ბალახოვანი მცენარე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(წაიშალა კატეგორია:ბალახები გაჯეტ HotCat-ით)
[[ფაილი:Grass summer.jpg|მინი]]
'''ბალახოვანი მცენარე''', აგრეთვე ''ბალახები'' - [[უმაღლესი მცენარეებისმცენარეები]]ს [[სიცოცხლის ფორმა]]. ბალახებს გააჩნიათ [[ფოთოლი|ფოთლები]] და [[ღერო]], რომლებიც [[ვეგეტეციური პერიოდი]]ს დასრულების შემდეგ [[ნიადაგი]]ს ზედაპირზე კვდებიან.ნიადაგის ზედაპირზე მათ არ გააჩნიათ მუდმივი [[მერქნიანი]] ვარჯი. ბალახოვანი მცენარეები [[ერთწლიანიერთწლოვანი მცენარეები|ერთწლოვანი]], [[ორწლიანიორწლოვანი მცენარეები|ორწლოვანი]] და [[მრავალწლიანებიმრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვანი]] არიან.
 
ზოგიერთი სწრაფმზარდი ბალახოვანი მცენარე (განსაკუთრებით ერთწლოვანები) პიონერ მცენარეებად ითვლებიან, რადგანაც გავრცელების არეალებში პირველები იზრდებიან და მცენარეთა სახეობების [[ანაგენეზი|ანაგენეზს]] განსაზღვრავენ. სხვა სახეობები კი ბევრი ისეთი ბუნებრივი არეალის სტაბილურ მცენარეულ საფარს აყალიბებებენ და განვითარებას უწყობენ ხელს, როგორებიცაა [[ქვეტყე]]ები, [[ტყისპირები]], [[მდელო]]ები, [[უდაბნო]]ები და [[ნახევარუდაბნო]]ები.
 
==ძირითადი მახასიათებლები==
სიცოცხლის ამ ფორმის მთავარ მახასიათებლად მიწისზედა ნაწილების არარსებობა ითვლება, რომლებსაც მკაცრი პირობების გადანა შეუძლიათ. ეს განსაზღვრება ადვილად შეგივიძლია მივუსადაგოთ ჩრდილოეთის [[კლიმატი|კლიმატურ]] ზონებში ([[ზაფხული]]-[[ზამთარი]]) გავრცელებულ მცენარეებს. სამხრეთის უდაბნოებსა და [[ტროპიკები|ტროპიკებში]] ეს მახასიათებელი გარკვეული თავისებურებებით არის მისაღები. მაგალითად, ტროპიკებში სადაც ზამთარი და მშრალი სეზონი არ იცის, ბალხებს შესაძლოა მრავალწლიანი საკმაოდ დიდი ზომის, მიწისზედა ნაწილები ჰქონდეთ. ამიტომაც ბალახეულთა განსხვავებისათვის ბიოლოგები სხვა ნიშნებს იყენებენ. ესენია მერქნისებური მიწისზედა ნაწილების და მეორადი გამსხვილების უნარის არქონა და შერეული გამტარობის სისტემა. თუმცა, ეს ნიშნები ყოველთვის არ მოქმედებს, რადგანაც გამერქნება სხვადასხვა ხარისხით ბევრი ბალახეულისათისაა დამახასიათებელი, [[ხე]]ებსა და [[ბუჩქი|ბუჩქებს]] შორის კი რბილმერქნიანი თითქმის ბალახოვანი ფორმებიც გვხვდება. საქმეს ისიც ართულებს, რომ ბალახოვან და მერქნიან მცენარეებს შორის ბევრი გარდამავალი ან შუამავალი ფორმები არსებობს. ბალახები ფესვთა სისტემასა და ნაზარდებს (ღერო, ფოთოლი და ყვავილოვანი ნაწილი) ივითარებენ.
 
მრავალწლოვან ბალახებს მიწისქვეშა ან მიწაში მცოცავი ღეროები რამდენიმე ან მრავალი წლის განმავლობაში აქვთ, მიწისზედა კი მხოლოდ ერთ წელს. მიწისზედა ნაზარდების გამერქნება არ ხდება და ისინი მთლიანად კვდებიან, ახალი ნაზარდები კი საკვირტე მუხლებიდან იზრდებიან, რომლებიც მიწისქვეშ ან მიწას ზედაპირთან მჭიდროდ არიან განლაგებულები.
==ბალახების კლასიფიკაცია==
ბალახოვანი მცენარეები თავის მხრივ იყოფიან ბევრ სხვა ჯგუფებად (არსებობს სხვადასხვა კლასიფიკაცია):
* ერთწლიანი ბალახები - (ერთსეზონიანები) ამ ჯგუფის წარმომადგენლები ვეგეტაციისა და ნაყოფის მომწიფების შემდგომ მთლიანად ხმებიან და მათი განახლება თესლებით ხდება. მაგალითად [[ნაცარქათამა]] ({{lang-la|Chenopodium album}}), [[კამა]] ({{lang-la|Anethum graveolens}}), [[ბოლოკურა]] ({{lang-la|Raphanus raphanistrum}}) და სხვები.
* მრავალწლოვან ბალახებს გააჩნიათ უფრო ხანგრძლივი დროით ცოცხალი მიწისქვეშა ორგანოები განახლებადი [[კვირტი|კვირტებით]]. მიწისქვეშა ორგანოები წარმოდგენილია ფესვის ან ყლორტის ([[ფესურა]], გორგალი, ბოლქვი და სხვა) სხვადასხვანაირი სახეცვლილებებით. მრავალწლოვანი ბალახები მალე დამწიფების მიხედვით (ვეგეტაციური პერიოდის განმავლობაში) თავის მხრივ იყოფა ოთხ ჯგუფად: ძალიან ადრეული, ადრეული, შუა და გვიანი.
 
==ბალახების სიმაღლე==
ბალახების ზოგიერთ სახეობას, მაგალითად [[ქოლგოსნები|ქოლგოსნებს]] ({{lang-la|Apiaceae}}), მარცვლეულის ზოგ სახეობას ({{lang-la|Poaceae}}), [[რთულყვავილოვანები|რთულყვავილოვანებს]] ({{lang-la|Asteraceae}}) გიგანტიზმისადმი მიდრეკილება გააჩნიათ. ზოგიერთი ბალახოვანი მცენარე განსაკურებულად დიდი იზრდება. მაგალითად, სახეობა ({{lang-la|Musa}}) წარმოადგენლები, რომელთაც [[ბანანი|ბანანები]] მიეკუთვნებიან. ბანანი - ყველაზე მაღალი ბალახოვანი მცენარეა და 15 მეტრამდე სიმაღლის იზრდება, ხშირად მას ხედ მიიჩნევენ, მაგრამ მისი ღერო არ არის ხის ვარჯი. სხვა მონაცემებით (თუ გამერქნებას მთავარ თვისებად არ ჩავთვლით) მაღალ ბალახებად ითვლება ბამბუკის ზოგიერთი სახეობაც. მათი ღეროს სიმაღლე 35 მეტრამდე აღწევს.
 
==ბალახის მნიშვნელობა და გამოყენება==