ბარნი სტინსონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Rezo1515|Rezo1515]]|2=2019 წლის 20 სექტემბერი}}{{ინფოდაფა პერსონაჟი
|სახელი = ბარნი სტინსონი
|ფერი = Blue
ხაზი 16:
|ეროვნება = [[ამერიკელები|ამერიკელი]]
}}
'''ბარნი სტინსონი''' ({{lang-en|Barney Stinson}}), დაბადების სახელია '''ბარნაბას სტინსონი''' ({{lang-en|Barnabas Stinson}}) — ამერიკული კომედიური ტელესერიალის „[[როგორ შევხვდი დედათქვენს]]“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, სადაც მის როლს [[ნილ პატრიკ ჰარისი]] ასრულებს. ბარნი გამოუსწორებელი მექალთანეა. იგი ქალთან ღამის გასატარებლად ყველაფერზეა წამსვლელი და ამ თემაზე წიგნიც კი აქვს დაწერილი. მას ასევე ძალიან უყვარს სმოკინგი და ცდილობს თავის მეგობარ [[ტედ მოსბი|ტედსაც]] შეაყვაროს. მისი საფირმო ფრაზებია „კოსტიუმი ჩაიცვი!“, „რა ხდება?!“, „ეს იქნება ლეგენ... მოიცადეთ... დარული!“ და „მამიკო სახლშია“. მთელი სერიალის განმავლობაში, ბარნის ცხოვრება სავსეა რამდენიმე სერიოზული ურთიერთობით, თავგადასავლებით, განქორწინებითა და ახალ-ახალი ღამის პარტნიორების ძიებით. უკანასკნელ ეპიზოდში მას უცნობი ქალისაგან შეეძინა თავისი ერთადერთი ქალიშვილი, სახელად ელი სტინსონი.
== პერსონაჟი ==
მისი მნიშვნელობის მიხედვით, ბარნი სტინსონი რიგით მეხუთე პერსონაშია სერიალსერიალში „როგორ„[[როგორ შევხვდი დედათქვენს“-შიდედათქვენს]]“. იგი დაახლოებით 30 წლის ასაკშია, ყოველთვის სმოკინგი აცვია და ძალიან უყვარს ქალები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებსაც მშობლებთან პრობლემები აქვთ, რაც მათ უფრო მარტივად „მოსაპოვებლებს“ ხდით მისთვის. იგი იმისათვის, რომ ქალთან ერთი ღამე გაატაროს ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის არც ცრუ ისტორიების გამოგონებასა და ფოკუსების გამოყენებას ერიდება. თავისი უცნაური თვისებებისა და მიდრეკილებების გამო, ბარნის უახლოესი მეგობრებიც კი სოციოპათს უწოდებენ. მისი საუკეთესო მეგობარი [[ტედ მოსბიამოსბი]]ა, რომლის გარშემოც ხდება ვითარება და რომლის ხაზითაც ბარნი ასევე ემეგობრება [[ლილი ოლდრინი|ლილი ოლდრინს]], [[მარშალ ერიკსენი|მარშალ ერიკსენსა]] და [[რობინ შერბაცკისშერბაცკი]]ს. ბარნის უამრავი წესი და სტრატეგია აქვს შემუშავებული, თუ როგორ უნდა დაითანხმოს ქალი მასთან ღამის გატარებაზე, თუმცა მეორე დღეს მას ქალისადმი ინტერესი უქრება და ისიც უჩინარდება. სერიალის პირველი სეზონების განმავლობაში პერსონაჟები წყვილად იყვნენ: ლილი და მარშალი, რომლებიც შემდეგში დაქორწინდნენ და ტედი და რობინი, რომლებიც ერთმანეთს ხვდებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ დაშორდნენ. ამ დროის მანძილზე ბარნი მარტოხელად გვევლინებოდა, თუმცა მეხუთე სეზონიდან იგი რობინთან იწყებს შეხვედრას.
 
როგორც ამ როლის შემსრულებელი მსახიობი [[ნილ პატრიკ ჰარისი|ნილ პატრიკ ჰარისმა]] განაცხადა, ბარნი არის ადამიანი, რომელსაც „უყვარს გიჟური სიტუაციების შექმნა, შემდეგ უკან დაჯდომა და მისთვის ყურება“. იგი მიისწრაფვის ოპორტუნისტული და მანიპულაციური ქმედებებისაკენ, სადაც შეეძლება სიტუაციის გაკონტროლება. ამის მაგალითად, ბარნი ეპიზოდ „სახლის დალაგება“-ში საოცრად ოსტატურად არწმუნებს თავის ყველა მეგობარს, რომ დაეხმარონ სახლიდან გადასვლისას ნივთების ჩალაგებაზე, რა დროსაც მათ თავადაც ვერ გაიაზრეს როგორ აღმოჩნდნენ ლაგების პროცესში.
 
ბარნი სტინსონი მუშაობს გოლიათის ეროვნულ ბანკში, სადაც სავარაუდოდ ბინძურ საქმიანობას ეწევა და ერთობ მაღალი შემოსავალიც აქვს, რადგან ყოველთვის, როდესაც ვინმე ეკითხება თუ რას საქმიანობს, იგი პასუხობს: „გთხოვ რა!“. იგი ყველანაირად ცდილობს, რომ ტედსა და მარშალსაც დააწყებინოს თავისთან მუშაობა, რათა სამსახურში გართობა მოახერხოს, რასაც დროებით მიაღწია კიდევაც, როცა მარშალი მის კომპანიაში იურისტად მუშაობდა, ხოლო ტედი გოლიათის ბანკის ახალი სათაო ოფისის დაპროექტებით იყო დაკავებული. აღსანიშნავია, რომ მრავალი წლის შემდეგ ბარნიმ შური იძია თავის ძველ შეყვარებულ შენონზე, რომელმაც იგი მდიდარი ბიზნესმენის გამო მიატოვა. მისი შურისძიება იმაში გამოიხატა, რომ მან შენონის ქმარი თაღლითურ ქმედებებში საჯაროდ ამხილა და დააპატიმრებინა.
ხაზი 29:
 
== ბიბლიოგრაფია ==
* Stinson, Barney (2008). The Bro Code. New York: Fireside. ISBN 978-1-4391-1000-3.
* Stinson, Barney (2009). Bro on the Go. New York: Fireside. ISBN 978-1-4391-7313-8.
* Stinson, Barney (2010). The Playbook: Suit up. Score chicks. Be awesome. New York: Touchstone. ISBN 978-1-4391-9683-0.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [[imdbtitle:0460649|How I Met Your Mother (TV Series 2005-2014)]]
* [https://how-i-met-your-mother.fandom.com/wiki/How_I_Met_Your_Mother_Wiki How I Met Your Mother Wiki](ოფიციალური ვებ-საიტი ინგლისურად)
* [https://screenrant.com/ted-after-how-met-mother-ending-josh-radnor/ What Happend To Ted Mosby After How I Met Your Mother Ended]
* [https://www.usatoday.com/story/life/entertainthis/2016/03/31/how-i-met-your-mother-series-finale-two-years-later-still-mad/82465776/ Why I'm still mad at 'How I Met Your Mother" two years lather]
 
{{როგორ შევხვდი დედათქვენს}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბარნი_სტინსონი“-დან