაური]]ს შთამომავლის გიორგი შიოლაშვილი-ღუდუშაურისა და ნატალია კობაიძის სტუმართმოყვარე და ღვთისმოსავი ოჯახი გამოირჩეოდა. ამ ოჯახში აღიზარდა საქართველოს ეკლესიის მომავალი მწყემსმთავარი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი [[ილია II]] შიოლაშვილი-ღუდუშაური.