მწვანე გომბეშო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 23:
| iucn =
}}
'''მწვანე გომბეშო''' ({{lang-la|Bufo viridis}}) — [[უკუდო ამფიბიები|უკუდო ამფიბია]] [[გომბეშოსებრნი|გომბეშოსებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახისა]]. [[საქართველო]]ში ფართოდაა გავრცელებული. ბინადრობს ნაირგვარ [[ბიოტოპი|ბიოტოპში]], მ. შ. მშრალ ადგილებში, რომელიც არახელსაყრელია სხვა ამფიბიებისათვის. მისი სხეულის სიგრძე 14 სმ-მდე აღწევს. ზემოდან ღია რუხი ან წენგოსფერია, დიდი მუქი მწვანე ლაქები (ხალები) აქვს. ცხოვრობს ხმელეთზე. წყალსატევებში ჩადის მხოლოდ გამრავლების პერიოდში, სადაც ყრის ქვირითს გრძელი თასმის სახით. საკვების მოსაპოვებლად გამოდის შებინდებისას და ღამე. იკვებება ხმელეთის [[უხერხემლო ცხოველები]]თ. ზამთრის ძილქუშს ატარებს [[მღრღნელები]]ს სოროებში, [[ორმო]]ებში, ქვების ქვეშ, ფხვიერ მიწაში. კარგად აქვს განვითარებული შხამიანი ჯირკვლები — [[პაროტიდები]], რომლებიც ადამიანისათვის საშიში არ არის
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მწვანე_გომბეშო“-დან