ველი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
[[ფაილი:Naadam rider 2.jpg|მინი|ტრამალი [[მონღოლეთი|მონღოლეთში]]]]
[[ფაილი:Steppe of western Kazakhstan in the early spring.jpg|მინი|ველი [[ყაზახეთი|ყაზახეთში]]]]
'''ველი''', ''ტრამალი'' — [[მცენარეები|მცენარეულობის]] ტიპი, რომელიც შედგება [[გვალვა]] და ყინვაგამძლე [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვანი]] ბალახოვანი [[ფიტოცენოზი|ფიტოცენოზებისაგან]]. ფართოდ არის გავრცელებული ზომიერად მშრალი ჰავის პირობებში შავმიწა და წაბლა ნიადაგებზე.

მცენარეულ საფარში ჭარბობს მკვრივკორდოვანი მარცვლოვნები — [[ვაციწვერა]], [[წივანა]] და სხვა, მრავალწლოვანი მთავარფესვიანი [[ორლებნიანნი|ორლებნიანი]] მცენარეები, ხანმოკლე განვითარების [[ერთწლოვანი მცენარეები|ერთწლოვნები]] ([[ეფემერები]]) და [[ბოლქვიანი მცენარეები|ბოლქვიანი]] თუ ფესურიანი მრავალწლოვნები ([[ეფემეროიდები]]), რომლითაც ვეგეტაცია ადრე [[გაზაფხული|გაზაფხულზე]] ან შემოდგომაზე[[შემოდგომა]]ზე ეწყებათ. აქა-იქ გვხვდება ბუჩქები (ქონდარა ნუში, [[გრაკლა]], ყარღანი) და ნახევარბუჩქები, [[ხავსები]], [[მღიერები]], ხმელეთის [[წყალმცენარეები]], [[სოკოები]].

[[რუსეთი|რუსეთში]] ველებს ''სტეპებს'' უწოდებენ, [[უნგრეთი|უნგრეთში]] — ''პუშტებს'', [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკაში]] — ''პრერიებს'', [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკაში]] კი — ''პამპებს''. ველებს დიდი ფართობი უკავია აგრეთვე [[კავკასია]]ში, წინა და შუა აზიაში. [[საქართველო]]ში ის მეტწილად აღმოსავლეთ საქართველოს ვაკეებზე, მთისწინა კალთებსა და სამხრეთ მთიანეთშია გავრცელებული. ამის მიხედვით არის ბარისა და მთიანეთის ველები; მათ მრავალ ფორმაციას შორის მთავარია [[უროიანი]], წივანიანი, [[ვაციწვერიანი]], ნაირბალახოვან-მარცვლოვნიანი და სხვა. ჩვენში ველი ბევრგან მეორეული წარმოშობისაა. ასეთია, მაგ., ჯავახეთის ველი, რომელიც ტყის მოსპობის შედეგად არის წარმოქმნილი, შირაქისა და გარეჯის ველები, რომლებიც ხშირად ნათელი ტყის განადგურების შედეგია. ამჟამად მთისა და ბარის ველების დიდ ნაწილს ამუშავებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის, იყენებენ საძოვრად და სათიბად.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ველი“-დან