როგორ შევხვდი დედათქვენს: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 54:
</gallery>
 
* '''[[ტედ მოსბი]]''', სერიალის მთავარი გმირი, პროფესიით არქიტექტორი და შემდგომში კოლეჯის პროფესორი. სერიალში ტედის როლს [[ჯოშ რადნორი]] ასრულებს. იგი თავის ვაჟსა და ქალიშვილს მთელი სერიალის განმავლობაში მოუთხრობს, თუ როგორ გაიცნო მათი დედა, თუმცა რეალურად ეს უფრო მისი ზრდასრულობის ამბებია. სიუჟეტის თხრობა იწყება 2005 წლიდან, როდესაც ტედი თავისი კოლეჯის დროინდელ წყვილ მეგობრებთან, მარშალ ერიკსენთან და ლილი ოლდრინთან ერთად ცხოვრობს მანჰეტენზე. მას თავის ოჯახთან არ აქვს ახლო ურთიერთობა და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იგებს, რომ მისი მშობლები განქორწინდნენ. ტედი წარმოშობით ოჰაიოდანაა, თუმცა შემდგომში თავის მეგობრებთან ერთად გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც იგი ნამდვილ სიყვარულს ეძებს. იგი მარშალთან, ლილისთან და თავის კიდევ ერთ მეგობართან, მექალთანე ბარნი სტინსონთან ერთად ყოველ საღამოს დადის „მაკლარენსის ბარში“, სადაც სიყვარულის ძიებაში გადააწყდება რობინ შერბაცკის, რომელიც მაშინვე შეუყვარდა, თუმცა რობინს არ სურს სერიოზული ურთიერთობები, ამიტომაც ისინი მთელი სიუჟეტის მანძილზე შორდებიან და შემდეგ ისევ ერთად არიან. დაშორების პერიოდებში ტედს რომანი ჰქონდა არაერთ ქალთან, მათ შორის რამდენიმე სერიოზული. თავდაპირველად იგი თავისი მეგობრის, სტიუარტის ქორწილში შეხვდა კონდიტერ ვიქტორიას, რომელიც შემდგომში ტედს შორდება და გერმანიაში მიდის სასწავლებლად. ხანგრძლივი ძიების შემდეგ იგი კიდევ ერთ სერიოზულ ურთიერთობას იწყებს თავის ექიმ სტელასთან, რომელმაც იგი ქორწილის დღეს მიატოვა. იმავდროულად, პერიოდულად იკვეთება მონაკვეთები, თუ როგორ გაიცნო ტედმა თავისი მეუღლე, მაგრამ იგი მხოლოდ სიუჟეტის ბოლოს ჟანს, მანამდე კი იგი მას მხოლოდ როგორც „დედათქვენს“ ისე მოიხსენიებს შვილებთან თხრობისას. ტედი თავის მეუღლეს, ტრეისი მაკკონელს თავისი ცხოვრების სიყვარულის, რობინ შერბაცკისა და მეგობრის, ბარნი სტინსონის ქორწილში შეხვდა, სადაც ტრეისი გიტარაზე უკრავდა. ისინი მალევე დაახლოვდნენ, დაქორწინდნენ და ორი შვილიც შეეძინათ, მაგრამ როგორც ბოლოს ირკვევა ტრეისი გარდაიცვალა და ტედი ამ ამბის თხრობას შვილებს მისი გარდაცვალებიდან შვიდი წლის შემდეგ უყვება იმ იმედით, რომ ისინი გაუგებენ რატომ სურს კვლავ უკვე განქორწინებულ რობინთან ყოფნა.
 
*'''[[მარშალ ერიკსენი]]''', ტედ მოსბის საუკეთესო მეგობარი და სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი. სერიალში მის როლს [[ჯეისონ სეგელი]] ასრულებს. მარშალი წარმოშობით [[ნორვეგიელები|ნორვეგიელი]], თუმცა მინესოტაში დაბადებული და აღზრდილი კაცია, რომელიც [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]] კოლეჯის დამთავრების შემდეგ გადავიდა. იგი რომანტიკოსი და მეოცნებეა, რომელმაც თავისი მთელი ცხოვრების სიყვარული — ლილი ოლდრინი, კოლეჯის პირველ დღეს გაიცნო, როცა მან მარშალს გაფუჭებული რადიოს შეკეთება სთხოვა. ამის შემდეგ მარშალი, ლილი და ტედი ათი წლის მანძილზე ერთად ცხოვრობდნენ ჯერ კოლეჯში, შემდეგ კი მანჰეტენზე, სადაც დაუმეგობრდნენ ბარნი სტინსონსა და რობინ შერბაცკის. იგი პროფესიით იურისტია და გარემოს დაცვაზე ოცნებობს, თუმცა ფინანსური ფაქტორების გამო იძულებულია უზარმაზარ კორპორაციაში იმუშავოს. მან ლილის ორჯერ სთხოვა ხელი და ორჯერვე თანხმობა მიიღო, მაგრამ პირველ ჯერზე ლილიმ თავისი ოცნებების ასრულება მოისურვა, მარშალს დაშორდა და სან-ფრანცისკოში გადავიდა ხატვის სასწავლად, მაგრამ მალევე უკან დაბრუნდა და მარშალს შეურიგდა, რის შემდეგაც დაქორწინდნენ და ბავშვებიც გააჩინეს.
 
*'''[[რობინ შერბაცკი]]''', ტედ მოსბის ცხოვრების სიყვარული და სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი. სერიალში მის როლს [[კობი სმულდერსი]] ასრულებს. რობინი დაიბადა და აღიზარდა კანადაში[[კანადა]]ში, სადაც იგი ჯერ მამის ზეწოლის ქვეშ იყო, რომელსაც მისი ბიჭად აღზრდა სურდა, შემდეგ კი თინეიჯერი პოპ-ვარსკვლავი გახდა. საბოლოოდ რობინი ჟურნალისტი გახდა და ნიუ-იორკში გადასახლდა, სადაც ტელე-წამყვანად მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო ტედ მოსბი და დაუახლოვდა მის მეგობრებს. მთელი სიუჟეტის მანძილზე, რობინს ტედი უყვარს, მაგრამ სერიოზული ურთიერთობები არ სურს, რის გამოც ხშირად შორდება და ურიგდება მას. მასთან დაშორების პერიოდში იგი ჯერ არგენტინაში, შემდეგ კი იაპონიაში წავიდა სამუშაოდ, მაგრამ კვლავ უკან დაბრუნდა. საბოლოოდ რობინი ტედის მეგობარ ბარნი სტინსონს დაუმეგობრდა, რომელსაც ცოლადაც გაჰყვა, მაგრამ ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა და მალევე განქორწინდა.
*'''[[ბარნი სტინსონი]]''', ტედ მოსბის მეგობარი და სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი. სერიალში მის როლს ნილ პატრიკ ჰარისი ასრულებს, რომელიც ამ სერიალის ერთ-ერთი იდეის ავტორიცაა. როგორც მან განაცხადა ბარნის პროტოტიპი ჯონ ბელუში იყო. ბარნი მექალთანე, მდიდარი ამერიკელი კაცია, რომელიც დიდ კორპორაციაში მუშაობს და გიჟდება ქალებსა და კოსტიუმებზე. მისი ხასიათი სოციოპათისაკენ იხრება და გამუდმებით ცდილობს ყურადღების ცენტრში ყოფნას. არის მეტად აზარტული და ცდილობს ყველა ქალთან დაწოლას, გამონაკლისი არც მისი საუკეთესო მეგობრები: ლილი და რობინი არიან. იგი ეფლირტავება ტედის დედასა და დასაც. მას ახლო ურთიერთობა აქვს თავის შავკანიან, გეი ნახევარ-ძმასთან. ბარნიმ არ იცის ვინაა მისი ნამდვილი მამა და ცდილობს მისი ვინაობის გარკვევას, ასევე ხანში შესულ დედას ატყუებდა, რომ ცოლ-შვილი ჰყავდა, რომლებიც რეალურად დაქირავებული მსახიობები იყვნენ. საბოლოოდ მას რობინ შერბაცკი შეუყვარდა, რომელზეც სერიალის ბოლო სეზონში ქორწინებდა, თუმცა ქორწინება მეტად უიღბლო აღმოჩნდა და მალევე განქორწინებით დასრულდა.
*'''[[ლილი ოლდრინი]]''', ტედ მოსბის მეგობარი და სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი. დაბადებით ნიუ-იორკელი გოგონა, რომელიც აღიზარდა [[ფემინიზმი|ფემინისტი]] დედისა და გამომგონებელი მამის ოჯახში. მან ტედი და მარშალი კოლეჯის პირველ დღეს გაიცნო, როდესაც მარშალს გაფუჭებული რადიოს შეკეთება სთხოვა, რის შემდეგაც იგი შეუყვარდა და მასთან და ტედთან ერთად ცხოვრობდა მანჰეტენზე, რა დროსაც იგი საბავშვო ბაღში მასწავლებლად მუშაობდა. ათწლიანი ურთიერთობის შემდეგ მარშალმა მას ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო, მაგრამ ლილის თავისი სამხატვრო ოცნების ასრულება მოუნდა, რის გამოც დაშორდა მარშალს და [[სან-ფრანცისკოშიფრანცისკო]]ში გადასახლდა ფერწერის შესასწავლად. სამ თვეში იგი უკან დაბრუნდა და მარშალს შეურიგდა, რის შემდეგაც ისინი მალევე დაქორწინდნენ და ახალი სახლიც იყიდეს, სადაც ბედნიერად ცხოვრობენ თავიანთ შვილებთან ერთად.
*'''[[დედა (როგორ შევხვდი დედათქვენს)|ტრეისი მაკკონელი]]''', ტედ მოსბის ერთადერთი მეუღლე, რომელთან შეხვედრის ისტორიასაც ეძღვნება მთელი სერიალი. ტრეისი მხოლოდ მერვე სეზონის ბოლოს გამოჩნდა, თუმცა მისი პერსონაჟი აქტიურად მხოლოდ მეცხრე სეზონში შემოდის, სადაც იგი რობინისა და ბარნის ქორწილში დაქირავებულ მუსიკალურ ბენდში უკრავს გიტარაზე. ტედი და ტრეისი ძალიან მალე დაახლოვდნენ და დაქორწინდნენ, მაგრამ მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ბედნიერებიც იყვნენ. ქორწინებაში ტრეისიმ ორი შვილი გააჩინა: პენი და ლუკი. როგორც სერიალის ბოლო სერიაში ირკვევა, ტრეისი 2024 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა, რის შემდეგაც დაქვრივებულმა ტედმა შვიდი წელი მარტოობაში გაატარა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო რობინთან დაახლოვებაზე კვლავ ფიქრი.
 
== სეზონების მიმოხილვა ==
ხაზი 90:
2030 წელს, ტედ მოსბი (სადაც მსახიობ ჯოშ რადნორის ნაცვლად ბობ საგეტის ხმა ისმის) თავის ქალიშვილ პენისა და ვაჟს, ლუკასს უყვება ისტორიას, თუ როგორ შეხვდა მათ დედას, ისტორია კი ძალიან შორიდან, 2005 წლიდან იწყება.
 
პირველი სერია იწყება 2005 წლის 19 სექტემბერს, სადაც ვითარება ხდება ნიუ-იორკში, კერძოდ კი [[მანჰეტენი|მანჰეტენზე]] მცხოვრებ 27 წლის არქიტექტორ [[ტედ მოსბისამოსბი]]სა და მისი კოლეჯის ორ საუკეთესო მეგობართან: [[მარშალ ერიკსენი|მარშალ ერიკსენსა]] და [[ლილი ოლდრინი|ლილი ოლდრინთან]], რომლებიც იმავროულად შეყვარებულები არიან და ტედთან ერთად ცხოვრობენ. ამ პერიოდისათვის მარშალი სამართლის სტუდენტია, ხოლო ლილი საბავშვო ბაღის მასწავლებელი, რომლის ოცნებაა, რომ გახდეს მხატვარი. ლილი და მარშალი ცხრა წლის მანძილზე ცხოვრობენ ერთად და საბოლოოდ, სერიალის პირველ სერიაში მარშალი მას ცოლობას სთხოვს, რაზეც ლილი დასთანხმდა. სწორედ ამის შემდეგ იწყებს ტედი დაოჯახებაზე სერიოზულ ფიქრს და ცდილობს მარშალის მსგავსად იპოვნოს თავისი იდეალური მეორე ნახევარი. ტედი დახმარებას თავის ერთ-ერთ საუკეთესო მეგობარ [[ბარნი სტინსონი|ბარნი სტინსონს]] სთხოვს, რომელიც გამოუსწორებელი მექალთანეა და „დიდი გოლიათის ნაციონალურ ბანკში“ მუშაობს მაღალ თანამდებობაზე. აღსანიშნავია, რომ ხშირად ბარნი, თავისი უღირსი ქმედებების გამო ზიზღს იწვევს ტედში, თუმცა იგი მაინც მის მეგობრად რჩება. ბარნის, ტედს, მარშალსა და ლილის ტრადიცია აქვთ, რომ ყოველდღიურად იკრიბებიან მათი სახლის ქვეშ მდებარე „მაკლარენსის“ პატარა ბარში, სადაც სვამენ და საუბრობენ, ბარნკი კი ამ დროს ახალ ქალებთან დასაახლოვებლად იყენებს. იგი ყველაფერზეა წამსვლელი, რათა ქალი საწოლში შეიტყუოს. ამისათვის იგი იყენებს ფოკუსებს, ცრუ ისტორიებს, ტყუილ პირადობის მოწმობებსა და ხანდახან ტედის სახელსაც კი, თუმცა წარმატების მიღწევისა და ქალთან ერთი ღამის გატარების შემდეგ იგი მისდამი ინტერესს კარგავს და უკვალოდ ქრება.
 
მარშალისა და ლილის ნიშნობით მოხიბლული ტედი მაკლარენსში იწყებს თავისი მეორე ნახევრის ძებნას, სადაც მოულოდნელად შენიშნა ლამაზი გარეგნობის კანადელი რეპორტიორი [[რობინ შერბაცკი]], რომელიც მაშინვე შეუყვარდა და პაემანზე დაპატიჟა. იგი რობინს სიყვარულში პირველივე პაემანზე გამოუტყდა, რაც მათი დაშორების მიზეზად იქცა, რადგან რობინს არ სურს სერიოზული ურთიერთობები. მიუხედავად ამისა, რობინი მალევე დაუახლოვდა ლილის, რომლის გზითაც იგი მალევე გახდა ამ სამეგობროს განუყოფელი ნაწილი. „მომავლის ტედის“ მონათხრობი ცხადყოფს, რომ რობინი არაა ტედის მეუღლე, რადგან ისიც და მისი შვილებიც, თხრობისას მას „დეიდა რობინს“ უწოდებენ.
 
რობინთან განცდილი მარცხის შემდეგ, ტედმა ახალი ურთიერთობა დაიწყო კონდიტერ ვიქტორიასთან, რომელიც თავისი მეგობრის, სტიუარტისა და კლაუდიას ქორწილში გაიცნო. ვიქტორიასთან დაწყებულმა ურთიერთობამ რობინი აეჭვიანა, რამაც იგი მიახვედრა, რომ ტედი უყვარდა, ამიტომაც ფარული და უწყინარი გზებით ცდილობდა მათ დაშორებას, რაც იმაში გამოიხატება, რომ იგი ყველანაირად ცდილობდა ვიქტორია ტედთან დაშორებაში დაერწმუნებინა. მიუხედავად კარგი ურთიერთობისა, ვიქტორია სასწავლებლად წავიდა გერმანიაში. ამის მიუხედავად მან და ტედმა, გარკვეული დროით შეინარჩუნეს ურთიერთობა, იგი მას გერმანიიდან კექსებსაც უგზავნიდა, მაგრამ ერთხელაც ვიქტორიამ ტედს აღარ დაურეკა. ამაზე გაბრაზებული ტედი ღამით რობინთან ავიდა და მასთან დაწოლა დააპირა, რა დროსაც რობინს მოატყუა, რომ იგი ვიქტორიას დაშორდა. იმავე ღამეს ვიქტორიამ ტედს დაურეკა, რა დროსაც ზარს რობინმა უპასუხა და ყველაფერი გაირკვა. ამის გამო ტედი რობინსაც დაშორდა და ვიქტორიასაც, მაგრამ რობინს წყენამ მალე გადაურა და ტედს შეურიგდა.
ხაზი 101:
მეორე სეზონის დასაწყისში ტედი და რობინი წყვილად გვევლინება, ხოლო მარშალი ლილისთან დაშორების გამო დეპრესიაშია. იგი ცდილობს ცხოვრება გააგრძელოს ლილის გარეშე, თუმცა მრავალი ემოციური კრახის შემდეგ დახმარებას ბარნის სთხოვს, რომელიც მარშალს ასწავლის კარგად ჩაცმასა და ქალებთან ურთიერთობას, თუმცა ყოველ ჯერზე, როდესაც მარშალი რომელიმე ქალს უახლოვდება, ბარნი მას კვლავ აშორებს. რადგანაც ტედი უკვე სასიყვარულო ურთიერთობაში იყო, ბარნის ახალი „მეორე პილოტი“ გახდა, ანუ იგი მას ეხმარებოდა ქალებთან „დაახლოვებაში“. ბარნი ყველანაირად ცდილობს მისთვის ფლირტის ხელოვნების სწავლებას, მაგრამ მარშალს უმეტესად არაფერი გამოსდის. მარშალი ქალებზე შთაბეჭდილებას ვერ ახდენს, მაგრამ საბოლოოდ მოიპოვა ერთი ბარისტას ნომერი. მოგვიანებით, ლილიმ გააცნობიერა, რომ მისგან კარგი მხატვარი არ გამოვა, რის გამოც ნიუ-იორკში დაბრუნდა. თავდაპირველად ლილი და მარშალი არ შერიგებულან, რადგან მარშალი ერთ გოგონასთან იყო ურთიერთობაში, რომელსაც მათ სამეგობროში „შეშლილ თვალებიანს“ უწოდებდნენ, რის გამოც ლილის ძალიან პატარა, არაკომფორტულ ბინაში უხდებოდა ცხოვრება. საბოლოოდ მარშალი „შეშლილ თვალებიან“ გოგონას დაშორდა და ლილის შეურიგდა. იმავდროულად ტედმა რობინი თავის მშობლებს გააცნო, რა დროსაც შემთხვევით გაიგო, რომ ისინი ერთი წლის გაშორებულები იყვნენ, ორივეს სხვასთან ჰქონდა ურთიერთობა და ბებიამისიც გარდაცვლილიყო.
 
ამ პერიოდში, რობინმა უარი განაცხადა მათთან ერთად სავაჭრო ცენტრში წასვლაზე, რის გამოც მარშალმა გამოთქვა ეჭვი, რომ უარის მიზეზი ის იყო, რომ იგი ჯერ კიდევ კანადაში ცხოვრებისას დაქორწინდა სავაჭრო ცენტრში. ამის საწინააღმდეგოდ, ბარნიმ განაცხადა, რომ რობინი არა გათხოვილი, არამედ პორნო-ვარსკვლავი იყო. ამის გამო მარშალმა და ბარნიმ სანაძლეო დადეს, რის მიხედვითაც გამარჯვებული დამარცხებულს სილას გააწნიდა, თავიანთ „სილის გაწვნის მსაჯად“ კი ლილი აირჩიეს. როგორც შემდგომში გაირკვა, რობინი არც გათხოვილი იყო და არც [[პორნო]]-ვარსკვლავი, არამედ იგი თინეიჯერობისას კანადაში პოპ-ვარსკვლავი იყო „რობინ სპარკლსის“ სახელით და მისი ყველაზე ცნობილი ჰიტი იყო „მოდი წავიდეთ სავაჭრო ცენტრში“. ბარნიმ მარშალს სილა ნაადრევად გააწნა, რის გამოც იგი ლილიმ დასაჯა და მარშალმა მისთვის ხუთი სილის გაწვნის უფლება მიიღო ნებისმიერ დროს. მისი ხუთი სილიდან, მარშალმა მეორე სეზონში მხოლოდ ორი გამოიყენა. იმავდროულად გაირკვა, რომ ბარნის შავკანიანი გეი ნახევარ-ძმა ჰყავდა. ბარნის ძმამ, ჯეიმზმა არ იცოდა მამის ვინაობა, თუმცა ბარნის დედა ატყუებდა, რომ მამამისი ცნობილი ტელე-წამყვანი ბობ ბარკერი იყო. ამის გამო ბარნი კალიფორნიაში წავიდა, რათა მონაწილეობა მიეღო გადაცემა „სწორ ფასში“, რომლის წამყვანიც იყო ბობ ბარკერი. მისი აზრით იგი ამ დროს მამას შეხვდა. აღსანიშნავია, რომ მან გადაცემის კონკურსში გაიმარჯვა კიდეც და მოგებული პრიზი ლილისა და მარშალს აჩუქა, როგორც ნაადრევი საქორწინო საჩუქარი.
 
მეორე სეზონის ფინალში, ტედი ბარნის აცნობებს, რომ ის და რობინი განსხვავებული შეხედულებების გამო შორდებიან, რადგან რობინს არ სურდა ქორწინება და შვილები, თუმცა მათ ეს არავის უთხრეს, რადგან ლილისა და მარშალის საქორწინო ბედნიერება არ გაეფუჭებინათ. აღსანიშნავია, რომ მათი დაშორების მიზეზად შამპანურის ჭიქა იქცა, სადაც საქორწინო ბეჭედი ეგდო. ტედმა რობინი ერთად ყოფნის წლისთავის აღსანიშნავად იმ რესტორანში წაიყვანა, სადაც პირველ პაემანზე, შემდეგ კი ოფიციანტმა რობინს ეს ჭიქა მიუტანა, რასაც მათი ჩხუბი და დაშორება მოჰყვა, მაგრამ როგორც გაირკვა, ეს ჭიქა რობინისთვის კი არა, არამედ მათი გვერდით მჯდომი წყვილისთვის იყო განკუთვნილი და უბრალოდ ოფიციანტს აერია. საბოლოოდ სეზონი მთავრდება ლილისა და მარშალის ქორწილით, სადაც ტედი და რობინი ბარნის დაშორების ამბავს უყვებიან. აქ, უკანასკნელ ეპიზოდში ჩანს ბარნი, სადაც იგი ამბობს თავის საფირმო ფრაზას: „ეს იქნება ლეგენ... მოიცადეთ...“
 
=== მესამე სეზონი ===
მესამე სეზონი იწყება ისევ ბარნის გამოჩენას, სადაც იგი ასრულებს თავის საფირმო ფრაზას და ამბობს: „დარული“. როგორც აღმოჩნდა, დაშორების შემდეგ რობინი არგენტინაში[[არგენტინა]]ში წავიდა სამოგზაუროდ, სადაც თავის ახალ შეყვარებულ გაელთან ერთად დაბრუნდა, რომლის როლსაც [[ენრიკე იგლესიასი]] ასულებს. ტედი ბარნისთან ერთად ცდილობს შეეგუოს რობინის გაელთან ყოფნას. იმავდროულად, მარშალი და ლილი, როგორც ახლადდაქორწინებული წყვილი, გადაწყვეტენ ახალ სახლში გადასვლას, რომლის ფულიც არ აქვთ. მათ იმდენად მოეწონებათ ერთი სახლი, რომ მარშალი გადაწყვეტს თავისი მთელი ცხოვრების ოცნებაზე — გარემოს დაცვაზე თქვას უარი და ბარნისთან, დიდ კორპორაციაში იწყებს მუშაობას ადვოკატად. იმავდროულად ირკვევა, რომ ლილის საშინელი საკრედიტო ისტორია და ათასობით დოლარის ოდენობის ვალი აქვს, რომელიც წლების მანძილზე დააგროვა ახალი საკრედიტო ბარათებით ტანსაცმლის ყიდვისას. ყოველივე ეს რობინმა გაიგო, რომელიც აიძულებს ლილის, რომ ამ ამბის შესახებ მარშალს მოუყვეს. ყველაფრის მიუხედავად, მარშალის ახალი სამსახურის წყალობით მათ შეძლეს ლილის ვალების გასტუმრება და ახალი საოცნებო სახლის ყიდვა, რომელსაც, როგორც რობინმა აღმოაჩინა მეტად დახრილი იატაკი ჰქონდა, იმდენად დახრილი, რომ მასზე ნივთები ქვემოთ სრიალებდა. სწორედ ამ დროს, მადლიერების დღეზე მარშალმა ბარნის თავისი მესამე სილა გააწნა. ამ დროისათვის რობინი უკვე დაშორებული იყო გაელთან და კიდევ ერთ მამაკაცთან, რომელთან დაშორების მიზეზიც ასაკობრივი სხვაობა იყო.
 
მესამე სეზონის შუაში, ტედი შვილებს უყვება, რომ მათ დედას ყვითელი ქოლგის დამსახურებით შეხვდა. მან წმინდა პატრიკის დღესასწაულზე ყვითელი ქოლგა ღამის კლუბში იპოვნა და სახლში წაიღო, რომელიც მის მომავალ მეუღლეს ეკუთვნოდა, მაგრამ ისინი ერთმანეთს არ შეხვედრიან. იმავე დღესასწაულზე, ახლადგაცნობილი ქალის გავლენით, კუდუსუნთან პეპლის ტატუ გაიკეთა, რომლის მოსაშორებლადაც ახალგაზრდა, ლამაზ ექიმთან დაიწყო სიარული, რომელსაც სტელა ერქვა. ტედს სტელა მაშინვე მოეწონა, მაგრამ მან შეხვედრაზე უცნობი მიზეზის გამო უარი უთხრა. სტელასთან განვლილი ათი სეანსის პერიოდში, ტედმა იგი შეხვედრაზე დაითანხმა და გაირკვა, რომ უარის მიზეზი ქალიშვილი იყო, რომელსაც სტელას ყოფილი ქმრისგან ჰყავდა. მათი ურთიერთობა „ორწუთიანი პაემნით“ დაიწყო. სტელა ტედს ეუბნებოდა, რომ მასთან შესახვედრი დრო არ ჰქონდა, რადგან გამუდმებით მუშაობდა და შესვენებისთვის მხოლოდ ორი წუთი ჰქონდა. ერთხელად, სწორედ ამ ორ წუთში სტელა წაიყვანა სადილზე, ესაუბრა, დაპატიჟა ყავაზე, ფილმზე და საბოლოოდ აკოცა კიდეც, რითაც სტელა მოიხიბლა. იმავდროულად ბარნი რობინთან დაწვა, რამაც განარისხა ტედი და გადაწყვიტა, რომ ბარნისთან აღარ ემეგობრა. ამ პერიოდში, უცნობი ქერათმიანი ქალი იწყებს დივერსიულ მოქმედებებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქალები ბარნის აღარ ენდონ. როგორც შემდეგში გაირკვა, უცნობი დივერსანტი სტელას მდივარი ები (რომლის როლშიც [[ბრიტნი სპირსი]] გამოდიოდა) იყო, რომელმაც ერთი ღამე გაატარა ბარნისთან და შემდეგ იგი ბარნიმ მიატოვა.
 
სეზონის ფინალში ტედი ტაქსში ჯდება, რა დროსაც იგი ავტოკატასტროფაში ხვდება და საავადმყოფოში აწვენენ. მასთან მისასვლელ გზაზე ბარნი ავტობუსს შეეჯახა და უამრავი ტრავმა მიიღო. იგი ზუსტად იმ საავადმყოფოში დააწვინეს სადაც ტედი. ამის შემდეგ ტედი მიხვდა, რომ ბარნი ნამდვილად ზრუნავდა მასზე, რის გამოც საბოლოოდ შეურიგდა მას. ამის შემდეგ, ტედმა სტელას ხელი სთხოვა, რა დროსაც ბარნი მიხვდა, რომ რობინი უყვარდა.
 
=== მეოთხე სეზონი ===
მეოთხე სეზონის დასაწყისში სტელა ტედს ცოლობაზე თანხმობას ეუბნება, რის შემდეგაც რობინი იაპონიაში[[იაპონია]]ში მიდის სამუშაოდ, მაგრამ ახალ ქვეყანას ვერაფრით შეეგუა, რის გამოც თანამდებობიდან მალევე გადადგა და უკან დაბრუნდა. რობინმა გააცნობიერა, თუ როგორ ენატრებოდა მეგობრები, რომელთაც იგი ტედის ქორწილში შეხვდა. საბოლოოდ სტელა ჯვრისწერამდე რამდენიმე წუთით ადრე შეურიგდა თავის ყოფილ ქმარს და მასთან ერთად გაიქცა, ტედს კი გამოსამშვიდობებელი წერილი დაუტოვა. ამ დროს ბარნიმ რობინის გულის მოსაგებად დაიწყო ბრძოლა, რომელმაც უბინაობის გამო ტედთან ერთად დაიწყო ცხოვრება, თუმცა ამჯერად უკვე როგორც მეგობარმა. ამავდროულად მარშალმა ბარნისთან, გოლიათის ბანკში მაღალი თანამდებობა მიიღო და გაუმჯობესებული ფინანსური მდგომარეობის გამო ის და ლილი ახალ სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად, რობინი კი მათ ოთახში შესახლდა.
 
ახალ სახლში გადასულმა მარშალმა და ლილიმ იმაზე დაიწყეს საუბარი, იყვნენ თუ არა მზად ბავშვების გასაჩენად. ამავდროულად, რობინის უმუშევრობის გამო, მის სამუშაო ვიზას ვადა გაუვიდა და კანადაში დეპორტაციის საფრთხის წინაშე დადგა. ამით ისარგებლა ბარნიმ და გადაწყვიტა მისი დახმარება. ბარნიმ მას ახალი რეზიუმე გაუკეთა, რის შემდეგაც რობინი მალევე აიყვანეს სამუშაოდ ახალი ამბების ტელე-წამყვანად, რომელიც დილის ოთხ საათზე იწყებოდა. ამ დროს აღმოჩნდება, რომ რობისრობინს უამრავი მავნე ჩვევა აქვს, რაც ტედს აღიზიანებს. ამის გამო მათ შეთანხმება დადეს, რომ ყოველთვის, როდესაც ჩხუბის პირას იქნებოდნენ სექსით დაკავდებოდნენ. ყოველივე ამან დიდად გააღიზიანა ბარნი, რომელიც ყველანაირად ცდილობდა მათი შეთანხმებისათვის ხელის შეშლას, მათ შორის, მათი სახლის დალაგებითაც კი. საბოლოოდ ტედი მიხვდა, რომ ბარნის რობინი უყვარდა, რის გამოც მასთან დადებული შეთანხმება გააუქმა.
 
შეთანხმების გაუქმებიდან მალევე ტედი თავისი კოლეჯის დროინდელ შეყვარებულ კარენს დაუბრუნდა, რომელმაც წარსულში არაერთხელ უღალატა მას, რის გამოც ლილისა და მარშალს სძულდათ იგი. საბოლოოდ ლილიმ ტედის საწოლში რობინის საყურე ჩააგდო, რომელიც კარენმა იპოვნა და ღალატის ბრალდებით დაშორდა ტედს. ამის შემდეგ მალევე გაირკვა, რომ ლილი წლების მანძილზე, დივერსიულად აშორებდა ტედს იმ გოგონებს, რომელთაც თვლიდა, რომ მისი შესაფერისები არ იყვნენ, მათ შორის რობინსაც კი. მიუხედავად მცირე განხეთქილებისა, მეგობრები მალევე შერიგდნენ და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ამის შემდეგ ბარნი რიგით მეორასე ქალთან გაატარებს ღამეს, რის შემდეგაც იგი ეჭვქვეშ აყენებს თავის განვლილ გზასა და სამომავლო გეგმებს, რის გამოც მისი რობინისადმი სიყვარული კიდევ უფრო გამძაფრდა. იმავდროულად ტედი სამსახურიდან მიდის და საკუთარ არქიტექტორულ კომპანიას, „Mosbius Desings“ აარსებს, რომლის ოფისიც მისივე სახლშია. სულ მალე რობინმა მის სიმპათიურ თანაშემწესთან გააბა რომანი, რაც მისი დათხოვნის მიზეზად იქცა. ტედს იმდენად ეშინოდა ბიზნესში წარუმატებლობის, რომ დიდი ხნის მანძილზე უარს აცხადებდა კლიენტების აყვანაზე. ამის გამო ბარნიმ იგი თავისთან აიყვანა სამუშაოდ და გოლიათის ბანკის სათაო ოფისის დაპროექტება დაავალა, თუმცა ეკონომიკური კრიზისის გამო კომპანიამ მშენებლობა შეაჩერა, რასაც მარშალი და ბარნი ტედს მთელი თვის მანძილზე უმალავდნენ.
ხაზი 133:
 
=== მეექვსე სეზონი ===
მეექვსე სეზონის დასაწყისში, ტედი კვლავ სინდისთან ერთადაა, რომელიც მართალია მისი მომავალი მეუღლის თანამოსახლეა, მაგრამ იქ ერთხელად ვერ შეხვდა. ამავდროულად ბარნიმ ტედი გოლიათის ბანკის ახალი შტაბის არქიტექტორად დაიქირავა. გოლიათის ბანკს სურს, რომ დაანგრიოს ნიუ-იორკში მდებარე ძველი, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სასტუმრო და მის ადგილას თავისი სათაო ოფისი ააშენოს, რაც ტედს დაევალა, რომლის მთელი ცხოვრების ოცნება იყო, რომ ნიუ-იორკში ცათამბჯენი აეშენებინა. თუმცა, ამ ყველაფერთან წინააღმდეგობაში მოდის მისი ახალი სასიყვარულო ურთიერთობა ზოი პირსონთან, რომელიც აქტივისტია და ისტორიული მნიშვნელობის სასტუმროს დანგრევას აპროტესტებს. მთელი სეზონის განმავლობაში ტედი დილემის წინაშეა: ააგოს ცათამბჯენი და დაანგრიოს სასტუმრო „არკადიანი“ თუ პირიქით, ხელი შეუშალოს მის დანგრევას და ზოისთან ურთიერთობა შეინარჩუნოს. საბოლოოდ მან მაინც ზოი აირჩია, თუმცა როგორც გაირკვა იგი მდიდარ კაცზე იყო დაქორწინებული, რომელსაც გემების სიყვარულის გამო მეტსახელად კაპიტანს ეძახდნენ (მის როლს [[კაილ მაკლაქლენი]] ასრულებს). ამის გამო ტედი ზოის დაშორდა, რის გამოც მან და გოლიათის ბანკმა გაიმარჯვეს სასამართლო პროცესზე, რომლითაც გადაწყდა სასტუმრო არკადიანის დანგრევა.
 
ლილი და მარშალი, რომლებმაც მეხუთე სეზონში განიზრახეს ბავშვის გაჩენა, სექსუალურ ცხოვრებას აგრძელებენ იმ იმედით, რომ ლილი დაორსულდება. დრო გადიოდა, ლილი კი ვერ ფეხმძიმდებოდა, რის გამოც მან შესამოწმებლად ბარნის ორეულ გინეკოლოგს მიმართა, რომელმაც განუცხადა, რომ დაორსულების პრობლემები ჰქონდა, რაც მათთვის დიდი დარტყმა იყო. სწორედ ამ დროს გარდაიცვალა მარშალის მამაც, რაც მან ძალიან განიცადა. განადგურებულმა მარშალმა ყველაფერი მიატოვა, თუმცა მისი მეგობრები ყველანაირად ცდილობდნენ მის გამხნევებას. მარშალი ყველანაირად ცდილობდა მამის სიკვდილით გამოწვეული ტრამვის დავიწყებასა და ცხოვრების გაგრძელებას. სწორედ ამ პერიოდში მარშალი წამოვიდა გოლიათის ბანკიდან და თავისი ოცნების სამსახურში დაიწყო მუშაობა გარემოს დამცველ იურისტად. ამის გამო ზოიმ მარშალი დაიქირავა, როგორც ადვოკატი, რომელთან ერთადაც უშედეგო ბრძოლა წამოიწყო არკადიანის გადასარჩენად. სეზონის დასასრულისათვის ლილი გაიგებს, რომ ორსულადაა.
ხაზი 139:
ბარნიმ თავის მეგობრებთან საბოლოოდ აღიარა, რომ ბობ ბარკერი არაა მისი ნამდვილი მამა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ბარნის დედამ სახლის გაყიდვა გადაწყვიტა და ნივთების ჩალაგებისას ნოსტალგია მოეძალა. ბარნის დედამ, ლორეტამ მას ფურცელზე დაუწერა მისი ნამვილი მამის სახელი, თუმცა მან მისი გაგება არ ისურვა, რადგანაც არ უნდოდა იმ კაცის ვინაობის გარკვევა, რომელმაც ის და დედამისი მიატოვა. თუმცა, ამის მიუხედავად, მარშალის მამის დაკრძალვაზე ბარნიმ ლორეტას განუცხადა, რომ ბიოლოგიური მამის გაცნობა მაინც სურდა. საბოლოოდ მამამისი ჯერი უაიტკერი აღმოჩნდა, რომელიც მთელი ბავშვობა ახლოს იყო ბარნისთან და მას იგი უბრალოდ კეთილი ბიძია ეგონა. როგორც შემდგომში გაირკვა ჯერის სურდა მისთვის მამობის გაწევა და ლორეტაზე ქორწინება, თუმცა ლორეტამ ეს არ ისურვა და საბოლოოდ აუკრძალა კიდევაც ვაჟთან კონტაქტი. ბარნი მამასთან ურთიერთობის დალაგებას გადაწყვეტს, რა დროსაც გაიცნობს რობინის თანამშრომელ ნორას, რომლის მიმართაც გრძნობები გაუჩნდა. პირველი დაშორების შემდეგ ბარნი და ნორა სეზონის ბოლოს შერიგდნენ, რა დროსაც ბარნიმ ის ყავაზე დაპატიჟა.
 
რობინი დილის ოთხ საათზე მიმდინარე ახალ თოქ-შოუში იწყებს მუშაობას, რომელსაც ჰქვია „Come on, Get Up, New York!“, ანუ „მოდი„მიდი, გაიღვიძე, ნიუ-იორკო!“, თუმცა საშინლად ატუანელი თანაწამყვანი მას იძულებულს ხდის, რომ სამსახურიდან წამოვიდეს. იგი მალევე პოულობს ახალ სამსახურს საინფორმაციო გადაცემა „World Wide News“-ში. ამ პერიოდში ბარნიმ მისი თინეიჯერობის დროინდელი, პოპ-ვარსკვლავ რობინ სპარკლსის კიდევ ერთი კლიპი აღმოაჩინა. სწორედ ამ პერიოდში რობინი ხვდება ერთ მამაკაცს, რომელსაც საიდუმლოდ ეტრფის და რომელიც პირველად მაშინ ნახა, როცა ტედთან ერთად იყო პაემანზე. „მომავლის ტედი“ ამ ამბავზე თხრობისას მიანიშნებს, რომ ამ კაცზე მოგვიანებით კიდევ უფრო მეტს გავიგებთ.
 
სეზონის ფინალში, ტედი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ზოისთან სურს დაბრუნება. რობინი და ბარნი ერთად ცდილობენ, რომ ტედს ეს გადაწყვეტილება გადააფქრებინონ, სადაც წარმატებას მიაღწიეს. მეექვსე სეზონის ფინალური სცენები ვითარდება ქორწილში, სადაც ტედი შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, ამ ქორწილში სიძე კი ბარნია.