ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
31.146.202.43-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Beqabai-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 30:
 
== გეოგრაფია ==
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები შემოსაზღვრულია მდინარეების [[ალაზანი|ალაზნისა]] და [[იორი]]ს დეპრესიებით. აღსანიშნავია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების [[რელიეფი]]ს მეტად საინტერესო და თავისებური ფორმები. ვაშლოვანი საინტერესოა კლიმატური თვალსაზრისითაც. ის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და უწყლო უბანია მთელ [[საქართველო]]ში. აქაური cum, რომელიც ძალიან იშვიათია საქართველოსათვის. ხეობის მარობს ადგილს და რცხილნარის ფორმაცია ყალიბდება მერქნიანთა შედარებით მეზოფილური სახეობებით. მდინარე [[კლიმატიალაზანი|ალაზნის]] ხასიათდებაპირა სიმშრალითაჭალის ტყის ძირითადი შემქმნელი სახეობებია: ჭალის მუხა (Quercus pedunculiflora), ვერხვები (Populus canescens, P. nigra), [[იფანი]] (Fraxinus excelsior); ერთეულებად შემორჩენილია [[კაკალი]] (Iuglans regia) და სითბოსსხვ. მეორე იარუსს ქმნიან: [[თელა (გვარი)|თელა]] (Ulmus foliace), [[ტყემალი]] (Prunus divaricata), [[კუნელი]] (Crataegus monogina), [[ზღმარტლი]] (Mespilus germanica), [[შინდანწლა]] (Svida australis), [[ტირიფი]] (Salix alba), [[კვიდო]] (Ligustrum vulgaris), [[თუთა]] (Morus nigra, M. alba), [[შვინდი]] (Cornus mas) და სხვ. მდიდარია ლიანების შემადგენლობაც: [[სურო]] (Hedera pastuchovii), [[კრიკინა]] (Vitis sylvestris), [[კატაბარდა]] (Clematis vitalba), [[ღიჭი]] (Smilax excelsa), [[ღვედკეცი]] (Periploca graeca), [[სვია]] (Humulus lupulus) და სხვ. ბალახოვნებიდან აღსანიშნავია: [[ისლი]], [[შალამანილი]] (Salvia glutinosa), [[ქრისტესბეჭედა]] (Sanicula europaea), [[იები]] (Viola alba, V. odorata), [[ბერსელა]] (Brachypodium silvaticum) და სხვ. ბევრია სარეველა სიუხვითსახეობები.
 
== ფლორა ==
ვაშლოვანში არსებული ბუნებრივი პირობების სპეციფიკური ხასიათი განაპირობებს ორიგინალური [[ფლორა|ფლორის]] არსებობას. ხმელეთის ასეთ მცირე ფართობზე მცენარეული ტიპების ესოდენ სწრაფი ცვლა საქართველოს არცერთ სხვა კუთხეში არ შეინიშნება. მრავალფეროვანი ბუნებრივი კომპლექსების მოქმედების შედეგად, ამ მცირე სიმაღლის სხვაობის ([[ჰიფსომეტრია|ჰიფსომეტრიული]] [[ამპლიტუდა|ამპლიტუდის]]) მქონე რეგიონში, ჩამოყალიბდა მკაფიოდ გამოკვეთილი ხუთი მცენარეული ტიპი: [[ნახევარუდაბნო]], არიდული ([[ლათინური ენა|ლათ.]] aridus — მშრალი) მეჩხერი [[ტყე]], [[სტეპი]] და [[ფოთლოვანი ტყე]]. გარდა ამისა გამოიკვეთა ოთხი ინტრაზონური ტიპი: [[კლდე]]თა [[ქსეროფიტი|ქსეროფიტები]], [[ჭალა|ჭალის]], ანუ [[მდინარისპირა ტყე]]ები, მთისწინების [[ძეძვი]]ანი და [[კირქვა|კირქვიანის]] მცენარეულობა.
 
ნახევარუდაბნოს მცენარეულობაში გამოიყოფა ავშნიან-უროიანი და ავშნიან-ჩარანიანი ფორმაციები. ბუჩქბალახები: [[ავშანი]] (Artemisia fragrans), [[ჩარანი]] (Salsola ericoides), უფრო მცირე რაოდენობით [[ყარღანი]] (Salsola dendroides), იშვიათად [[წითელწვერა]] (Kochia prostrata).
 
ღვიიანი ფორმაციის შემქმნელი სახეობებია ხემაგვარა ღვიები: [[შავი ღვია]] (Iuniperus foetidissima) და [[მრავალნაყოფა ღვია]] (I. polycarpos).
 
ღვიიან-საკმლისხიანების ფარგლებში მცირე ფრაგმენტებად წარმოდგენილია [[ბროწეული]]ს (Punica granatum), [[კოწახური]]ს (Barberis iberica), [[მაყვალი|მაყვლის]] (Rubus sanguineus), [[მაწაკი]]ს (Imperata cilindrica), [[ქენდირი]]ს (Apocynum sibiricum), [[ერიანტუსი]]სა (Erianthus purpurascens) და სხვ. დაჯგუფებანი. დათვის ხევში, რიყის გასწვრივ მცირე მონაკვეთზე მესამეული პერიოდის რელიქტის — [[თურანულა]]ს (Populus euphratica) ერთადერთი ადგილსამყოფელია [[საქართველო]]ში.
 
ღვიიან-საკმლისხიანებში საკმაოდ ბევრია საქართველოსთვის ენდემური სახეობა. ესენია: Torularia eldarica, Galatella eldarica, ასევე იშვიათი სახეობები: Astragalus phseudoutriger, A. sphaerocephalus, Edisarum ibericum, Leptorhabdos virgata, Caccinia Rauwolfii, Tulipa Eichleri და სხვ.
 
ტყის შემქმნელი ძირითადი სახეობებია: ხემცენარეებიდან — [[საკმლის ხე]] (Pistacia mutica), [[ხემაგვარი ღვიები]] (Iuniperus foetidissima, I. polycarpus, I. rufescens); მათ მშრალი ხევების გასწვრივ ემატება — [[კავკასიური აკაკი]] (Celtis caucasica), [[ქართული ნეკერჩხალი]] (Acer ibericum), [[თელა]] (Ulmus foliacea); ბუჩქებიდან — [[ძეძვი]] (Paliurus spina-christi), [[შავჯაგა]] (Rhamnus Pallasii), [[მენახირის ბალი]] (Cerasus microcarpa, incana), [[ჟასმინი]] (Iasminum fruticans), [[თრიმლი]] (Cotinus coggygria), [[ქართული ცხრატყავა]] (Lonicera iberica); მშრალი ხევების გასწვრივ — [[ქართული კოწახური]] (Berberis iberica), ბროწეული (Punica granatum) და სხვა.
 
ბალახოვნებიდან აღსანიშნავია: [[ყარღანი]], [[შოროქანი]] და ნაცარქათამასებრთა ოჯახის ერთწლოვანი [[სარეველა მცენარეები]]. გამოსარჩევია ჰალოფიტი ბუჩქ-ბალახი Kalidium caspicum, რომელიც ძალიან იშვიათია საქართველოსათვის. ხეობის მარჯვენა მხარეზე, თაბაშირის შემცველ თიხიან ფერდობზე, დეკორატიული ბუჩქის — Eversmania subspinosa-ს ერთადერთი ადგილსამყოფელია საქართველოში. მასთან ერთად მრავლადაა დეკორატიული ეიხლერის ტიტა (Tulipa Eichleri) და ეფემეროიდი ტუბერ-გორგლიანი (Bongardia chrisogonum). ყაშებ-შავი მთის ფარგლებში ტყის ძირითადი შემქმნელი სახეობაა ქართული მუხა (Quercus iberica).
 
[[რელიეფი]]ს ხასიათის მიხედვით მუხნარი ფორმაცია სხვადასხვა ვარიანტებითა და ასოციაციათა კომპლექსებით წარმოგვიდგება. შედარებით შემაღლებულ უბნებზე ქართული მუხა მცირდება, [[რცხილა]]ს (Carpinus caucasicaა) უთმობს ადგილს და რცხილნარის ფორმაცია ყალიბდება მერქნიანთა შედარებით მეზოფილური სახეობებით. მდინარე [[ალაზანი|ალაზნის]] პირა ჭალის ტყის ძირითადი შემქმნელი სახეობებია: ჭალის მუხა (Quercus pedunculiflora), ვერხვები (Populus canescens, P. nigra), [[იფანი]] (Fraxinus excelsior); ერთეულებად შემორჩენილია [[კაკალი]] (Iuglans regia) და სხვ. მეორე იარუსს ქმნიან: [[თელა (გვარი)|თელა]] (Ulmus foliace), [[ტყემალი]] (Prunus divaricata), [[კუნელი]] (Crataegus monogina), [[ზღმარტლი]] (Mespilus germanica), [[შინდანწლა]] (Svida australis), [[ტირიფი]] (Salix alba), [[კვიდო]] (Ligustrum vulgaris), [[თუთა]] (Morus nigra, M. alba), [[შვინდი]] (Cornus mas) და სხვ. მდიდარია ლიანების შემადგენლობაც: [[სურო]] (Hedera pastuchovii), [[კრიკინა]] (Vitis sylvestris), [[კატაბარდა]] (Clematis vitalba), [[ღიჭი]] (Smilax excelsa), [[ღვედკეცი]] (Periploca graeca), [[სვია]] (Humulus lupulus) და სხვ. ბალახოვნებიდან აღსანიშნავია: [[ისლი]], [[შალამანილი]] (Salvia glutinosa), [[ქრისტესბეჭედა]] (Sanicula europaea), [[იები]] (Viola alba, V. odorata), [[ბერსელა]] (Brachypodium silvaticum) და სხვ. ბევრია სარეველა სახეობები.
 
== ფაუნა ==
ტქვე დებილებო
ნაკრძალი სახეობრივი მრავალფეროვნებით ხასიათდება. ამ ფარდობითად მცირე ტერიტორიაზე გავრცელებულია 46 სახეობის ძუძუმწოვარი, 135 სახეობის ფრინველი, 30 სახეობის ქვეწარმავალი და ამფიბია, 16 სახეობის თევზი, უამრავი სახეობის მწერი და უმარტივესი (ამ უკანასკნელთა სრული სახეობრივი შემადგენლობა ჯერ კიდევ დაუდგენელია).
 
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფაუნა — ყურადღებას იპყრობს როგორც სახეობათა მრავალგვარობით, ასევე მათი მნიშვნელობითაც.
ამ ტერიტორიებზე ბინადრობს: [[დათვი]] (Ursus arctos), [[ფოცხვერი]] (Lynx lynx), [[მგელი]] (Canis lupus), [[გარეული ღორი]] (Sus scrofa), [[წავი]] — (Lutra lutra), [[სვავი]] (Aegypius monachus), [[ორბი]] (Gyps fulvus), [[ბექობის არწივი]] (Aqila heliaca), [[ფასკუნჯი]] (Neophron percnopterus), [[კაკაბი]] (Alectoris chukar), [[ბატკანძერი]] — (Gipaetus barbatus), [[გველიჭამია არწივი]] ანუ ძერაბოტი (Circaetus gallicus), [[ველის არწივი]] (Aquila nipalensis), [[შაკი]] (Pandion haliaetus), [[შავარდენი (გვარი)|შავარდენი]] (Falco peregrinus), [[ხოხობი]] (Phazianus colchicus), [[გნოლი]] (Perdix perdix), [[დურაჯი]] (Francolinus francolinus), [[წითელთავა ღაჟო]] (Lanius senator), [[ყვითელთავა ნარჩიტა]] (Regulus ignicapuls), [[ტუგაის ბულბული]] (Cercotrichas galactotes) და სხვები.
 
2003 წლის შემოდგომაზე დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე ნაკრძალში სახეობათა კონსერვაციის შენარჩუნების ცენტრის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს წინააზიური [[ლეოპარდი]]ს ნაკვალევი. შემდგომში მოხერხდა ამ ცხოველის 9 ფოტოს გადაღება ფოტოხაფანგების საშუალებით.
 
ოთხმოციანი წლების ბოლომდე შეინიშნებოდა გადაშენების პირას მისული ჩლიქოსანი ცხოველი — [[ქურციკი]] (Gazela subgutturossa). ცალკეული ინდივიდების სახით დღესაც გვხვდება გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი [[ზოლებიანი აფთარი]] (Hyaena hyaena), აქვე გვხვდება სტეპისათვის დამახასიათებელი დღეისათვის იშვიათი ფრინველთა სახეობების, [[სავათი]]სა (Otis tarda) და [[სარსარაკი]]ს (Tetrax tetrax) მცირერიცხოვანი გუნდები. ისინი შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში. ნანახია შავი [[ყარყატი]]ს (Ciconia nigra) ბუდე.
 
ქვეწარმავალთაგან აღსანიშნავია [[ხმელთაშუაზღვის კუ]] — (Testudo graeca), [[დასავლური მახრჩობელა]] (Eryx jacululs), [[აზიური თვალტიტველა ხვლიკი]] (Ablepharus pannonicus), [[გრძელფეხება სცინკი]] (Eumeces shneideri), [[გიურზა]] (Vipera lebetina), [[ოთხზოლიანი მცურავი]] (Elaphe guatuorliniata) და სხვები.
 
მდინარეებში გავრცელებულია [[ლოქო]] (Silurus glanis), [[ფარგა]] (Lucioperca lucioperca), [[ამიერკავკასიური ბლიკა]] (Blicca bjoerkna), [[კობრი]] (გოჭა) (Cyprinus carpio), [[შამაია]] (Chalacalburnus chalcoides), [[მდინარის ღორჯო]] (Gobius cephalarges), [[წვერა (სახეობა)|წვერა]] (Barbus lacerta), [[კავკასიური ქაშაპი]] (Leuciscus cephalus) და სხვა.
 
ზოგიერთი სახეობა [[ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი]]ს ([[IUCN]]) წითელ ნუსხაშია შეტანილი.
 
== ბუნების ძეგლები ==
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის, აგრეთვე, სამი ბუნების ძეგლი. ისინი ფარდობითად მცირე ზომის ტერიტორიებზეა განლაგებული:
 
=== ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი ===