როგორ შევხვდი დედათქვენს: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 144:
 
=== მეშვიდე სეზონი ===
მეშვიდე სეზონი იწყება საქორწინო სამზადისით, სადაც ტედი ბარნის ეხმარება ქორწილისთვის მომზადებაში, რომლის პატარძლის ვინაობაც ამ დროისათვის ჯერ კიდევ უცნობია. იმ დროისათვის ლილის ორსულობა პროგრესირებს, ხოლო მარშალი ბედნიერია თავისი ახალი სამსახურით, სადაც იგი გარემოს დაცვაზე ზრუნავს. ბარნი ნორას დაშორდა და კარგ მეგობრად დაშორდა, პარალელურად კი რობინი მიხვდა, რომ ბარნისადმი გრძნობები კიდევ აქვს. ამ დროს რობინი თავდასხმისთვის გაასამართლეს და მოსამართლემ მას სავალდებულო ფსიქოლოგიური თერაპია დაუნიშნა. რობინმა თავის თერაპევტ კევინთან დაიწყო ახალი ურთიერთობა. იმავდროულად, მეტად აზარტული ბარნი მარშალს დაენიძლავა, თუმცა დამარცხდა და იძულებული გახდა თავის საყვარელ კოსტიუმზე ცისფერი, ყვითელ იხვებიანი ჰალსტუხი ეტარებინა, რომელიც საშინლად სძულდა. მარშალმა მას საშუალება მისცა იხვებიანი ჰალსტუხი მოეხსნა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი კიდევ სამი სილის გაწვნის უფლებას დაუმატებდა. ბარნის იმდენად ეზიზღებოდა ეს ჰალსტუხი, რომ დაუფიქრებლად დასთანხმდა და იმწუთასვე მოიხსნა, მაგრამ იმავე მომენტში მარშალისაგან ორი სილა მიიღო, თუმცა მარშალს კიდევ ორი დარჩა.
 
ნიუ-იორკს ქარიშხალი აირინი მიუახლოვდა, რა დროსაც ლილიმ და მარშალმა გადაწყვიტეს, რომ თავიანთ ახლადდაბადებულ ვაჟთან ერთად ბარნის სახლისათვის შეეფარებინათ თავი, რომელიც მეტად გამძლე იყო. მათ ტედმა და რობინმაც მიბაძეს და იმ ღამით ყველა მეგობარი ბარნისთან დარჩა, რა დროსაც ბარნისა და რობინს ერთ საწოლში მოუწია დაძინება. იმ ღამით ორივეს განუახლდა ძველი გრძნობები, რის გამოც მათ შეთანხმება დადეს, რომ დაშორებოდნენ თავიანთ პარტნიორებს და ერთად ყოფილიყვნენ, თუმცა რობინმა პირობა არ შეასრულა და ბარნი კვლავ მარტო დარჩა. მადლიერების დღეზე რობინი ბარნის გამოუტყდა, რომ ორსულობისა და მშობიარობის შიში ჰქონდა, რის გამოც ბავშვის გაჩენას არასდროს აპირებდა. ზოგადად, რობინი ვერ იტანდა ბავშვებს, რაც სერიალის არაერთ მონაკვეთში ჩანს. იმავდროულად, რობინს მისმა ექიმმა აცნობა, რომ იგი ბავშვს ვერასდროს გააჩენდა. კევინი, რომელსაც ბევრი ბავშვის გაჩენა უნდოდა მაშინვე დაშორდა რობინს, რაც ტედს ძალიან გაუხარდა, რადგან მას რობინისადმი კვლავ ჰქონდა გრძნობები.
 
მარშალი და ლილი, რომელთაც ახლა უკვე ჩვილი ბავშვი ჰყავთ, გადაწყვეტენ, რომ ხმაურიან მანჰეტენზე მათი ადგილი არაა და ლონგ-აილენდზე გადასვლა მოისურვეს. ეს გადაწყვეტილება მათ მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც ლილის ბებიამისმა ორ სართულიანი კერძო სახლი დაუტოვა ლონგ-აილენდზე. მათ სცადეს ამ სახლში ცხოვრება, მაგრამ მიხვდნენ, რომ გარეუბანში ცხოვრება მათთვის არაა და მალევე ნიუ-იორკის ბინაში დაბრუნდნენ. ტედმა მათ თავისი ახლად ნაყიდი სახლი დაუთმო, რადგან განაცხადა, რომ იქ რობინთან ერთად ვერასდროს შეძლებდა გადასვლას. იმავდროულად იგი რობინს სიყვარულში გამოუტყდა, რაზეც მათ სერიოზულად იჩხუბეს და შემდეგ რამდენიმე კვირა არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.
 
რობინთან განცდილი მარცხის შემდეგ ბარნიმ სტრიპტიზიორ ქვინთან დაიწყო ურთიერთობა, რომელიც იმ სტიპტიზ-კლუბში გაიცნო, რომელსაც ხშირად სტუმრობდა. მეგობრებს არ მოსწონთ ბარნის არჩევანი, მაგრამ ის და ქვინი იმდენად შეეფერებიან ერთმანეთს, რომ დაშორებას არ აპირებენ და ყველანაირად ცდილობენ მათთვის თავის მოწონებას. საბოლოოდ ქვინი ბარნისთან გადავიდა საცხოვრებლად, ტედმა კი ქვინის ძველი ბინა იყიდა. ამ ამბიდან მალევე, ბარნი და მარშალი კაზინოში წავიდნენ სათამაშოდ, რა დროსაც მშობიარობა დაეწყო ლილის, რომელმაც ძლივს მოახერხა მარშალთან დაკავშირება. ბარნიმ და მარშალმა საბოლოოდ ლილის მშობიარობას მიუსწრეს და პატარა მარვინ უაითფორიტ ერიკსენის ხელში დაჭერაც მოახერხეს, რომელსაც სახელი მარშალის განსვენებული მამის პატივსაცემად დაარქვეს. პატარა მარვინის დაბადებამ აღადგინა ტედისა და რობინის მეგობრობა. სეზონის დასკვნით ნაწილში, ლილი და მარშალი ახალ ოჯახურ ცხოვრებას იწყებენ პატარა მარვინთან ერთად. ბარნიმ ქვინს აეროპორტში ექსტრავაგანტულად სთხოვა ხელი, ტედი კი თავის ყოფილ შეყვარებულ ვიქტორიას დაუკავშირდა, რომელიც უკვე დაბრუნდა ამერიკაში და თხოვდებოდა, მაგრამ თავისი გერმანელი საქმროთი უკმაყოფილო იყო. ამის გამო ვიქტორია ტედს გრძნობებში გამოუტყდა და პასუხადაც იგივე მიიღო, რის შემდეგაც ისინი ვიქტორიას ქორწილიდან ერთად გარბიან, საქმროს კი წერილს უტოვებენ. სეზონის ბოლო ნაწილში კვლავ ბარნის ქორწილი ჩანს, სადაც საბოლოოდ გამოაჩინეს მისი პატარძლის სახე, რომელიც რობინი იყო.
 
=== მერვე სეზონი ===