საერთაშორისო უსაფრთხოება: განსხვავება გადახედვებს შორის

(→‎უსაფრთხოება: clean up, replaced: აბსოლიტურ → აბსოლუტურ using AWB)
ნაიფ ალ–როდჰანის თქმით, სახელმწიფოების, კულტურული ჯგუფების და ცივილიზაციების მშვიდობიანი თანაარსებობისათვის აუცილებელია აღნიშნული მრავალმხრივი უსაფრთხოების ხუთივე ზომის დაცვა, რათა სამართლიანი და მდგრადი გლობალური უსაფრთხოება არსებობდეს მსოფლიოში.
 
== [[უსაფრთხოება]] ==
 
უსაფრთხოების ტრადიციული პარადიგმა ეხება რეალისტურ კონსტრუქციას, რომელშიც უსაფრთხოების ობიექტს წარმოადგენს სახელმწიფო. ამ თეორიამ განვითარების პიკს მიაღწია "[[ცივი ომი]]ს" პერიოდში. თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე მსოფლიოს უძლიერესმა სახელმწიფოებმა საკუთარი ხალხის სახელმწიფოებრივი უსაფრთხოება ძალთა ბალანსის წყალობით შეინარჩუნეს. ტრადიციული უსაფრთხოება ეყრდნობოდა ორ [[ზესახელმწიფო]]ს — [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირს]] და [[აშშ]]ს შორის არსებულ სამხედრო პოტენციალს, ეროვნულ ინტერესებს და აბსოლუტურ სუვერენიტეტს. ამ თვალსაზრისით, საერთაშორისო სტაბილურობა ეყრდნობოდა გზავნილს, რომ თუ სახელმწიფოთა შორის უშიშროება შენარჩუნებულია, მაშინ მოქალაქეების უსაფრთხოებაც დაცულია. უსაფრთხოება განიხილებოდა, როგორც ქვეყანაში შეჭრისაგან თავდაცვა.
93

რედაქტირება