ბერთა (წალკის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 48:
 
==ისტორია==
ადრე მას, როგორც [[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს (XVIII ს.) რუკიდან ჩანს, მაჩვთა ერქვა. გოლიანქი თურქეთიდან XIX საუკუნის I ნახევარში გადმოხვეწილმა და აქ დასახლებულმა ბერძნებმა შეარქვეს და ნიშნავს ტბის, გუბის ეკლესიას. სოფელში შემონახულია [[ბერთას მამათა მონასტერი|შუა საუკუნეების ეკლესია]]. თლილი ქვით შემოზღუდული გუბურის ნაწილი ეკლესიის ქვეშაა მოქცეული; მიწიდან ამოსული ნაკადული ეკლესიის ქვეშ გროვდება, შემდეგ გადმოდის ღია ნაწილში (გუბურა სავსეა კალმახებით, რის გამოც ეკლესიას „კალმახის საყდარსაც“ უწოდებენ). გუბურაზე დადგმული, გეგმით მართკუთხა, თლილი ქვით ნაშენი ეკლესია ფორმის მიხედვით ადრინდელი ქრისტიანული ხანის ძეგლებს ჰგავს. თრიალეთის მოსახლეობის რწმენით, კალმახი წმინდა თევზად ითვლება, მას დიდი მოწიწებით ეპყრობიან, სჯერათ ავადმყოფებზე მისი სასწაულებრივი ზემოქმედებისა და ხშირად მაგიურ თვისებებსაც მიაწერენ. ამჟამად აქ მამათა მონასტერია. ეკლესიიდან დაახლ. 200 მ-ზე, მეორე კალმახიანი გუბურაცაა, მის ირგვლივ ძვ. ნაგებობის ნანგრევებია.
 
==მოსახლეობა==