იავნანა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}
'''„იავნანა“''' — ძველი [[ქართული ენა|ქართული]] ხალხური საწესო ლექსთ-სიმღერა. წარმოშობით წარმართული საკულტო რიტუალის უძველესი საგალობელი. „ნანინას“ ციკლის სიმღერების მსგავსად „იავნანაც“ მზისა და ნაყოფიერების ქალღმერთ ნანას სახელთან არის დაკავშირებული.
 
„იავნანამ“ დაკარგა პირვანდელი საწესო ხასიათი, დღეს მისი დანიშნულებაა ბავშვის დაძინება, თუმცა ჩვენამდე მოღწეული ზოგ ტექსტს ინფექციური დაავადებებისაგან (ე. წ. [[ბატონები]]საგან) ბავშვს განსაკურნავადაც მღერიან. „იავნანას“ ციკლის ლექსებს აქვს ისტორიულ-შემეცნებითი და დიდაქტიკურ-ესთეტიკური მნიშვნელობა. ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში „იავნანას„ მოტივებზე შექმნეს ლექსები: [[რაფიელ ერისთავი|რ. ერისთავმა]], [[აკაკი წერეთელი|ა. წერეთელმა]], [[ილია ჭავჭავაძე|ი. ჭავჭავაძემ]], [[გალაკტიონ ტაბიძე|გ. ტაბიძემ]] და სხვა. „იავნანასთვის“ დამახასიათებელია მარტივი, მაგრამ შთამბეჭდავი მღერადი მელოდია, რომელსაც ასრულებს ერთი, ან მონაცვლეობით ორი მთქმელი (ქალი) გაბმული (ბურდონული) ბანის ფონზე სიმღერა ერთმუხლოვანია და მდორედ ვითარდება. იგი უმთავრესად ქართლ-კახურ მუსიკის ფოლკლორში გვხვდება. იმერულ და გურულ სასიმღერო შემოქმედებაში უფრო გავრცელებულია „საბოდიშო“ ანუ „ბატონებო“. „იავნანას“ მელოდიას დამუშავებული სახით ვხვდებით ნ. ავალიშვილის, [[მელიტონ ბალანჩივაძე|მელიტონ ბალანჩივაძის]] და სხვათა შემოქმედებაში. „იავნანაზე“ შექმნილია ხალხური სიმღერაც.
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=14&t=28250 იავნანა] — უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
 
[[კატეგორია:ლიტერატურული ჟანრები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იავნანა“-დან