ღერო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link GA|es}} using AWB
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Royal Palm Trunk.jpg|250პქ|მინი]]
[[ფაილი:Redwood M D Vaden.jpg|250პქ|მინი]]
'''ღერო''' ({{lang-la|caulis}}) — [[უმაღლესი მცენარეები|უმაღლეს მცენარეთა]] ერთ-ერთი ძირითადი ორგანო, ღერძული ნაწილი, რომელიც [[ფოთოლიფოთლები|ფოთლებთან]] ერთად [[ყლორტი|ყლორტს]] შეადგენს. ღეროს აქვს საყრდენი, გამტარი (ფესვებსა და ფოთლებს შორის წყლისა და გახსნილი ნივთიერებათა გადაადგილება), დამგროვებელი ([[წყალი|წყლისა]] და სამარაგო ნივთიერებების დაგროვება) ფუნქციები. ახალგაზრდა ღეროები აქტიურად მონაწილეობენ [[ფოტოსინთეზი|ფოტოსინთეზში]]: ღეროს დატოტვისა და ფოთლების მოწესრიგებულად განლაგების საშუალებით იზრდება [[მცენარე|მცენარის]] საასიმილაციო ზედაპირი. ფორმის მიხედვით ღერო მრავალგვარია: ცილინდრული, წახნაგებიანი, ბრტყელი და სხვ. სივრცეში განლაგების მიხედვით — სწორმდგომი მოხრილი, მხოხავი, აღმავალი, მცოცავი, მცურავი და სხვ.

სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით განასხვავებენ ერთ-, ორ-, და მრავალწლოვან ღეროებს. ღერო შეიძლება იყოს ბალახოვანი ან გამერქნებული. ხემცენარის ღეროს ზრო ეწოდება. ღერო იზრდება სიგრძეზე, კენწრული [[მერისტემა|მერისტემის]] (ზრდის კონუსის) ცხოველმოქმედების ხარჯზე და ინტერკალარულადაც. ღეროს პირველადი [[ანატომია|ანატომიური აგებულება]] პირველადი მერისტემის ქსოვილების დიფერენცირების შედეგია. ზრდის კონუსის უჯრედების გარეთა შრიდან ვითარდება მფარავი ქსოვილი — [[ეპიდერმისი]], რომლის შიგნით [[პარენქიმა|პარენქიმული]] [[უჯრედი|უჯრედები]] პირველად ქერქს წარმოქმნიან. ბევრი მცენარის პირველადი ქერქის გარეთა შრე გადაიქცევა მექანიკურ ქსოვილად — [[კოლენქიმა]]დ, შიდა შრე — [[ენდოდერმა]]დ, რომლის შიგნით ცენტრალური ცილინდრი ანუ სტელაა.
 
ღეროს მეორეული [[ანატომია|ანატომიური აგებულება]] უფრო რთულია და მეორეული [[მერისტემა|მერისტემისაგან]] — კამბიუმისაგან ყალიბდება. [[კამბიუმი]] წარმოქმნის მეორეულ ქერქს, მეორეულ მერქანს და მეორეულ გულგულის სხივებს. ღეროს მეორეული გასქელება [[ორლებნიანნი|ორლებნიანებისთვისაა]] დამახასიათებელი, თუმცა გამონაკლისის სახით ზოგიერთ [[ერთლებნიანები|ერთლებნიანებშიც]] გვხვდება ([[დრაცენა]], [[იუკა]], [[ალოე]]). ერთლებნიანთა ღეროს გასქელება ხდება უშუალოდ ქერქის ქვეშ წარმოქმნილი გასქელების რგოლის ხარჯზე, რომელიც პერიფერიისკენ წარმოქმნის ქერქის [[პარენქიმა]]ს, ხოლო ცენტრისაკენ ჭურჭელ-ბოჭკოვან კონებს. ერთლებნიანთა კონები დახურულია, ორლებნიანთა კონებისაგან განსხვავებით მათ [[კამბიუმი]] არა აქვთ. ორლებნიანების ქერქში კამბიალური რგოლის გარდა კიდევ ერთი მერისტემული ქსოვილი — [[ფელოგენი]] ან კორპის კამბიუმი წარმოიქმნება. იგი პერიფერიისკენ წარმოქმნის კორპის უჯრედებს, ცენტრისკენ — ფელოდერმას. [[კორპი]] და [[ფელოდერმა]] ერთად [[პერიდერმა]]ს შეადგენს. ღეროში წარმოდგენილია სეკრეტორულ ნივთიერებათა სათავსებიც.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ღერო“-დან