კარტოფილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის Otogi ცვლილებების გაუქმება (№3719262)
იარლიყი: გაუქმება
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Patates.jpg|thumb|300px|კარტოფილი]]
[[ფაილი:Solanum tuberosum (Aardappelplant) Nicola.jpg|მინი|300პქ]]
'''კარტოფილი''' ({{lang-la|Solánum tuberósum}}) — [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვანი]] გორგლიანი [[სახეობა|სახეობები]] {{lang-la|Solanum}}-ის გვარის[[გვარი (ბიოლოგია)|გვარი]]ს ({{lang-la|Tuberarium}}-ის სექციის) [[ძაღლყურძენასებრნი|ძაღლყურძენასებრთა]] ოჯახისა[[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]სა.
 
200-მდე ველური და კულტურული სახეობაა. კულტურაში დანერგილია უმთავრესად 2 მონათესავე სახეობა: [[ანდიური კარტოფილი]] ({{lang-la|Solanum andigenum}}) და [[ჩილური კარტოფილი]] ({{lang-la|Solanumtuberosum}}). ფართოდაა გავრცელებული ზომიერჰავიან ქვეყნებში. კარტოფილის ბუჩქის სიმაღლე 50-80 სმ აღწევს, შედგება 3-6 ღეროსაგან, გორგლი ღეროს მიწისქვეშა სახეცვლილებაა. მის ზედაპირზე ჩაღრმავებებში 3-4 კვირტიანი თვლები ზის.
 
გორგლის ფორმა შეიძლება იყოს მომრგვალო, წაგრძელებული, ოვალური და სხვა. გარეგანი შეფერილობა და რილობის ფერი — თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი, წითელი და ლურჯი. კარტოფილის ფესვი ფუნჯაა, სუსტად განვითარებული, ფოთოლი კენტფრთისებრგანკვეთილია, აქვს ნაკვთები და ნაკვთულები, ფერად მომწვანო-მოყვითალო ან მუქი მწვანეა. ყვავილი ხუთწვერიანია, თეთრი, მოწითალო-ისსფერი ან მოლურჯო-იისფერი. ნაყოფი სფეროსებრი ან ოვალური კენკრაა, აქვს ძალიან წვრილი თესლები (1000 ცალი 0,5-0,6 გ იწონის).
ხაზი 11:
კარტოფილი კულტურაში შემოიტანეს სამხრეთ ამირიკელმა ინდიელებმა ჯერ კიდევ 14 ათასი წლის წინათ. ევროპაში (ესპანათში) გადმოიტანეს დაახლოებით 1565 წელს, შემდეგ გავრცელდა მრავალ ქვეყანაში, რუსეთში კარტოფილის გავრცელებას უკავშირებენ პეტრე I-ს, რომელსაც XVII საუკუნის ბოლოს კარტოფილით სავსე ტომარა ჰოლანდიიდან სამშობლოში გამოუგზავნია. 1970 წელს მსოფლიოში კარტოფილი დათესილი იყო დაახლოებით 22,3 მლნ. ჰა-ზე.
 
[[საქართველო]]ში კარტოფილის ნათესები აღნიშნული აქვს [[სოლომონ II|სოლომონ]] იმერთა მეფეს 1787 წლის წერილში, 1820-იან წლებში გაჩნდა თბილისის[[თბილისი]]ს ახლომახლო, 1913 წელს კარტოფილის ნათესებმა უკვე 6800 ჰა-ს მიაღწია. 1975 წელს კარტოფილის სათესი ფართობი 28 ათას ჰა-ს აღემატებოდა. საქართველოში კარტოფილს თესავენ უმთავრესად [[ახალქალაქის მუნიციპალიტეტი|ახალქალაქის]], [[ახალციხის მუნიციპალიტეტი|ახალციხის]], [[წალკის მუნიციპალიტეტი|წალკის]], [[დმანისის მუნიციპალიტეტი|დმანისის]], [[თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი|თეთრი წყაროს]], [[ხულოს მუნიციპალიტეტი|ხულოს]], [[შუახევის მუნიციპალიტეტი|შუახევის]] მუნიციპალიტეტებში. მოჰყავთ მთაშიც ([[ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი]], [[სვანეთი]], [[რაჭა]] და სხვა), სადაც ნათესები [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 2200-2300 მ-მდე აღწევს. 70-იან წლებში ფართოდ გავრცელდა საადრეო კარტოფილის მოყვანა უმთავრესად [[ბოლნისის რაიონი|ბოლნისის რაიონში]]. რესპუბლიკაში კარტოფილის საშუალო მოსავლიანობა 120 ც/ჰა შეადგენს. ახალქალაქის, ახალციხისა და წალკის მუნიციპალიტეტებში კარტოფილის მოსავალი უფრო მეტია - 174-178 ც/ჰა. საქართველოს ბარის ზონაში კარტოფილს თესავენ [[ზაფხული|ზაფხულშიც]], თავთავიანი პურეულის აღების შემდეგ და მეორე მოსავალს იღებენ. ამ ზონაში (ზღვის დონიდან 500 მ-მდე) საადრეო მოსავლის მისაღებად კარტოფილი შეიძლება დაითესოს შემოდგომაზეც - ნოემბერში. საქართველოში კარტოფილის ფართოდ გავრცელებული ჯიშებია: [[მაჟესტიკი]], [[თრიალეთური სახალხო]], [[ლორხი]], [[ეპიკური]] და სხვა.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარტოფილი“-დან