როგორ შევხვდი დედათქვენს: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 133:
 
=== მეექვსე სეზონი ===
მეექვსე სეზონის დასაწყისში, ტედი კვლავ სინდისთან ერთადაა, რომელიც მართალია მისი მომავალი მეუღლის თანამოსახლეა, მაგრამ იქ ერთხელად ვერ შეხვდა. ამავდროულად ბარნიმ ტედი გოლიათის ბანკის ახალი შტაბის არქიტექტორად დაიქირავა. გოლიათის ბანკს სურს, რომ დაანგრიოს ნიუ-იორკში მდებარე ძველი, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სასტუმრო და მის ადგილას თავისი სათაო ოფისი ააშენოს, რაც ტედს დაევალა, რომლის მთელი ცხოვრების ოცნება იყო, რომ ნიუ-იორკში ცათამბჯენი აეშენებინა. თუმცა, ამ ყველაფერთან წინააღმდეგობაში მოდის მისი ახალი სასიყვარულო ურთიერთობა ზოი პირსონთან, რომელიც აქტივისტია და ისტორიული მნიშვნელობის სასტუმროს დანგრევას აპროტესტებს. მთელი სეზონის განმავლობაში ტედი დილემის წინაშეა: ააგოს ცათამბჯენი და დაანგრიოს სასტუმრო „არკადიანი“ თუ პირიქით, ხელი შეუშალოს მის დანგრევას და ზოისთან ურთიერთობა შეინარჩუნოს. საბოლოოდ მან მაინც ზოი აირჩია, თუმცა როგორც გაირკვა იგი მდიდარ კაცზე იყო დაქორწინებული, რომელსაც გემების სიყვარულის გამო მეტსახელად კაპიტანს ეძახდნენ (მის როლს კაილ მაკლაქლენი ასრულებს). ამის გამო ტედი ზოის დაშორდა, რის გამოც მან და გოლიათის ბანკმა გაიმარჯვეს სასამართლო პროცესზე, რომლითაც გადაწყდა სასტუმრო არკადიანის დანგრევა.
 
ლილი და მარშალი, რომლებმაც მეხუთე სეზონში განიზრახეს ბავშვის გაჩენა, სექსუალურ ცხოვრებას აგრძელებენ იმ იმედით, რომ ლილი დაორსულდება. დრო გადიოდა, ლილი კი ვერ ფეხმძიმდებოდა, რის გამოც მან შესამოწმებლად ბარნის ორეულ გინეკოლოგს მიმართა, რომელმაც განუცხადა, რომ დაორსულების პრობლემები ჰქონდა, რაც მათთვის დიდი დარტყმა იყო. სწორედ ამ დროს გარდაიცვალა მარშალის მამაც, რაც მან ძალიან განიცადა. განადგურებულმა მარშალმა ყველაფერი მიატოვა, თუმცა მისი მეგობრები ყველანაირად ცდილობდნენ მის გამხნევებას. მარშალი ყველანაირად ცდილობდა მამის სიკვდილით გამოწვეული ტრამვის დავიწყებასა და ცხოვრების გაგრძელებას. სწორედ ამ პერიოდში მარშალი წამოვიდა გოლიათის ბანკიდან და თავისი ოცნების სამსახურში დაიწყო მუშაობა გარემოს დამცველ იურისტად. ამის გამო ზოიმ მარშალი დაიქირავა, როგორც ადვოკატი, რომელთან ერთადაც უშედეგო ბრძოლა წამოიწყო არკადიანის გადასარჩენად. სეზონის დასასრულისათვის ლილი გაიგებს, რომ ორსულადაა.
 
ბარნიმ თავის მეგობრებთან საბოლოოდ აღიარა, რომ ბობ ბარკერი არაა მისი ნამდვილი მამა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ბარნის დედამ სახლის გაყიდვა გადაწყვიტა და ნივთების ჩალაგებისას ნოსტალგია მოეძალა. ბარნის დედამ, ლორეტამ მას ფურცელზე დაუწერა მისი ნამვილი მამის სახელი, თუმცა მან მისი გაგება არ ისურვა, რადგანაც არ უნდოდა იმ კაცის ვინაობის გარკვევა, რომელმაც ის და დედამისი მიატოვა. თუმცა, ამის მიუხედავად, მარშალის მამის დაკრძალვაზე ბარნიმ ლორეტას განუცხადა, რომ ბიოლოგიური მამის გაცნობა მაინც სურდა. საბოლოოდ მამამისი ჯერი უაიტკერი აღმოჩნდა, რომელიც მთელი ბავშვობა ახლოს იყო ბარნისთან და მას იგი უბრალოდ კეთილი ბიძია ეგონა. როგორც შემდგომში გაირკვა ჯერის სურდა მისთვის მამობის გაწევა და ლორეტაზე ქორწინება, თუმცა ლორეტამ ეს არ ისურვა და საბოლოოდ აუკრძალა კიდევაც ვაჟთან კონტაქტი. ბარნი მამასთან ურთიერთობის დალაგებას გადაწყვეტს, რა დროსაც გაიცნობს რობინის თანამშრომელ ნორას, რომლის მიმართაც გრძნობები გაუჩნდა. პირველი დაშორების შემდეგ ბარნი და ნორა სეზონის ბოლოს შერიგდნენ, რა დროსაც ბარნიმ ის ყავაზე დაპატიჟა.
 
რობინი დილის ოთხ საათზე მიმდინარე ახალ თოქ-შოუში იწყებს მუშაობას, რომელსაც ჰქვია „Come on, Get Up, New York!“, ანუ „მოდი, გაიღვიძე, ნიუ-იორკო!“, თუმცა საშინლად ატუანელი თანაწამყვანი მას იძულებულს ხდის, რომ სამსახურიდან წამოვიდეს. იგი მალევე პოულობს ახალ სამსახურს საინფორმაციო გადაცემა „World Wide News“-ში. ამ პერიოდში ბარნიმ მისი თინეიჯერობის დროინდელი, პოპ-ვარსკვლავ რობინ სპარკლსის კიდევ ერთი კლიპი აღმოაჩინა. სწორედ ამ პერიოდში რობინი ხვდება ერთ მამაკაცს, რომელსაც საიდუმლოდ ეტრფის და რომელიც პირველად მაშინ ნახა, როცა ტედთან ერთად იყო პაემანზე. „მომავლის ტედი“ ამ ამბავზე თხრობისას მიანიშნებს, რომ ამ კაცზე მოგვიანებით კიდევ უფრო მეტს გავიგებთ.
 
სეზონის ფინალში, ტედი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ზოისთან სურს დაბრუნება. რობინი და ბარნი ერთად ცდილობენ, რომ ტედს ეს გადაწყვეტილება გადააფქრებინონ, სადაც წარმატებას მიაღწიეს. მეექვსე სეზონის ფინალური სცენები ვითარდება ქორწილში, სადაც ტედი შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, ამ ქორწილში სიძე კი ბარნია.
 
=== მეშვიდე სეზონი ===