გურია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 88:
გურიის სამთავროს დამუკიდებლობა იწყება [[კახაბერ II გურიელი]]ს დროიდან, როდესაც ის დაუპირისპირდა ერთიანი [[საქართველოს სამეფო]]ს უკანასნელ მეფეს, [[გიორგი VIII]]-ს. მეფის წინააღმდეგ ის [[სამცხე-საათაბაგო|სამცხის ათაბაგ]] [[ყვარყვარე II]]-ს დაეხმარა. ამის შემდეგ გურიის სამთავრო დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა, ყვარყვარესგან კი საჩუქრად [[აჭარა]] და [[ჭანეთი]] მიიღო 1463 წელს.
 
1502 წელს აჭარა და ჭანეთი [[მზეჭაბუკ ათაბაგი|მზეჭაბუკ ათაბაგმა]] ოსმალეთის დამხარებით წაართვა გურიელს. 1533 წელს [[ოდიშის სამთავრო|ოდიშის]] მთავართან ერთად [[მამია I გურიელი]]ს [[ჯიქეთი|ჯიქეთში]] მარცხიანი ლაშქრობის შემდეგ გურიის სამთავრო დროებით [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფეზე დამოკიდებული გახდა. XVI საუკუნეში [[როსტომ გურიელი]] ([[1534]]-[[1566]]) იმერეთის მეფეს აქტიურად ეხმარებოდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე. იმერეთის მეფემ დახმარების სანაცვლოდ მას 1535 წელს აჭარა და ჭანეთი დაუმტკიცა, თუმცა რეალურად 1547-51 წლებში ჭანეთი ოსმალეთმა მიიტაცა და გურიას უშუალოდ დაუმეზობლდა. ამის შემდეგ გურიის სამთავრო ოსმალების გავლენის სფეროში მოექცა, რასაც ხელი შუწყო სამხრეთ საქართველოში ოსმალთა გაბატონებამ. როსტომ გურიელის ძე, [[გიორგი II გურიელი]] უკვე ოსმალების დახმარებით ხდება გურიის მთავარი. 1609 წელს [[მამია II გურიელი|მამია II გურიელმა]] ისარგებლა 1603-1612 წლების [[ირან-ოსმალეთის ომები|ირან-ოსმალეთის ომით]], 1609 წელს შეიჭრა აჭარაში, დაიკავა ის და [[ოდიშის სამთავრო]]სთან ერთად ხარკის მიწოდება შეუწყვიტა ოსმალეთს. ირანთან ომის დასრულების შემდეგ ოსმალეთმა შავი ზღვის სანაპიროების ბლოკადა მოაწყო. შეწყდა მარილის, რკინისა და სხვა პროდუქტების შეტანა გურიისა და ოდიშის სამთავროებში. ამან გურიის და ოდიშის მთავრები აიძულა ოსმალეთთან ზავზე ეზრუნათ. ქართველი ელჩები 1614 წლის გაზაფხულზე ჩავიდნენ კონსტანტინოპოლში და თავიდან წარუმატებლად მიმდინარეობდა, რადგან ოსმალეთის მიერ შეთავაზებული საზავო პირობები მძიმე იყო ქართული სამთავროებისთვის და მის მიღებაზე უარს ამბობდნენ. აგვისტოში მოლაპარაკებები განახლდა ოსმალეთის ელჩ ომარ-ფაშასა და გურიელს შორის. 13 დეკემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულებით ([[გურია-ოსმალეთის შეთანხმება]]) გურიელმა დათმო აჭარა, იკისრა ოსმალეთის ხარკი, აღდგენილ იქნა ოსმალეთ-გურიის ომამდელი საზღვარი მდინარე ჭოროხზე.
 
XVII საუკუნის დასაწყისში გურიის სამთავროს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურის ძლიერების ხანა იყო. [[მამია II გურიელი|მამია II გურიელმა]] გამოიყენა ხელსაყრელი პოლიტიკური ვითარება და [[1609]] აჭარიდან განდევნა ოსმალები, მაგრამ მათთან ომის გაგრძელება ვერ შეძლო, [[1614]] იძულებული გახდა აჭარა დაეთმო და ოსმალეთის სასარგებლოდ ხარკი ეკისრა ([[გურია-ოსმალეთის შეთანხმება|გურია-ოსმალეთის შეთანხმება 1614]]). ნაოსნობისთვის გამოსადეგი მდინარე [[სუფსა]] ხელს უწყობდა სამთავროს პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაში. [[სუფსა|სუფსის]] ზოლში გაფენილი სოფლების, [[მამათი]]ს, [[ჩოჩხათი]]ს, [[კონჭკათი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|კონჭკათის]] მცხოვრებლები საკმაოდ გაწაფულნი იყვნენ ნაოსნობასა და ტვირთმზიდაობაში, რის გამოც სპეციალური ბეგარაც ჰქონდათ დაკისრებული.
 
ამ დროიდან გურიის სამთავრომ პოლიტიკური ურთიერთობა დაამყარა [[რუსეთი]]ს სახელმწიფოსთან, დონისა და ზაპოროჟიეს კაზაკებთან და [[რეჩ პოსპოლიტა]]სთან. იგი აქტიურად მონაწილეობდა [[ქართლის სამეფო|ქართლისა]] და [[კახეთის სამეფო|კახეთის]] სამეფოთა ანტიირანულ ბრძოლაში. 1627 წლით თარიღდება ცნობა გურიის სამთავროსა და [[კაზაკები]]ს ურთიერთობის შესახებ. ესაა მისიონერ [[პიეტრო დელა-ვალე]]ს მოხსენებითი ბარათი რომის პაპ [[ურბან VIII|ურბან მერვესადმი]]. 1616-27 წლებში კაზაკები გაბატონდნენ შავ ზღვაზე, ცხრაჯერ გაილაშრეს ოსმალთა წინააღმდეგ და ცხრაჯერვე დაამარცხეს ისინი. გურიის მთავარი კაზაკებს უთმობდა საკუთარ ნავსადგურებს ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად. 1654 წელს კაზაკებმა ოსმალებისგან გაათავისუფლეს ქვემო გურიის [[გონიოს ციხე]]. კაზაკებთან ურთიერთობამ დატოვა სიტყვა „ყაზახი“, „კაძახი“ გურულ დიალექტში. <ref>''აბელ სურგულაძე'', „უკრაინელ კაზაკებთან გურიის სამთავროს ურთიერთობის წარსულიდან“, //„ლენინის დროშა“, N8, გვ. 2 — 1961 წ.</ref> პიეტრო დელა ვალე სწერდა რომის პაპს, რომ გურიელი და დადიანი, რომლებიც ზღისპირეთს ფლობენ, ჩვენთვისაც სსარგებლონი იქნებიან, თუ ოსმალეთის წინააღმდეგ საქმეს წამოვიწყებთო. [[რეჩ პოსპოლიტა]]სთან გურიის სამთავროს ურთიერთობას ადასტურებს გურიაში, სხვადასხვა სოფლებში [[ზედუბანი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|ზედუბანი]], [[ჭანჭათი]], [[მაკვანეთი]], [[ოზურგეთი]] აღმოჩენილი რამდენიმე პოლონური მონეტა, რომლებიც 1624-27 წლებშია მოჭრილი [[სიგიზმუნდ III ვაზა]]ს მიერ. 1634-40 წლებში გურიაში იმყოფებოდა მისიონერი [[კრისტოფორო დე კასტელი]], რომელმაც გურიელი მთავრების, ასევე გლეხების და ადგილების ჩანახატები დატოვა. კასტელი გურიაში [[შემოქმედის ეპარქია|შემოქმედელი ეპისკოპოსის]] მაქსიმე მაჭუტაძის მიწვევით ჩავიდა, ხოლო იქიდან ის 1640 წელს ვახტანგ II გურიელმა განდევნა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გურია“-დან