ტრაპიზონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 151:
შემორჩენილია [[ტრაპიზონის ციხე|ქალაქის ციხესიმაგრის]] ძველი გალავანი. მისი დანახვა ქალაქის ქუჩებიდან შეიძლება. ტრაპიზონის ციხე სამ ნაწილად, ქვემო ციხედ (Aşaği Hisar), შუა ციხედ (Orta Hisar) და ზედა ციხედ (Kule Hisar) იყოფოდა. ამჟამად ზედა ციხის გორაკზე შენდება თანამედროვე სამშენებლო რაიონი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლებით. ამჟამად ციხის გალავნის ნაწილი სამხედრო ზონაშია მოქცეული, ამიტომ მისი მონახულება შეუძლებელია.
 
=== პანაგიაყოვლადწმინდა ქრიზოსეფალოსის'''ქრისოკეფალოსის ეკლესია''' ===
{{მთავარი|ქრისოკეფალოსის ეკლესია}}
შუა ციხის ტერიტორიაზე დგას მეჩეთი. მეჩეთი ადრე ქრისტიანული ტაძარი იყო, რომელიც ამავე ტაძარში დაცული ღვთისმშობლის ხატის სახელობისა იყო. ისტორიული ტრადიციის თანახმად ამ ადგილას ტაძარი რომალემა იმპერატორმა [[ჰანიბალიანუსი|ჰანიბალიანუსმა]] ააშენებინა მეოთხე საუკუნის დასაწყისში. X საუკუნეში აქ საეპიკოპოსო ტაძარი იდგა, ხოლო XIII საუკუნეში ის ხელახლა აშენდა. განახლების შემდეგ ტაძარი წარმოადგენდა სამნავიან ბაზილიკას, გარშემო გალერეებით, სადაც კორონაციის რიტუალები იმართებოდა. 1228 წელს [[ანდრონიკე I (ტრაპიზონი)|კეისარმა ანდრონიკემ]] ზავი დადო [[რუმის სასულთნო]]სთან ტრაპიზონისადმი თავდაუსხმელობის შესახებ. ღვთისადმი მადლობის ნიშნად მან ტაძარს ოქროსთავიანი წმინდა მარიამის ხატი შესწირა, საკურთხეველი მარმარილოთი, ხოლო საკურთხევლის იატაკი მოზაიკით მოაპირკეთა. მოზაიკა ამჟამად ხის იატაკითა და ხალიჩებითაა დაფარული. 1339-1351 წლებში მოანგრიეს ორი წყვილი სვეტებისა, რაცა საკურთხევლის წინ მოზრდილი კვადრატული ფორმის სივრცე შექმნილიყო. ასე ტაძარი გადაკეთდა ჯვარ-გუმბათოვან ეკლესიად. ტრაპიზონის ოსმალების მიერ დაპყრობის შემდეგ, 1468 წელს გადაკეთდა მეჩეთად. მეჩეთის გათეთრებულ კედლებში, სავარაუდოდ, ფრესკები უნდა იყოს შემორჩენილი.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრაპიზონი“-დან