ჭარხალი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(→‎რესურსები ინტერნეტში: არ იძებნება, ამოვიღე ბმული)
'''ჭარხალი''' ({{lang-la|Beta vulgaris}}) — [[ერთწლოვანი მცენარეები|ერთ-]], [[ორწლოვანი მცენარეები|ორ-]] და [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვან მცენარეთა]] [[გვარი (ბიოლოგია)|გვარი]] [[ჯიჯლაყასებრნი|ჯიჯლაყასებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]სა.
 
გვარში 13 [[სახეობა]]ა (11 ველური, 2 კულტურული). კულტურული სახეობებია: [[ფოთლოვანი ჭარხალი]] ანუ [[მანგოლდი]] ({{lang-la|Beta cicla}}) და [[ჩვეულებრივი ჭარხალი]] — [[ძირფესვიანი ჭარხალი]] ({{lang-la|Beta vulgaris}}), რომელიც იყოფა ევროპულ და აზიურ ქვესახეობებად. სელექციის შედეგად გამოყვანილია კულტურული ჭარხლის სხვადასხვა ჯიში, რომელთაგან აღსანიშნავია [[სუფრის ჭარხალი]], [[საკვები ჭარხალი]] და [[შაქრის ჭარხალი]]. [[XIX საუკუნე|მე-19 საუკუნის]] ბოლოს და [[XX საუკუნე|მე-20 საუკუნის]] დასაწყისში ეს კულტურა გავრცელდა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე.
 
[[სუფრის ჭარხალი]] წითელი, საბოსტნე მცენარეა, პირველ წელს ივითარებს ფოთლების როზეტს და სხვადასხვა ინტენსივობის წითლად შეფერილ ძირხვენას. საკვებად იყენებენ ახალგაზრდა მცენარეს და ძირხვენას. ჭარხლის თესვის ნორმაა 16-20 კგ/ჰა. იძლევა დიდ მოსავალს: 400-1000 [[ცენტნერი]]/[[ჰექტარი|ჰა]]. [[საქართველო]]ში დარაიონებული ჯიშებია გორული, ერფურტის, ბორდო-237, ოდნოროსტკოვაია და სხვ.